კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რაში ჩაითრია ნიკა რურუას შვილმა დედა და სად გამოუჩნდნენ მიმდევრები სოფო გორგაძეს

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2-ის” ორიგინალურ პროექტ „ჩემი სამზარეულოს წესების” გამარჯვებული დედა-შვილი  სოფო გორგაძე და ლიზა რურუა, პროექტის დასრულების შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. სოფო გორგაძე თელავის რაიონის სოფელ შალაურში დაბრუნდა,  სადაც ის თბილისიდან რვა  წლის წინ გადაბარგდა. ლიზა კი, სასტუმრო „რუმსში,” საყვარელ საქმეში ჩაერთო – ის სასტუმროში  მზარეულად მუშაობს. წლების წინ, სოფო გორგაძის გადაწყვეტილება, მიეტოვებინა დედალაქი და კახეთის მშვიდ სოფელში დაბინავებულიყო, სადაც მან მეუღლესთან ერთად, ფერმერული საქმიანობა დაიწყო, ბევრს უცნაურად ეჩვენა. თუმცა,  დღეს მას უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს. სოფოს  და მისი მეუღლის საფირმო თხის ყველი – ფრანგული ყველი კახურად,  ოჯახისთვის  უკვე ბიზნესის წყაროა. ლიზა რურუამ, ნიკა რურუას ქალიშვილმა  კი, დედის გავლენით,  გეზი კულინარიისკენ აიღო. როგორია დედა-შვილის  ცხოვრება  კახეთში  და შალაურის  სამზარეულოს  წესები, ამის შესახებ თავად ჩვენი სტუმრებისგან  შეიტყობთ. ორივე სასიამოვნო,  გულახდილი და კომფორტული  რესპონდენტია.      
ლიზა რურუა:
დედა ამ პროექტში მე „ჩავითრიე”.   პროექტში მონაწილეობის იდეა  ჩემგან წამოვიდა, ხუმრობით შევთავაზე:  ხომ არ გვეცადა-მეთქი?  ისიც სიამოვნებით დამთანხმდა.  ასე, თამაშ-თამაშით ამოვყავით თავი ამ პროექტში, რაც ორივესთვის  ახალი და უცხო პროცესი  იყო. თავიდან,  ჩვენს მონაწილეობას უფრო მსუბუქად  ვუყურებდით, თუმცა მალე მივხვდით, რომ სახუმაროდ სულაც არ  გვქონდა  საქმე.   პროექტის დასაწყისში გამარჯვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდით,  ცოტა მერე კი, ისეთი აზარტი გაგვიჩნდა, ვერცერთი რომ ვერ წარმოვიდგენდით.     
 – ერთმანეთისთვის საიმედო პარტნიორები აღმოჩნდით? პროექტის დროს სხვა წყვილებისგან განსხვავებით,   თითქმის არ კამათობდით. საკუთარ სამზარეულოშიც ასეთი ჰარმონია გაქვთ, როგორიც პროექტში გქონდათ?
სხვასთან ერთად მონაწილეობას, ალბათ, მეც ვერ გავბედავდი.   სახლში ასე არ ვართ. იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს კარგად ვეწყობით,  საკუთარ სამზარეულოში ცოტა ვჩხუბობთ ხოლმე. თუმცა, ბოლო დროს ისე ავეწყვეთ ერთმანეთს, კამათი მინიმუმამდეა დაყვანილი (იცინის). მახსოვს, ერთხელ ხახვს ვჭრიდი,  დედამ მითხრა, ხახვი მოატრიალე და ისე დაჭერიო. ვერაფრით ამიხსნა, რატომ იყო აუცილებელი ხახვის  შემოტრიალება. ამ ამბავს სამდღიანი „შერიგების” პროცესი მოჰყვა, თავისი ყვავილებითა და ქათინაურებით (იცინის).
