კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 გენების კონკურენცია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ალი-კვალი

​ერისა და ბერისთვის (თანაც – მთელი დედამიწის მასშტაბით) კარგა ხანია, ცნობილია, რომ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი ფრიად ორიგინალური გამონათქვამებით გამოირჩევა და, ზედაც, მთლად დალაგებულიც ვერაა. ოღონდ ეს ხელს არ უშლის, რომ ერთ ათეულზე მეტი მილიონი ამომრჩეველი ჰყავდეს 130-მილიონიან რფ-ში.
შესაბამისად, დღე ერთია და ვლადიმირის (ამჯერად ჟირინოვსკის) ბაგეს ბარე ორჯერ მაინც ჩამოწყდება ხოლმე რამე გასაოგნებელი.
ჰოდა, რაკი ჩამოწყდება ხოლმე, გამონაკლისად არც მისი ტელეკომპანია „დოჟდთან“ საუბარი დარჩენილა.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში მონობის, პროსტიტუციისა და ნარკოტიკების არსებობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც უნდა შევებრძოლოთო; თავი ამ მანკიერებებთან მებრძოლ ერთადერთ არსებადაც წარმოაჩინა.
რატომ?
იმიტომ რომ, ყველაზე გამოცდილი ადამიანია განა მხოლოდ რუსეთში?! მთელ მსოფლიოში!
რატომ?
იმიტომ რომ, მისი წინაპრები ყოფილან: ნაპოლეონი, ჰიტლერი, აინშტაინი, ლინდონ ჯონსონი (როგორც თავად ამბობს), დანარჩენები კი მწყემსთა შთამომავლებად ჩამოგვწერა.
თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერიც გვარწმუნებს, რომ ქეთევან დედოფლის პირდაპირი შთამომავალია, აშკარაა, ამ ჩვენს თარხან-მოურავს კონკურენტი გამოსჩენია.скачать dle 11.3