კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რის განადგურებას ცდილობს და რატომ ცვლის ზოგიერთი ქალი თავის ცხოვრებას ხელის ერთი მოსმით

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


ოჯახი ყოველთვის არ არის ქალისთვის იდეალური ვარიანტი, უფრო სწორად, ის ვერ იქნება იდეალური, როცა არასწორად იგეგმება და იგება. ოჯახი არ უნდა იყოს ვალდებულება, მოთმინებისა და ნერვების გამოცდა. ასევე, არ უნდა იყოს ერთ-ერთის ტანჯვის ხარჯზე, მეორის კარგად ყოფნა. ზოგჯერ ქალები ქმნიან ოჯახს იმის ილუზიით, რომ ყველაფერი კარგად, ბედნიერად და სიხარულით გაჯერებული იქნება. როცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდება, არ სურთ, სიმართლეს თვალებში ჩახედონ. ისევ ილუზიაში ცხოვრებას აგრძელებენ, იტანჯებიან და ფიქრობენ – მე ბედნიერება არ დამიმსახურებიაო...


ეთუნა (47 წლის): ალბათ, იფიქრებთ, ამ ასაკში რაღა დროს ამაზე ლაპარაკიაო, მაგრამ მიმაჩნია, კიდევ მაქვს შანსი, ბედნიერი ვიყო. რამდენიმე თვის წინ ერთბაშად მივხვდი – ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი. უბრალოდ, მოვკვდები. არავის წაურთმევია ჩემთვის უფლება, სიხარულით სავსე ცხოვრება მქონოდა. ეს მე გავაკეთე და ახლა ძალიან ვნანობ. გავთხოვდი და გადავწყვიტე, რომ უნდა შევცვლილიყავი.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
როცა ოცი წლის წინ გავთხოვდი. სხვანაირი ვიყავი, ლაღი, თავისუფალი, მხიარული, ორიგინალური... უამრავი შესანიშნავი იდეით. საკმაოდ ინტერესიანიც ვიყავი და ჰობიც მქონდა. მგონი, სწორედ ამ თვისებების გამო შემიყვარა ჩემმა ქმარმა. ამიტომ, ახლა მას ვეღარც ვამტყუნებ. ხელში სულ სხვა ქალი შერჩა. არადა, მე ხომ მისთვის შევიცვალე?
– რას ნიშნავს შეიცვალეთ. რატომ შეიცვალეთ. მან გთხოვათ?
არა. პირდაპირ და კონკრეტულად არ უთხოვია. მე თვითონ ჩავთვალე, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და შესანიშნავი ცოლი ვყოფილიყავი. რაში გამოიხატებოდა ეს იდეალური ცოლობა? საკუთარი „მეს“ განადგურგებაში. დიახ, სწორედ ამას ვაკეთებდი ოცი წლის განმავლობაში. სტერეოტიპების მავნე ზეგავლენას დავარქმევდი ამას. არავის ვამტყუნებ. მე თავად გადავწყვიტე ყველაფერი. ვისთვის რისი დამტკიცება მინდოდა, არ მესმის. რისთვის გავიტანჯე ცხოვრება – რა მინდოდა, რას ვერჩოდი ან საკუთარ თავს, ან ჩემს ქმარს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია და აუცილებელი ინდივიდუალურობის შენარჩუნება. ასევე, საუბრები მეუღლეებს შორის. ჰო. უნდა ჰკითხო, რა უნდა იმას და შენი სურვილების შესახებაც უნდა მოუყვე. არ უნდა მოგერიდოს, იყო ის, რაც ხარ. მე კიდევ რა გავაკეთე? სულელი გოგოსავით მოვიქეცი – ჩემმა ქმარმა უნდა იგრძნოს, რომ მე შეუცვლელი ვარ-მეთქი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასავით უნდა ვიფიქრო... ის უნდა შევიყვარო, რაც მას უყვარს... ისე უნდა ვიქცეოდე, როგორც მას მოეწონება და უნდა... მხოლოდ ასე ვიქნები იდეალური ცოლი-მეთქი.
 – ეს ყველაფერი ქმარს უთხარით?
