კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რამდენ ათეულ ათას დოლარს იხდის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ქმარი საბანკო მომსახურებაში და რა ოდენობის უძრავი ქონება აქვთ მაია ცქიტიშვილსა და მის მეუღლეს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი 1974 წელსაა დაბადებული. მისი ოფიციალური ბიოგრაფია მთავრობის კანცელარიის საიტზე არ იძებნება. თუმცა მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2018 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1973 წელს დაბადებული დავით ხატიაშვილი და დედა თამარ ცქიტიშვილი.
უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ მაია ცქიტიშვილი ფლობს. კერძოდ: 2009 წელს 270 000 ლარად შეძენილ ბინას თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე (80 კვ. მ.) და 12 642 ლარად შეძენილ ავტოფარეხს. ასევე, დაბა კოჯორში  2014 წელს ნაჩუქარ მიწის ორ ნაკვეთსა (1 528 და 2 986 კვ. მ.) და საცხოვრებელ სახლს (407 კვ. მ.), ასევე, 2009 წლის ავტომანქანა „მიცუბიში პაჯეროს“.
მისი მეუღლე კი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 2008 წელს შეძენილ 0,08 ლარის ღირებულების 69 181 აქციას და სს „ჯორჯიათრეიდის” 2017 წელს შეძენილ 1 ლარის ღირებულების 150 090 აქციას. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ დავით ხატიაშვილს ჰქონდა – 15 000 აშშ დოლარი.
კომერციულ საქმიანობას მაია ცქიტიშვილიც ეწევა და მისი მეუღლეც: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არის 2014 წელს დაფუძნებული შპს „თბილისის კომერციული ქონების“ პარტნიორი (საწესდებო კაპიტალი 36 000 ლარი, მისი წილია 75 პროცენტი), თუმცა ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია 2017 წელს. დავით ხატიაშვილი კი არის 2013 წელს დაფუძნებული შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ პარტნიორი (საწესდებო კაპიტალი 200 ლარი, ფლობს 100-პროცენტიან წილს), რამაც მას 2017-ში 56 652 ლარი მოუტანა  და ასევე, დირექტორიც –  მისმა ანაზღაურებამ შეადგინა 6 875 ლარი; 2010 წელს დაფუძნებული შპს „მიკროკლიმატის“ პარტნიორი (საწესდებო კაპიტალი 181 585 ლარი, აქვს 75-პროცენტიანი წილი), რამაც მას 2017-ში  163 811 ლარი მოუტანა; 2014 წელს დაფუძნებული სს „ჯორჯიათრეიდის” დირექტორი (საწესდებო კაპიტალი 685 000 ლარი), რამაც მას 2016-ში 62 847 ლარი მოუტანა; ამას გარდა – 2014 წელს დაფუძნებული სს „ჯორჯიათრეიდის” აქციონერი და 2018 წელს შპს „სავაჭრო ცენტრის“ პარტნიორი და დირექტორი, ოღონდ ამ საქმიანობებს მისთვის 2017 წელს შემოსავალი არ მოუტანია.
მაია ცქიტიშვილმა კი, როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსმა, 2017 წლის განმავლობაში, ხელფასად 94 500 ლარი აიღო.
2017 წლის განმავლობაში დავით ხატიაშვილმა თავისსავე „თბილისის კომერციულ ქონებას“ 2016 წელს გადაუხურა 207 064 აშშ დოლარის ოდენობის სესხი და 2017-ში მიიღო 78 222 ლარის შემოსავალი, 2011 წელს კი გასცა 206 197 აშშ დოლარის სესხი და 2017-ში მიიღო  47 489 ლარის შემოსავალი; შპს „ქართულ კვერცხში“ თავისი წილის გაყიდვამ 67 600 ლარი მოუტანა; 2017 წელს სესხი მისცა „ჯორჯიანთრეიდსაც“ – 10 000 აშშ დოლარი და 150 090 ლარად მისი აქციებიც შეიძინა (გადაცვალა ვალში). საბანკო სესხების მომსახურება კი 48 000 აშშ დოლარამდე დაუჯდა.
რაც შეეხება 2017 წლის სხვა გასავლებს: მაია ცქიტიშვილმა შვილს ანგარიშზე 12 000 აშშ დოლარი შეუტანა და ქონების გადასახადად 3 299 ლარი გადაიხადა. დავით ხატიაშვილმა მოგზაურობაში  5 705 ლარი და 807 ფუნტი დახარჯა, 599 ფუნტად ტელეფონი შეიძინა, 2 800 ლარად კომპიუტერი, 629 ევროდ კი – ტანსაცმელი. შვილის ანგარიშზე თანხა მანაც შეიტანა – 47 000 აშშ დოლარი და 7 407 ფუნტი, სწავლის საფასურად კი 8 316 ლარი გადაუხადა.
скачать dle 11.3