კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ წნეხს გადიოდა დიჯეი რემბო დაპატიმრებისას და რა პირობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის მიცემული მას და ბერა ივანიშვილს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

რთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეისა და ქორწილების ორგანიზატორის,  ლევან მდინარაძის, იგივე დიჯეი რემბოს, ცხოვრებაში იყო მძიმე პერიოდი, როცა ის დააპატიმრეს ნარკოტიკების შეძენა-მოხმარების ბრალდებით. რეალურად კი, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ბერა ივანიშვილს აქტიურად ედგა გვერდში და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო.
დიჯეი რემბო:
მე და ბერამ ერთმანეთი 2009 წელს გავიცანით და 2010 წელს მისი კონცერტის ორგანიზატორი ვიყავი, კლუბიც მე ვუქირავე. ფანებთან პირველი შეხვედრა იყო. ფლაერებიც დავარიგე, პიარიც გავუკეთე. ბერასთან პირველმა საქმიანმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. იმ პერიოდში ძალიან ცნობილი დიჯეი ვიყავი. ბიძინამ რომ გააკეთა განცხადება და პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ცნობად ტიპს,  ბერამ მითხრა, ჩემ გვერდით იქნებიო და მეც დავთანხმდი, რადგან მქონდა ჩემი პროტესტები. პირველი ვიყავი, ვინც ბერას გვერდით დაუდგა და არ შეეშინდა. დავიწყე მაისურების ბეჭდვა. ყოველთვის მბურძგლავს, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ. თან, ვაკეთებ, თან მეშინია, – ყველა გიცნობს, არ იცი ვის რა რეაქცია ექნება. დადიხარ, არიგებ „ქართული ოცნების“ მაისურებს და არ იცი, როდის დაგიჭერენ და გიჭერენ...
– ფიქრობდი, რომ დაგაპატიმრებდნენ?
– ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ და ოჯახი გავაფრთხილე, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მე გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა, წინათგრძნობა მქონდა. „ფეისბუქი“ ჩართული დავტოვე – დაუშვათ, რამე მოხდეს, ჩემმა დამ იცოდა პაროლი და ეგრევე პოსტი დაწერა: SOS, რემბო დაიჭირეს, გვიშველეთო. ძალიან დიდი თანადგომა მქონდა საზოგადოების მხრიდან. ჩემი ოჯახის წევრებისგან იყო ასეთი მხარდაჭერა. ისინი იყვნენ პირველები, რომ მითხრეს: თუ გეშინია და გინდა, გაკეთება, გააკეთე. მერე შენს თავთან არ იქნები მართალიო. ბევრი მშობელი ამას არ გეტყვის. მეორე დღესვე დამიჭირეს. მამაჩემმა ინფარქტი მიიღო იმ პერიოდში და რომ გამოვედი, გულის ოპერაცია გაიკეთა. წინა ხაზზე ვიბრძოდი. რეგიონებში დავდიოდი და იქ დაგვდევდა ადგილობრივი „სუსი“ – რა მოხდებოდა, არ იცოდი. სახლში არ ვიყავი ორი-სამი თვე. ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდი. სასტუმროებში არ გვიშვებდნენ და ხან სატვირთოში მეძინა, ხან მანქანაში.
– პოლიტიკური იყო შენი დაპატიმრება?
– ჩემი დაკავება იყო პოლიტიკური, ოღონდ სხვა საბაბით – იმ პერიოდში ნარკოტიკის შეძენა-მოხმარებაზე დამიჭირეს.  ნარკოტიკულ საშუალებებს რომ არ მოვიხმარდი, მაშინ დამტკიცდა ეგ – რადგან არანაირი შეხება არ მქონია ნარკოტიკთან, ჯანსაღად ვცხოვრობ. ჩემი გადაადგილების მარშრუტიც იცოდნენ – სად მივდიოდ-მოვდიოდი, ტელეფონიც ისმინებოდა. ჩვეულებრივ გარემოში, ქუჩიდან ამიყვანეს. პირადად გოგა ონიანმა დამიჭირა დამხმარეებთან ერთად. ძალიან უხეშად მექცეოდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაიჭირეს კიდეც. რომ გიჭერდა, ადვოკატიც ეგ იყო, ზონდერიც და სასამართლოც. მაგან გამომიტანა განაჩენი: შენ ხომ არ გინდოდა კარგად ლაპარაკი და ახლა იქ ნახე შენო. მშვიდი ტონით ვუთხარი: კარგი, ვიჯდები-მეთქი. ჩემამდე ის დააპატიმრა, ვინც „ქართული ოცნების“ მაისურებს ბეჭდავდა და მე ვარიგებდი მის დაბეჭდილს. სტამბებს ჩამოუარეს. შავი მაისური ყველგან ამოიღეს და თუ გარისკავთ „ოცნების“ მაისურების დაბეჭდვას, დაგიჭერთო. იმ ერთმა გარისკა და დაიჭირეს კიდეც.
–  როგორ გექცეოდნენ დაპატიმრებულს, იყო ზეწოლა შენზე?
