კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ აჩუქა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბობ ბიმონმა ვახტანგ ჭაბუკიანს უახლესი „კადილაკი“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანი მოსკოვის „დიდ თეატრთან“ ერთად ნიუ-იორკში იმყოფებოდა გასტროლებზე. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მისმა ცეკვამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამერიკელ მაყურებელს განსაკუთრებით მისი სასწაულებრივი პირუეტები მოეწონა. მთელი ამერიკული პრესა წერდა: ჭაბუკიანი საბჭოთა ბიმონიაო. ბობ ბიმონი იმ პერიოდში სიგრძეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი  გახლდათ. გაზეთების პუბლიკაციებიდან გამომდინარე, იმ დროს ჯერ კიდევ დამწყებ, ცნობილ ამერიკელ შოუმენს – ტედ ტერნერს დაებადა იდეა, რომ თავის შოუში ჭაბუკიანი და ბიმონი მიეწვია, შოუ მათზე დაედგა. მიწვევა ორივე მხარემ მიიღო და სტუდიაში, ჩაწერაზე მივიდნენ (მაშინ ტერნერი პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ არ დგამდა შოუებს – იწერდა, ამონტაჟებდა და ისე უშვებდა). შუა ჩაწერის დროს ტერნერმა ბატონ ვახტანგსა და ბობ ბიმონს ერთმანეთთან შეჯიბრება შესთავაზა ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში. ორივე დათანხმდა და ჰოი, სასწაული! უკვე ასაკში მყოფმა ჭაბუკიანმა მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენს ორი სანტიმეტრით აჯობა... ბიმონი უხერხულობაში ჩავარდა. ვახტანგ ჭაბუკიანთან მივიდა და ნახევარად ხუმრობით უთხრა:
– თუკი ტერნერს ამ ეპიზოდს ამოაჭრევინებთ და არავისთან იტყვით, რომ სიგრძეზე ხტომაში მომიგეთ, უახლეს „კადილაკს“ გაჩუქებო.
– თანახმა ვარ, – დაეთანხმა ბატონი ვახტანგი ბიმონს და ტერნერს დაჟინებით მოსთხოვა, ის ეპიზოდის ეთერში არ გაეშვა, სადაც მან ბიმონი ხტომაში დაჯაბნა.
მართლაც მეორე დღეს, ბიმონმა ვახტანგ ჭაბუკიანს შეპირებული „კადილაკის“ უახლესი მოდელი დაუყენა სასტუმროსთან.
„კადილაკის“ მიღება საბჭოთა მთავრობამ არ დაუშალა გენიალურ მოცეკვავეს. თუმცა, მანქანა საბჭოეთში არ ჩამოატანინეს. საბჭოთა საელჩოს ბალანსზე აიყვანეს და ამ ძვირფასი მანქანით საბჭოთა ელჩი დადიოდა.
ნიკა ლაშაურიскачать dle 11.3