კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ იძია შური 24 წლის ქართველმა გოგონამ მშობლების დახოცვის გამო

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.


                       
  სისხლიანი აფერა


1988 წელი იწურებოდა. საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ პიკს აღწევდა და უკვე მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა. მისი გამჩერებელი კი არავინ იყო, რადგან მუხრუჭები მომცვდარი ჰქონდა და ვერც ვერავინ შეძლებდა ამ კატასტროფული პროცესის შეჩერებას. გორბაჩოვისეულმა „გარდაქმნამ“ ყველა ჯურის ბოროტმოქმედი იატაკქვეშეთიდან გამოიყვანა და ისინი უკვე ნახევრად ლეგალურად შეუდგნენ „ჩალიჩს“. პრივატიზაციის პროცესმა კი, მსხვილი კალიბრის თაღლითებს დიდი ფულის შოვნის შანსი მისცა და ისინიც მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ რაც შეიძლება, მეტი „მწვანე კუპიურა“ (ამერიკული დოლარი) ჩაეჯიბათ. სახელმწიფო თითქმის უკონტროლოდ იძლეოდა სესხს ვალუტაში, რომელიც მსესხებელს ერთი ერთში უნდა დაებრუნებინა მანეთებში და სწორედ ამაში კეთდებოდა დიდი ფული. სქემა მარტივი იყო. მაგალითად, მავანმა ოქტომბერში ისესხა 100 ათასი დოლარი და ეს თანხა დეკემბერში, ანუ – ორი თვის მერე უნდა დაებრუნებინა მანეთებში. დეკემბერში მანეთის ინფლაცია ოქტომბერთან შედარებით ოცჯერ, ზოგ შემთხვევაში კი, ოცდაათჯერ იზრდებოდა. ანუ, მსესხებელს ასი ათასი მანეთის შეძენა სულ რაღაც 3-4 ათასი დოლარი უჯდებოდა და თანხას აბრუნებდა, სამაგიეროდ კი, მყარ ვალუტაში 95-96 ათასი დოლარის მოგება რჩებოდა. არსებობდა ფულის შოვნის მეორე, ძალიან მსხვილი სქემაც, რომელიც, იმავდროულად, სისხლიანიც იყო. ხდებოდა რომელიმე სახელმწიფო, მსხვილი საწარმოს პრივატიზაცია. შეიკვრებოდა ჯგუფი – ძირითადად, საწარმოს ხელმძღვანელობა და ეს საწარმო, თითქმის ყველა შემთხვევაში, დირექტორის სახელზე ფორმდებოდა. შემდეგ დირექტორი სახელმწიფოსგან იღებდა დიდ სესხს, რომელიც ვითომდა ამ საწარმოს მოდერნიზაციას უნდა მოხმარებოდა და თანდათან უნდა დაეფარა. შემდეგ, საწარმოს შეგნებულად აკოტრებდნენ, სესხი კი დასაფარი იყო. ამიტომ, საწარმოს, ძირითადად, უცხოელებზე ყიდდნენ, ვითომ სახელმწიფოსთვის სესხის დასაფარავად. სინამდვილეში კი, სესხისა და გაყიდული საწარმოს თანხებს ერთმანეთში შეკრული ჯგუფი ინაწილებდა. იურიდიული პირს კი, ანუ საწარმოს დირექტორს, ეს ჯგუფი კლავდა და თავად სუფთად, დიდი ფულით ამოდიოდნენ წყლიდან. შემდეგ ეს ჯგუფი „ნაღდ ქეშს“ (ძირითად ვალუტას) უკვე უცხოეთში, შემოსავლიან ბიზნესში აბანდებდა.