– ცნობადი სახე რომ ხარ, სხვანაირად გეპყრობიან.  მეუბნებოდნენ, შენ ცნობადი კი არ იქნები, იჯდები ციხეშიო. რთულია, როცა იცი, საყვარელ ადამიანებს უნდა დაემშვიდობო და მიდიხარ ციხეში. ამ ყველაფერთან ერთად სახელმწიფოს ღალატსაც რომ გაბრალებენ. ვინც იგებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავი დაპატიმრებული, ყველას ეშინოდა. ვინც არ იცოდა, ყველა ძალიან უხეშად მექცეოდა. მაშინ, ვისაც შეეძლო, ყველა ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას მაყენებდა.  იყო მუქარები. უნდოდათ, მე ცუდი რაღაცები მელაპარაკა. ჩემი გატეხა უნდოდათ მუქარით, წამორტყმით, ხელის მაგარი მოკიდებით. ისეთ ადგილებში გირტყამდნენ, სადაც არ ემჩნევა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ჩემთვის დარტყმას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. მე რომ გავტეხილიყავი, დღეს ძალიან ცუდი სახელი მექნებოდა. მაგას სიცოცხლის ფასადაც არ გავაკეთებდი. „კაპეზეზე“ ქამარს რომ გხსნიან, იქიდან უკვე სხვა ეტაპზე გადადიხარ. მერე ვიღაცებს მიგზავნიდნენ. იყო შემოგზავნები, მაშინებდნენ: რომ შეხვალ, თვალებში არ უნდა შეხედო ვიღაცებს, თორემ გცემენო, – ეს ყველაფერი გადახარშული გაქვს. სამი დღე და ორი ღამე მომიწია „კაპეზეზე“ ყოფნა და გირაოს სანაცვლოდ გამომიშვეს. მეგონა, შვიდი წელი გარეთ ვერ გავიდოდი, ყველაზე კარგ ვარიანტში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – ერთ წელში-მეთქი და ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. ადვოკატს შევუთვალე, წიგნები შემოეტანა, რომ იმ პერიოდში მესწავლა, რა სფეროც მაინტერესებდა.
– ბერა დაგიდგა გვერდში?
– ბერამ ძალიან ინერვიულა. ძალიან საყვარელი ბიჭია, ემოციური. ჩვენ ერთმანეთს სიტყვა მივეცით: თუ რამე დაგვემართა, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთო. ბერამ ბოლომდე იბრძოლა და დამეხმარა, ძალიან დიდი თანხები იყო გადასახდელი და მთლიანად გადაიხადა. მაშინ არ ვმუშაობდი და შეკვეთებიც არ მქონდა. ჯარიმები და ყველაფერი ბერამ გადამიხადა. ჩემი ჯიბიდან არ ყოფილა. ამას ვმალავდი, რადგან ბერას თხოვნა იყო, არ მეთქვა. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, 5 თვის მერე, კიდევ დავიწყე ბერასთან მუშაობა და რაც კი „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონცერტი თუ ორგანიზება, ყველაფერს მე ვაკეთებდი. ბევრი მიწინასწარმეტყველებდა, როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიგებს, შენ კულტურის მინისტრი გახდებიო. მე საერთოდ არ მქონია ეს გათვლა.  „ქართულმა ოცნებამ“ რომ მოიგო, მე ბერას ხელი ჩამოვართვი და წამოვედი. მე ჩემი საქმე მაქვს. მეგობრობა მეგობრობაა და თუ შენ იქიდან სარგებელი გინდა ნახო, ის უკვე მეგობრობა აღარ არის.
– ამბობენ, რომ ადამიანებს დაპატიმრების შემდეგ დამოკიდებულება ეცვლებათ ცხოვრების მიმართ. როგორ იყო შენს შემთხვევაში?
–  რომ იცი, მართალი ხარ და გიჭერენ, დიდი შინაგანი წნეხია. მე ძალიან გამიმართლა, რადგან საზოგადოება დამიდგა მხარში. რომ გამოვედი, ძალიან რთული პერიოდი მქონდა, იმ დონეზე რთული, რომ ფეხზე დადგომაც ძალიან გამიჭირდა.  მოდიოდნენ და მშიფრავდნენ – მე რა აზრზე ვიყავი. რაც მოჰქონდათ, ყველაფერი ნაგავში იყრებოდა, არც ვსინჯავდი. დამოკიდებულება შემეცვალა ცხოვრების მიმართ. მეგონა, ოჯახი წლები არ მყავდა ნანახი. მაშინ დავინახე, ვინ იყო ნამდვილი მეგობარი და არ შეეშინდა. ძალიან ბევრს შეეშინდა და ნახვამდისო... ბევრი მოდიოდა და ჩემს ოჯახს ეხმარებოდა ფინანსურად. ბევრად უფრო დასერიოზულებული გამოვედი, თითქოს ასაკი მომემატა. ასე მალე გამოშვებასაც არ ველოდი და ძლიერი სტრესი მქონდა.
– გოგა ონიანის სასამართლო პროცესებზე აქტიურად გიწევდა სიარული...
– გოგა ონიანის სასამართლო პროცესები ძალიან რთული პერიოდი იყო. ვინც კი იცნობდა, ყველა იქ იყო. მისი ნათესავები ყვიროდნენ, მწყევლიდნენ. ოთხი საათი მიმდინარეობდა ჩემი დაკითხვა. გოგაც იქ იყო. იმდენად ვერ შეიკავა თავი, რომ ყვირილი დაიწყო. მე ვფიქრობ, ოთხი წელი, ძალიან ცოტა მიუსაჯეს. დიდად არ მიყვარს მაგ ადამიანის ხსენება. რაც მიიღო, ეკუთვნის. მისი შვილები ძალიან მეცოდებიან.
– დღეს ისევ აგრძელებ შენს საქმიანობას?
– ვარ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი. ვუკრავ ქორწილებში, კორპორატიულებზე, გახსნებზე. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარ, ასევე, როგორც ქორწილების ორგანიზატორი. მაქვს საკუთარი ივენთ-კომპანია, ინვენტარი. შევედი ბაზარზე, ახალ პროდუქტებს ვნერგავ. მთავარია, რომ ვიცი, ადამიანს გართობა როგორ მოვუწყო და ვცდილობ, ყველა დამკვეთს იმაზე მეტი შევუსრულო, ვიდრე დავპირდი.
скачать dle 11.3