არა. მხოლოდ ქმედებები შევიცვალე, ანუ... დასახული მიზნის განორციელებას შევუდექი. ოცი წლის განმავლობაში ვუყურებდი ფეხბურთს, ვსვამდი ლუდს და ვჭამდი მხოლოდ იმ საჭმელს, რაც უყვარს ჩემს ქმარს. არადა, ფეხბურთს ვერ ვიტან. არც ლუდზე ვგიჟდები. საკუთარი აზრებიც გამაჩნია, მაგრამ ერთხელაც არ გამომითქვამს ჩემი ქმრის წინაშე. არ შევკამათებივარ. ეს ხომ არანორმალურია. რატომ ვერ ვხვდებოდი და არც არავინ მითხრა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ძნელია, საკუთარ თავთან ჭიდილი. გინდა რაღაცის თქმა და არ ამბობ, არ უწევ წინააღმდეგობას. უღიმი მაშინაც კი, როცა მისი გაგლეჯა გინდა. ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტრესია.
– რატომ აიძულებდით თავს ამ სტრესის მიღებას?
ახლა უკვე მეც ამას ვეკითხები საკუთარ თავს. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი და ვერ ვხვდებოდი. მიკვირდა კიდეც, რატომ არ იყო აღფრთოვანებული ამ ყველაფრით ქმარი. წესით, უნდა გახარებოდა ჩემი მორჩილება, მაგრამ ამის საპირისპიროდ, სულ უფრო მშორდებოდა. რა სიხარული და რისი აღფრთოვანება – იყო დღეები, როცა საერთოდ არ მელაპარაკებოდა. ერთბაშად კი მითხრა, ძალიან უინტერესო ხარო. ჩხუბში კი არა, ისე მითხრა, ჩვეულებრივად, თითქოს თავისთვის რაღაც აღმოჩენა გააკეთა და ამან დაამშვიდა. აი, მაშინ კი დავფრთხი.
– დაფრთხით, ანუ...
შემეშინდა. მე ყველაფერს ვაკეთებდი ქმრისთვის, იდეალური ცოლის სტატუსისთვის და რა გამოვიდა? – კინაღამ საერთოდ დავკარგე. არ სჭირდება კაცს უსიტყვო მორჩილება. არ სჭირდება ყველაფერზე თავის ქნევა და ხელოვნური აღფრთოვანება იმით, რაც რეალურად არ არსებობს. ნუ გეგონებათ, რომ რეალობას რაიმეთი გადავფარავთ. უფრო საკუთარ თავს მოატყუებთ, ვიდრე – მამაკაცს.
– ფიქრობთ, რომ ქმარს არ უყვარხართ?
პირიქით, გაირკვა, რომ ვყვარებივარ, ოღონდ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ძალიან გვიან მივხვდი ამას. საბედნიეროდ, მივხვდი და ახლა მაქვს შანსი, ყველაფერი გამოვასწორო. ანუ, მოვახერხო და დავანახო საკუთარი თავი სხვა კუთხით. ვფიქრობ, საერთოდ არ მიცნობს, არ იცის, რა მიყვარს, რისი გაკეთება მინდა ცხოვრებაში და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია.
– რისი თქმა გინდათ, რომ ქორწინებაში მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო?
მთლად ეგოისტიც არ უნდა იყო, მაგრამ ისეც არ უნდა მოიქცე, რომ შენი პიროვნება საერთოდ წაშალო. ერთი, რომ აღარავის მოეწონები და მოუნდები (საკუთარ ქმარს და შვილსაც კი), თან ნერვულ სისტემასაც  სერიოზულად დაიზიანებ. ხომ ამბობენ, კაცებს მორჩილი ქალები მოსწონთო – არ არის ასე. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს.
– როგორი?
ინდივიდუალურობა რომ აქვს, კამათი და საკუთარი შეხედულებების გამოხატვა რომ შეუძლია. თავდაჯერებული, თამამი და არა „კუდის ქიცინა“, უენო და უინიციატივო არსება. საერთოდ არ „დამიფასდა“ ჩემი მონური მორჩილება და საკუთარი თავის უკან დაყენება. ვის სჭირდება მსხვერპლი? – არავის და მით უფრო, მე არ მჭირდებოდა. ახლა ვიცი, რომ ქორწინება ორი სრულფასოვანი ადამიანის კავშირია. ორი პიროვნების, ორი ადამიანის – თავ-თავიანთი სურვილებითა და აზრებით. ეს ჰარმონია თუ დაირღვა, ნორმალურ ურთიერთობას განვითარება არ უწერია. ვერც ასეთი ოჯახი იარსებებს დიდხანს. მით უმეტეს, თუ მამაკაცი შუა საუკუნეებში „ჩარჩენილი“ მონათმფლობელი არ არის.

скачать dle 11.3