                                                                გამწყდარი ჯაჭვი
1989 წლის იანვარში, ურალის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს პრივატიზაცია განხორციელდა, რომელიც ფერადი ლითონების გადამუშავებით იყო დაკავებული. ქარხანა 36 წლის გოგი პაიჭაძეზე გადაფორმდა, რომელიც ამ ქარხნის დირექტორი გახლდათ. ამ მსხვილი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, დირექტორთან ერთად შედიოდნენ: დირექტორის მოადგილე ვანო ხასია, მთავარი ინჟინერი მერაბ კომლაძე, მთავარი ტექნოლოგი ჯემალ ბარძიმაშვილი და კონვეირის უფროსი კაკო ბოჯგუა. ჯგუფმა, როგორც ეს მაშინ იყო მიღებული, მსხვილი აფერა დაიწყო და „პრივატიზაციის საჭიროებისთვის“ ცენტრალური ბანკიდან 50 მილიონი დოლარი ისესხა (უფრო სწორად მსესხებლად გოგი პაიჭაძე გაფორმდა), რომელიც ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში, უნდა დაებრუნებინა. თუმცა, საწარმო სულ რაღაც სამ თვეში გაკოტრდა. საწარმოს ვალის დასაფარავად, ის აუქციონზე გამოიტანეს. პარალელურად კი, უშიშროებამ გამოძიება დაიწყო და „კაგებე“ მისი გაკოტრების მიზეზებს იძიებდა. გამოჩნდა ქარხნის მყიდველი ფრანგული კომპანია, რომელმაც ეს ქარხანა 60 მილიონ დოლარად შეიძინა და ფული კაიმანის კუნძულების ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე დასვა, რომელიც გოგი პაიჭაძეს ეკუთვნოდა. თავად პაიჭაძე იმ პერიოდში პრაღაში იმყოფებოდა, სადაც ცოლი და 10 წლის ერთადერთი ქალიშვილი – თეა ჰყავდა. წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, პაიჭაძეს გადარიცხული  ფული ქეშად პრაღაში უნდა აეღო. შემდეგ კი ხუთეულს ნაშოვნი თანხა თანაბრად უნდა გაეყო ერთმანეთში, რაც თითოეულზე 22-22 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის მერე კი, პაიჭაძე ცოლ-შვილთან ერთად, პრაღიდან ახალ ზელანდიაში გაემგზავრებოდა თავის წილ ფულთან ერთად, რადგან პრაღაში შეიძლება, „კაგებეს“ მოეხელთებინა, რომელიც „კუდზე აჯდა“.
ფულის გაყოფა პაიჭაძის მიერ ნაქირავებ, ორსართულიან ვილაში იყო დანიშნული 1989 წლის 10 აპრილს, რომელიც პრაღის გარეუბანში მდებარეობდა. თავად გოგი პაიჭაძე კი, ამის მერე ავტობუსით ჰამბურგში უნდა გამგზავრებულიყო ცოლ-შვილთან ერთად, იქიდან – საოკეანო ლაინერით ახალ ზელანდიაში. შუადღეზე ოთხეული ვილაში მივიდა. გოგიმ ორი უზარმაზარი ჩანთა გამოიტანა, სადაც 110 მილიონი დოლარი იდო, ასდოლარიანი კუპიურებით. მეორე ოთახში იმყოფებოდა მისი მეუღლე ელენე სალარიძე. 10 წლის თეა კი, ძიძას, ქართველ ქალბატონს – 37 წლის მაია გაგოშიძეს სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილი ქალაქში. ფულის გაყოფა რომ დაიწყო და პაიჭაძემ ჩანთები გახსნა, ვანო ხასიამ მაყუჩიანი პისტოლეტიდან კეფაში ესროლა მას. შემდეგ თითო ტყვია პაიჭაძეს დანარჩენებმაც დააყოლეს. იგივენაირად გამოასალმეს სიცოცხლეს გოგის მეუღლეც. შემდეგ ფულით სავსე ჩანთები აიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პრაღაში „კაგებეს“ საგამოძიებო ჯგუფიც ჩამოვიდა, თუმცა მათ მხოლოდ ორი დაცხრილული  გვამი დახვდათ იქ. ურალის გაკოტრებული ქარხნის საქმე ჰაერში ჩამოეკიდა...

                                                                     სასტიკი შურისძიება
დაობლებული თეა პაიჭაძე ძიძამ იშვილა. მას მერე, რაც ცოლ-ქმარი თბილისში დაკრძალეს, ფრანგზე გათხოვილმა მაია გაგოშიძემ თეა პარიზში წაიყვანა და როგორც შვილი, ისე ზრდიდა. თეამ კოლეჯი დაამთავრა, თუმცა, უმაღლესში აღარ გაუგრძელებია სწავლა და 2000 წელს, 21 წლის გოგონა საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ ჩაირიცხა, სადაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მკვლელთა ოთხეული კი სისხლიანი ფულით ევროპაში დარჩა. მათ მოილაპარაკეს და 110 მილიონი დოლარი ერთ-ერთი ცნობილი საავტომობილო ფირმის აქციებში დააბანდეს. ორ წელიწადში შემოსავალი გაუხუთმაგდათ. ფულის ნაწილი გამოიტანეს და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რესტორნების კერძო ბიზნესი დაიწყეს. თავად კი საფრანგეთში, ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასახლდნენ და ოთხი ფეშენებელური ვილა იყიდეს.
2003 წლის ივლისში ოთხეული ქალაქ ლიონში, ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში იყვნენ შეკრებილები და ვიპ-მეძავებთან ერთად ვახშმობდნენ. საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა, როდესაც რესტორანში კოხტად გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა შევიდა. მან ჯერ დარბაზი შეათვალიერა, შემდეგ ოთხეულის მაგიდას მიუახლოვდა და მამაკაცებს მზერა შეავლო. მერე უზარმაზარი პისტოლეტი ამოაცურა და ოთხივეს ორ-ორი ტყვია შუბლში დააჭედა. გოგონას გაქცევა არც უცდია. ის რესტორანშივე დააკავეს და ვინაობა რომ დაადგინეს, მკვლელი თეა პაიჭაძე აღმოჩნდა. შურისმაძიებელ გოგონას ფრანგულმა სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3