კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ცოლიან კაცს პატარა გოგო შემიყვარდა და ვიტანჯები


ცოლი ადრეულ ასაკში, სიყვარულით მოვიყვანე. გამიჩნდა შვილი და ვფიქრობდი, ბედნიერი ოჯახი მქონდა. არასდროს მიღალატია ცოლისთვის და არც სხვა ქალებისკენ გამირბოდა თვალი. საბაბს არ მაძლევდა, თუმცა, თავად ეჭვიანი ვიყავი და ვცდილობდი, ცოლის ყოველი ნაბიჯი მეკონტორლებინა. ამის გამო, ხშირად გვქონდა კონფლიქტი, დაშორებულებიც ვიყავით რაღაც პერიოდი. თუმცა, მალევე შევრიგდით. არ ვიცი, რა დამემართა და ახალგაზრდა გოგოს სილამაზეში როგორ გავცვალე ცოლისადმი გრძნობა, რომელსაც მთელი 17 წელი ვუფრთხილდებოდი. სრულიად შემთხვევით, ინტერნეტით გავიცანი მარიამი და იმ დღის მერე, სულ მასზე ვფიქრობ. კარგი გოგოა, უბრალოდ, უნდა, ჩემს გვერდით იყოს, ცოლი მივატოვო და მასთან ვიცხოვრო. მე კი, არ მინდა ოჯახის დანგევა. ცოლიც მიყვარს და ვერც შვილის გარეშე შევძლებ ცხოვრებას. მოკლედ, თავიდან უბრალო გატაცება მეგონა, ახალმა ურთიერთობამ და გრძნობებმა ამამჩატა, გავხალისდი, რაღაც ახალი ვიგრძენი და ეს მსიამოვნებდა. მაგრამ ახლა, როცა რეალობის წინაშე დავდექი და ურთიერთობას თვალი გავუსწორე, დავიბენი. ვიტანჯები, როცა ცოლის გვერდით ვარ და მარიამზე ვფიქრობ. მარისთან კი სულ ჩემი ცოლი მიდგას თვალწინ. მოკლედ, ცხოვრება ამერია და იმდენად დავიბენი, თავად ვეღარ ვხვდები, რა მინდა. არადა, ყოველთვის დავცინოდი ისეთ კაცებს, ცოლიც რომ ჰყავდათ და თან, პარალელურად, ჩუმ-ჩუმად ახალგაზრდა გოგონებს ხვდებოდნენ და „აბამდნენ“. ახლა ვხვდები, არ უნდა ილაპარაკო სხვაზე, არ განსაჯო და არც ის თქვა: მე ეს არ დამემართებაო. თავიდან, მარიამს რომ შევხვდი, მესიამოვნა, ასაკით პატარა, ლამაზ გოგოსთან ყოფნა. ამაყი ვიყავი და მეგონა, ყველას ჩემი შურდა. სახლში რომ მივედი, რაღაცნაირად, ცოლზე გული ავიყარე. დროთა განმავლობაში, კი მივხვდი, რომ ამით ორივეს ვაყენებ შეურაცხყოფას და არაკაცურად ვიქცევი. ისიც ვიფიქრე, ცოლს დავშორდები, მეგობრებად დავრჩებით და მარიამს მოვიყვან ცოლად-მეთქი. მაგრამ, მერე მივხვდი, ორივე მიყვარს. არადა, ორი ქალის ერთდროულად შეყვარება, სასაცილოდ მიმაჩნდა. მახსოვს, ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, ორ გოგოს ვხვდები და მგონი, ორივე მიყვარსო. დავცინე: ბიჭო, ორი ქალი ერთდროულად როგორ უნდა გიყვარდეს, თვალი გაახილე-მეთქი. ზუსტად ასე მჭირს ახლა – ორივე მიყვარს და ვერცერთს ვერ ვთმობ. ვიცი, მარიამს ჩემ გამო ცხოვრება აერევა, მაგრამ არ მინდა ჩემგან წავიდეს. ყველაფრს ვაკეთებ, რომ სხვაზე არ იფიქროს, მაგრამ როდემდე შევძლებ მის შეკავებას? თან, როგორც ვატყობ, მას დიდად არ ვუყვარვარ, უბრალოდ, ჩემი ყურადღება და საჩუქრები სიამოვნებს. ამ მხრივ ყველა ქალს მოსწონს განებივრება, მაგრამ, მერე სხვა გამოჩნდება და მისკენ იწევენ. ესეც გააზრებული მაქვს. თან, ამის შიში მაქვს და თან იმის, ცოლმა არ დაგვინახოს ერთად და ამის გამო, არ წავიდეს ჩემგან. მგონი, რომ ვაკვირდები, ისეთ სიტუაციაში ვარ, ერთ დღესაც ორივე მიმატოვებს და დავრჩები მარტო.
გიგლა, 37 წლის.скачать dle 11.3