სოფო გორგაძე: აბსოლუტურად მართალია, რომ ერთ სამზარეულოში  ორი ქალი ბევრია (იცინის). ამის მიუხედავად, რომ ერთმანეთს ვენდობით სამზარეულოში, სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებთ. ლიზა რომ საიმედო პარტნიორია,  ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ ამ პროექტმა ეს, კიდევ ერთხელ დამიმტკიცა.  პროექტის დროს რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მე ავღელდი, წონასწორობიდან გამოვდიოდი. ლიზა მაქსიმალურად მშვიდი იყო, მობილიზებული და ჩემს ფორიაქს კარგად აბალანსებდა. ლიზა ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული გოგოა. მე ზოგჯერ მავიწყდებოდა, რომ თანაბარ პოზიციებზე ვიყავით პროექტში და დედის როლიდან გამოსვლა მიჭირდა (იცინის).   
– მისი ასაკის გოგონასთვის კულინარიით გატაცემა ხშირი არ არის. როგორც ჩანს,  თქვენ დაგემსგავსათ.
– ალბათ.  ლიზა ამერიკაში გაჩნდა, მაგრამ ძალიან პატარა იყო, როცა საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. ათი წლიდან ლიზა და მარიამი კახეთში ცხოვრობენ. აქ დაამთავრეს სკოლა. საქართველოშია  ჩემი უფროსი ქალიშვილი,  ანკაც, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს – ორი შვილი ჰყავს.  ჩვენ ყველამ ვიცხოვრეთ ამერიკაში, მაგრამ დავბრუნდით საქართველოში, აქაურობას არ გავქცევივართ. ლიზა და მარიამი თელავში გაიზარდნენ. როგორც ჩანს, ლიზასაც   ჩემი შემყურე, იგივე  მისწრაფებები აღმოაჩნდა.   ჯერ ძალიან პატარაა, ყველაფერი წინ აქვს.   ჩემგან განსხვავებით, ლიზა დიპლომიანი კულინარია და უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს, ვიდრე მე. თუმცა, ვაღიარებ, რომ ჩემმა გამოცდილებამაც ითამაშა თავისი როლი.   მე მომხრე ვარ, ადამიანმა იქამდე გააგრძელოს ძიება, სანამ თავის ნამდვილ შთაგონებას არ მიაგნებს. ამას ასაკი არ აქვს, შეიძლება, 20 წლისამ მიაგნო, რაც გინდა. შეიძლება, ამისთვის მეტი დრო დაგჭირდეს. მე სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მხატვარი ვარ პროფესიით.  სხვა სამსახურებში ვიმუშავე და ახლა ფერმერი ვარ. ასე რომ, ადამიანს   წლებთან ერთად ეცვლება ინტერესები, შესაბამისად, ეს არის ძიებისა და თავისუფლების საინტერესო პროცესი.
- ლიზა, დიპლომიანი კულინარი კი ხარ.  მაგრამ, პროექტშიც და სახლშიც, ალბათ, დედის გამოცდილებას ეყრდნობი?
– კი, ეს ასეა.  დედას გამოცდილება ძალიან  მადგება. მე კულინარიის აკადემია დავამთავრე,    დედა თვითნასწავლი კულინარია, თუმცა ბევრ პროფესიონალს არ დაუდებს ტოლს.  თუ კულინარია არ გიყვარს სიამოვნებას ვერ მიიღებ.   ჩემი გატაცება მაინც დედას უკავშირდება. ეს დაიწყო რვა წლის წინ, როდესაც შალაურში გადავედით საცხოვრებლად. თავიდან დესერტების, ტკბილი ნუგბარის კეთება დავიწყე, მერე თანდათან ჩამითრია. ამ ეტაპზე ჩემი მომავალი გეგმები  კულინარიას უკავშირდება. პროექტში გამარჯვების შემდეგ,  დედას აქვს იდეა, კახეთში გავხსნათ  რესტორანი.  მე უფრო  თბილისისკენ ვიხრები, თუმცა,  ალბათ,  მაინც უფრო დედას გეგმას გავყვები.  
სოფო:
მე თბილისში, რესტორნის გახსნის ცდუნებაც კი ვერ გადმომიბირებს (იცინის).
