რაში იპოვა ქეთი ხუციშვილმა ბედნიერების ჰორმონი და როგორ დაიყენა მან სექსუალური ფორმები » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რაში იპოვა ქეთი ხუციშვილმა ბედნიერების ჰორმონი და როგორ დაიყენა მან სექსუალური ფორმები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ, მსახიობი ქეთი ხუციშვილი ორმოცი წლის გახდა. ის ქალების იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვშია, ვინც ასაკს კი არ მალავს, არამედ ამაყობს, რომ ამ ასაკში ასე ლამაზად გამოიყურება. ქეთი უკვე ერთი წელია, აქტიურად ვარჯიშობს და მისი ლამაზი ფორმები უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ქეთი ხუციშვილი:
შარშან, მაისში დავიწყე დარბაზში სავარჯიშოდ სიარული და მალე ერთი წელი გახდება. მთელი ეს პერიოდი სერიოზულად ვვარჯიშობ. საკუთარი ინსტრუქტორი მყავს და მის მითითებებს ვემორჩილები. ერთი დღეც კი არ ჩამიგდია. კვირაში სამჯერ ორი, საათის განმავლობაში ვვარჯიშობ და თან, ჯანსაღად ვიკვებები. შემწვარ-მოხრაკულები, ცომეული და ტკბილეული ჩემთვის ძალიან დიდი იშვიათობაა. თუმცა, ამაზე უარის თქმა არც გამჭირვებია,  რადგან გურმანი არასდროს ვყოფილვარ. ასე რომ, ნერვული სისტემის ფასად არ დამჯდომია ეს ყველაფერი (იცინის). ახლა, ძირითადად, მოხარშულებზე ვარ – საქონლის ხორცი, ფილე, წიწიბურა, კვერცხი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შედეგად,  ყოველი დღის გათენება მიხარია. სარკეში რომ ვიხედები და შედეგს ვხედავ, ეს საოცარი სტიმულია. ყველგან წასვლა მიხარია. უკვე ისეთ დონეზე მივედი, ერთი დღე თუ ჩამივარდა და ვერ ვივარჯიშე, ხასიათი მიფუჭდება. სერიოზულად ვამბობ, ვარჯიშზე დამოკიდებული გავხდი. დარბაზი ჩემი მეორე სახლია. პარალელურად, კვებით დანამატებსაც ვიღებ პროტეინების სახით, რაც ფორმების შენარჩუნებასა და სხეულის გამკვრივებაში მეხმარება.
– დარწმუნებული ვარ, ბევრ კომპლიმენტს იმსახურებს შენი ახალი ფორმები.

– კი, ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ (იცინის). სხვათა შორის, ვარჯიში წონაში მატების გამო არ დამიწყია. მთელი ცხოვრება ორმოცდაათი კილოგრამი ვიყავი და ვცდილობდი, ეს წონა არ გამქცეოდა. ეს იყო ჩემი მიზანი, მაგრამ ახლა ვხვდები, რა არის ნავარჯიშები სხეული. თურმე, წონა არაფერს ნიშნავს, რაც ვარჯიში დავიწყე, მას შემდეგ ცხრა კილოგრამი მოვიმატე. ეს რომ პირველად გავიგე, შემეშინდა. ჩემს ინსტრუქტორს მივვარდი, რა ხდება, გავსუქდი-მეთქი? და მითხრა: სასწორი დაივიწყე, ქეთი, მთავარი ფორმებიაო. თავიდან ვეწინააღმდეგებოდი, წონის მომატების მეშინოდა, მაგრამ ახლა ხალხი რომ მხვდება, მეუბნებიან: ქეთი, როგორი გამხდარი ხარო. ცხიმი იწვება და მომატება კუნთის ხარჯზე ხდება. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ვარჯიში. რომელი წამალი გიშველის ისე, როგორც ეს. როცა რაღაც პრობლემები მაქვს და ნერვები მეშლება, ანდა იყო პერიოდი, დეპრესია მქონდა და დამამშვიდებელიც მიმიღია. ახლა, ჩემთვის ქვეყანაზე მსგავსი აღარაფერი ხდება. ფსიქოლოგი, ყველანაირი ექიმი და წამალი ვარჯიშმა ჩაანაცვლა. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ჩემი ბედნიერების ჰორმონი ვიპოვე. ზოგჯერ სერიალში ძალიან დატვირთული სცენები მაქვს და ამას ბევრი დრო სჭირდება. ამ დროს ორ უკიდურესობაში ვარ ხოლმე. თუ გადაღება თერთმეტზე მაქვს, ცხრაზე დარბაზში ვარ. ორი საათი გიჟივით ვვარჯიშობ და იქიდან გავრბივარ გადაღებაზე.
– ფიტნესმოდელობას ხომ არ აპირებ?
– ლამის მივიღე ეგ გადაწყვეტილება. მეუბნებოდნენ, ისეთი ფორმები დაიყენე, თავისუფლად შეგიძლია, ფიტნესმოდელობაზე იფიქროო. რაღაც მომენტში, მეც ჩამიჯდა თავში ეგ აზრი, მაგრამ მერე გადავიფიქრე.
– ცოტა ხნის წინ, დაბადების დღე გქონდა. გკითხო ასაკი თუ?
–  ძალიან მეგოიმება ის ფაქტი, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან. მეამაყება, რომ ორმოცი წლის გავხდი. არ მესმის, რატომ უნდა დავმალო. პირიქით, ორმოცი წლის რომ ასეთ ფორმაში ვარ, ძალიან მიხარია.
– როგორ აღნიშნე ეს თარიღი?