– ლიზა,  ახლა სად მუშაობ?
ლიზა:
მეორე წელია, რაც  თბილისში გადმოვედი.  ახლა სასტუმრო „რუმსში,” სამზარეულოში ვმუშაობ.   როდესაც ასეთ სამსახურში ხარ, საკმაოდ ბევრი საფეხური უნდა გაიარო, მთავარი მზარეული რომ გახდე. მე ჯერ დამწყები ვარ, მერე რა, რომ პროექტში გავიმარჯვე (იცინის).
– სოფო, როდესაც თბილისიდან კახეთში გადახვედით საცხოვრებლად, თქვენთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში, წლების წინ ეს იშვიათი იყო. ადრე მითხარით,  უკან დაბრუნების გეგმა  არ გვქონდაო. ახლა უკვე საბოლოოდ  გახდით კახეთის მკვიდრი?
სოფო:
ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ წლების წინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ მაშინ, როცა თბილისიდან წამოვედით, საკუთარ თავს გეგმა „ბე” არ დავუტოვეთ. პირადობის მოწმობებიც კი გამოვცვალეთ, სადაც საცხოვრებელ ადგილად კახეთი გვიწერია. თბილისელიც აღარ ვარ. ხმას აქ ვაძლევთ და მოქალაქეობრივ ვალს აქ ვიხდით. კახეთში  ადგილობრივების მსგავსად, ფიზიკური შრომა მიწევს. ერთადერთი, რაც მე და ჩემს მეუღლეს არ გამოგვდის, დაბარვაა. ამას ცოდნა უნდა,  თავისი ტექნიკა სჭირდება.  სხვა სახის ფიზიკური საქმე პრობლემა არაა. გვაქვს ჩვენი მეურნეობა, ჩვენივე მოყვანილი ბოსტნეული. გვყავს  ცხოველები. სულ ექსპერიმენტებში ვარ, თუმცა ამასაც ცოდნა უნდა. ზოგჯერ დათესვა  მომივა ხოლმე ბევრი.  სამეურნეო შეცდომების გარეშე, ვერაფერს ისწავლი. ჩემთვის  ჰარმონიული გარემოა. ამ კუთხემ კეთილი გულით შეგვიკედლა. ასე მგონია, ამ პროექტში კახეთის სახელით გამოსვლით, ცოტა მაინც გამოვხატე ჩემი მადლიერება მის მიმართ.
– თან, თელაველი მაყვალას და ფრანგ ჟან-ჟაკის პოპულარიზაციაზეც „იზრუნეთ”.
ო, თელაველი მაყვალას კვერცხი ყველამ „გაიცნო”,   ჟან-ჟაკი თელაველი არაა, ახმეტაში ცხოვრობს.  ჩვენ აქ ინტერნაციონალური ურთიერთოებები და მეგობრობა  გვაქვს (იცინის). პირველი ღამე რომ გავათენეთ აქ, იმ დღიდან აქაურები გავხდით.  არასდროს ყოფილა განსხვავება და ბარიერი ჩვენსა და ადგილობრივებს შორის. ამ ხალხის სიხალასეს არაფერი ჯობია. ჩვენ აქ როგორც თბილისელებს, უკვე აღარც კი  მოგვიხსენიებენ.
–  დღეს ის ხალხი სადაა,  თბილისელი,  ვერაზე გაზრდილი, წარმატებული ოჯახის წარმომადგენლის კახეთში გადაბარგებას წლების წინ სკეპტიკურად რომ შეხვდა?
სკეპტიკურად არ იყვნენ განწყობილი, უფრო იმას  ფიქრობდნენ, გავძლებდით თუ არა – როგორ გავუმკლავდებოდით აქაური ცხოვრების წესს.  დღეს ეს  ხალხიც აქაა, ჩვენ გვერდით. ზოგი სტუმრად ჩამოდის, ბევრი მიმდევარიც გაგვიჩნდა. დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის სოფელში საცხოვრებლად. თუმცა, წლების წინ, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ამას ბევრი ვერ გაბედავდა. თავიდან იოლი არ იყო.   სიმყუდროვის მოყვარული ვარ.  თავიდან, როცა შალაურში გადმოვედით, ღამეებს თეთრად ვათენებდი,  ისეთი სიწყნარე იყო, ყველანაირი ფაჩუნი მაღვიძებდა. ღამე პეპლის გაფრენის ხმაც კი მესმოდა.  ახლა, როცა თბილისში მიწევს დარჩენა, ისეთ სიმშვიდეში ვატარებ ბოლო წლებს, ქალაქის  ხმაურს ვეღარ ვიტან. აღმოჩნდა, რომ სიჩუმეს ჯადოსნური მხარე ჰქონია (იცინის).  
–  ბოლო პერიოდში ყველის წარმოება დაიწყეთ. თხების ფერმა  ეზოში გაქვთ?   
გვქონდა, მაგრამ ისე გაგვიმრავლდა თხები, ჩვენი ტერიტორია აღარ ყოფნიდა და 35-მდე თხა – ჩვენი და ჩვენი მეგობრის,  გავაერთიანეთ და  ალვანში გადავიყვანეთ. იქიდან მოგვაქვს რძე. დიდი რაოდენობით ყველი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა ისე იზრდება, ალბათ, მოწოდებასაც გავზრდით. თბილისში, რესტორნებში, რამდენიმე მაღაზიაში ბარდება ჩვენი  ყველი, რაც არის კიდეც ჩვენი შემოსავალი.   
– სოფო, ლიზას ტყუპისცალი – მარიამი არ არის ჩართული თქვენს ბანაკში?
მარიამი ძირითადად ჩვენს ნახელავს აგემოვნებს. ის აბსოლუტურად განსხვავებული გატაცებების ადამიანია – წერს, ხატავს, სულ  შემოქმედებით წვაშია. იმედი მაქვს, მარიამიც მიაღწევს თავის პროფესიულ ბედნიერებას.  
ლიზა: ჩემი დები – ანკა და მარიამი, სამზარეულოსთან ასე ახლოს არ არიან, როგორც ჩვენ. მათ არ ეხერხებათ ამდენი. უფრო მეტიც,   იმედია, არ ეწყინება და  მარიამის კულინარია, ჩაის მომზადებას ვერ ცდება (იცინის). პროექტის დროს ჩემი დები – ანკა და მარიამი, ასევე  მამაც, ძალიან  გვგულშემატკივრობდნენ. მამას კულინარიასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. მაგრამ, პროექტის დროს ხშირად   მირეკავდა და მეკითხებოდა, აბა, მითხარი, ამ ტურში რას აკეთებთო?    
– მისგან, სოციალურ ქსელშიც მიიღე „კომპლიმენტები”.   ნიკა რურუა ხშირადაა  შენი კულინარიული შედევრების შემფასებელი?
– 
მამასთან თავს  დამნაშავედ  ვგრძნობ, რომ ვერ ვასინჯებ ჩემს საფირმო კერძებს (იცინის).  ამ ბოლო დროს, უფრო და უფრო ხშირად მეხუმრება,  როგორ არ უნდა გავსინჯო შენი გაკეთებული საჭმელი,   მოდი, გამიკეთე რამე გემრიელიო. მაგრამ, ისე ვარ დაკავებული, ვერ ვიცლი.  ისე, რაც კი  გაუსინჯავს ჩემი გაკეთებული, ყოველთვის ყველაფერი  მოსწონს. თუ მასთან ვარ, სამზარეულოსთვის არ მცალია. ორივე ისე ვართ დაკავებული და იმდენად ცოტა გვაქვს თავისუფალი დრო, რომ, როცა მამასთან მივდივარ, მირჩევნია, საინტერესო ფილმები მირჩიოს. ეს ჩვენი საერთო გატაცებაა. ამ მხრივ მარიამი უფრო  ჰგავს მამას, მათ მეტი საერთო  გატაცება აქვთ, რაც ხელოვნებასთანაა დაკავშირებული (იცინის).    

скачать dle 11.3