– არა იმიტომ, რომ რაღაც ცრურწმენები არსებობს და რამდენიმემ მითხრა, ორმოცი წელი არ უნდა აღნიშნოო. ისე დაემთხვა, უბრალოდ, არ მქონდა აღნიშვნის განწყობა. დილიდან მეორე დილამდე მარტო ვიყავი სახლში, ჩემს შვილთან ერთად. სხვათა შორის, შარშან ახალი წელიც მარტომ, შავ ღვინოსთან ერთად გავატარე. ეს ჩემს ხასიათში ზის, იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ მაწყენინა ან დეპრესიაში ვიყავი, უბრალოდ, მარტო მინდოდა. ასე, უფრო კარგად ვიგრძენი თავი. ჩემმა ერთმა „ფეისბუქ-მეგობარმა“ ძალიან ორიგინალური საჩუქარი გამიკეთა. ბისერებითა და თვლებით ამოქარგული ნამუშევარი მაჩუქა – „ჩემი ცოლის დაქალები“ და ჩემი სახელი და გვარია ამოქარგული. ჩემთვის ეს საჩუქარი ყველაზე ძვირფასია. ადამიანმა უდიდესი სიყვარული ჩადო მასში.
– რა შეცვალა ორმოცმა წელმა?
– ადრე ყველაფერი გულთან მიმქონდა, ახლა ვცდილობ, ყველაფერს იმდენი ყურადღება აღარ მივაქციო. სხვა მხრივ, ისევ ის გოგო ვარ (იცინის). ორმოცი წლის ქალი ძალიან დიდი მეგონა და მეცინებოდა, როცა ამბობდნენ: წლები მომემატა, მაგრამ გული ისევ ისეთი მაქვსო. ახლა კარგად ვხვდები, რას გულისხმობს ეს ფრაზა (იცინის). თუმცა, მიხარია, რომ ასაკი მემატება, მაგრამ ვიზუალურად ეს არ მეტყობა. ამ გარეგნობით მოვდივარ დღემდე და თაყვანისმცემლები არ დამკლებია, პირიქთ, მოიმატა მათმა რაოდენობამ.
– მათზე მომიყევი.
– რომ გავთხოვდე, ისეთი არაფერია (იცინის). იყო ეგ შემთხვევა, მაგრამ დასრულდა. შეშინებული ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება ხვალ და ზეგ. დღეს სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს. თუმცა, როცა გიყვარს, უფრო მეტი სტიმულია. გინდა, უკეთ იყო, სულ კარგად გამოიყურებოდე. მაგრამ, მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი და მამაკაცი არ მჭირდება იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე.
– როგორია შენი იდეალური მამაკაცი?
– არც მე ვარ იდეალური და მით უმეტეს, მამაკაცი არ იქნება (იცინის). მოკლედ რომ ვთქვა, კარგი იუმორის გრძნობა და ურთიერთგაგებაა ჩემთვის მთავარი.
– მინიმალური მოთხოვნები გქონია.
– მერე და მერე მოვა სურვილები (იცინის). ჯერ იუმორს და ურთიერთგაგებას დავჯერდები და მერე წამოვა მატერიალური მხარეც და კიდევ სხვა ამბიციები გამიჩნდება (იცინის). ზოგადად, ურთიერთობაში მომთხოვნი არ ვარ, პირიქით, მარტივი ვარ. მაგრამ, არ შემხვდა ადამიანი, ვინც ჩემს სიმარტივეს გაუგებს (იცინის). აბსოლუტურად არ ვარ ეჭვიანი. კომფორტულად ვარ, თუ მამაკაცისგან სიყვარულს ვგრძნობ. თუ საეჭვიანო გაჩნდა და ვიგრძენი, რომ მას იმ დოზით აღარ ვუყვარვარ, იქ ყველაფერს ვამთავრებ. იმ ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ბრძოლას დაიწყებს. ჩემთვის მამაკაცისთვის ბრძოლა დისკომფორტია. მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია.
– რთულად მოსაპოვებელი ქალი ხარ?
– რთული არ არის, თუ ის მამაკაცი მომწონს (იცინის).
– როგორი დედა ხარ?
– ჩემი შვილი 16 წლისაა. ისე როგორ გაზრდი შვილს, რომ არ გაუბრაზდე, მაგრამ მას ჩემი ჩხუბი სასაცილოდ არ ჰყოფნის. მე რომ სერიოზულად ვეჩხუბები, იმას ისტერიკული სიცილი უვარდება. ამაზე უფრო ვმწარდები. ეს არის ჩვენი ჩხუბი (იცინის). ზოგადად, ძალიან ლოიალური დედა ვარ. ჩემი შვილის არც თინეიჯერობა მიგრძნია და არც ასაკობრივი სირთულეები. ძალიან გაწონასწორებული და უკონფლიქტო ბიჭია. მადლობა ღმერთს, რომ ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ მამის გარეშე იზრდება და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
– პოპულარობის შემდეგ, ყურადღების ცენტრში რომ მოექეცი, რეალურად დაგჭირდა „დახვეწილობის კურსების” გავლა?
– (იცინის). ჩემი მშობლები ზრდილობას და კულტურას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ეს თვისებები ბავშვობიდან მაქვს გამომუშავებული. თუმცა, მიყვარს ემოციების გემრიელად გამოხატვა, თუნდაც, ხმამაღლა გაცინება. აი, აქ უკვე ვიზღუდები და საკუთარ თავს ვაკონტროლებ. ცოტა მოვთოკე თავი, რომ სხვის თვალში ზედმეტად და ულამაზოდ არაფერი გამოჩნდეს. არ ვიტყვი, რომ არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვიან-მეთქი, ამიტომ ცოტა ჩარჩოში მოვექეცი.
скачать dle 11.3