კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (123)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№9 რატომ უწოდებდნენ ქართველების სიძეს ინტრიგების დიდოსტატს, რატომ მოკლეს ის მონღოლებმა და ვის გადასცეს მის საკუთრებაში არსებული ქალაქი აწყური

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

1230-იან წლებში, ჯერ ჯალალედინის შემოსევის გამო, მერე კი, ჩვენს სამშობლოში მონღოლების გაბატონების შედეგად, ქართული სახელმწიფო დასუსტდა. ჩვენს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებს უტევდა რუმის სასულთნო. რუსუდან მეფემ გადაწყვიტა რუმის სულთნის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და პოლიტიკური ქორწინებით მოეგვარებინა პრობლემა.  
1236 წელს რუსუდან მეფის ასული, 12 წლის თამარი ცოლად მიათხოვეს რუმის სულთანს, ყიას ედ-დინ ქეი ხოსრვევ მეორეს („ყიასდინს“). სულთანს მანამდე სხვა ცოლებიც ჰყავდა. რუსუდან მეფემ დიდი მზითვი გაატანა ქალიშვილს. თამარს მზითებში მისცეს ქალაქი აწყურიც. აწყური დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ და დიდი შემოსავალი ჰქონდა. იმ დროიდან აწყურის შემოსავალი გურჯი ხათუნისა და მისი ქმრის იყო.  
მონღოლები არ დაკმაყოფილდნენ ჩვენი რეგიონის დაკავებით და გადაწყვიტეს მცირე აზიაც დაეპყროთ. 1243 წელს, ქოსე-დაღის ბრძოლაში, მონღოლებმა, ქართველების დახმარებით, დაამარცხეს ყიასდინი. სულთნის მხარესაც იბრძოდნენ ქართველები – დარდინ შარვაშიძე და ფარადავლა ახალციხელი, შალვა ახალციხელის ვაჟი. შესაძლოა, დარდინ შარვაშიძე და ფარადავლა ახალციხელი თავიანთი სამხედრო შენაერთებით იყვნენ სელჩუკების დასახმარებლად მისულნი, რათა ამგვარად დაესუსტებინათ დამპყრობელი მონღოლები და საქართველოსთვის თავისუფლება მოეპოვებინათ. რუმის სულთნის ჯარს დარდინ შარვაშიძე სარდლობდა. მონღოლებმა ტაქტიკური ხრიკებით მოახერხეს რუმის სულთნის მრავალრიცხოვანი ჯარის დამარცხება. შარვაშიძე ბრძოლაში დაიღუპა. ფარადავლა კი ყიასდინმა მოაკვლევინა, ქართველების ბოღმით, რადგან ქართველებს აბრალებდა თავის დამარცხებას. რუმის სასულთნო მონღოლთა ვასალი გახდა. სასულთნოს დასავლეთი ნაწილი დაუტოვეს სულთანს. აღმოსავლეთი კი მონღოლებმა თავის პირდაპირ მმართველობაში შეიყვანეს.
ქოსე-დაღის ბრძოლაში თავი გამოიჩინა სულთნის ვეზირის, მუჰაჯაბ ალ-დინ ალი ალ-დაილამის ვაჟმა, მუინ ალ-დინ სულეიმანმა. მუჰაჯაბ ვეზირი წარმოშობით ირანიდან ყოფილა. სულეიმანმა მიიღო კარგი განათლება. მამამისმა ის დაანიშნინა ჯერ ქალაქ თოქათის, მერე კი ქალაქ ერზინჯანის მმართველად. სულეიმანმა მოახერხა დაახლოება მონღოლებთან. მონღოლი ნოინის, ბიჩოს რეკომენდაციით, სულთანმა ის დანიშნა თავის მრჩევლად. სულეიმანს მეტსახელად შეარქვეს ფერვანა (ჩვენი ჟამთააღმწერლის მიხედვით „ფარმანა”), რაც ნიშნავს „სულთნის პირად დამხმარეს“. ის ითვლებოდა ინტრიგების დიდოსტატად.
1246 წელს ქართველთა სიძე – სულთანი ყიასდინი მოკლეს შეთქმულებმა. მისი ქვრივი გურჯი ხათუნი ცოლად მოიყვანა სულეიმანმა. მალე ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ. აწყური სულეიმან ფერვანას საკუთრებაში გადავიდა, როგორც მისი ცოლის მზითვი.
მონღოლებმა სასულთნოს სათავეში დაამტკიცეს სულთნის უფროსი ვაჟი – ქეი-ქავუს მეორე, ყიასდინის შვილი ბიზანტიელი ქალისგან, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრედ გამოცხადებული იყო უმცროსი ვაჟი – ქეი-ყუბადი, მაგრამ ის მხოლოდ 7 წლის გახლდათ. ძმები ერთმანეთს ებრძოდნენ და ამიტომ, მონღოლებმა, იკონიაში წესრიგის დამყარების მიზნით, სასულთნოს ტერიტორიის ნაწილები დაუმტკიცეს მის ძმებსაც: ქილიჩ-არსლან (ყილიჩ არსლან) მეოთხეს, ყიასდინის ძეს თურქი ქალისგან და ქეი-ყუბად მეორეს, ყიასდინის უმცროს ვაჟს გურჯი ხათუნისგან. თუმცა, დაპირისპირება გაგრძელდა. 1257 წელს გარდაიცვალა თამარის შვილი - ქეი-ყუბადი. ქეი-ქავუსმა კი დაკარგა ტახტი. საბოლოოდ, ტახტზე დარჩა ყილიჩ არსლანი.
ფერვანამ აიღო სინოპი და ამ ზღვისპირა ქალაქის გარშემო მყოფი თორმეტი ციხე-სიმაგრეც წაართვა ტრაპიზონის იმპერიას. ფერვანა დაეპატრონა აღებულ ტერიტორიას, რაც არ მოეწონა სულთანს, რადგან ვეზირის ძალაუფლება და გავლენა შეუზღუდავი ხდებოდა. ფერვანას მტრებს რომ მის წინააღმდეგ არ ემოქმედათ და სულთანი არ გამოყენებინათ, ფერვანამ თავისი მბრძანებელი დაახრჩობინა – ამბობენ, მონღოლების თანხმობითო. მონღოლებმა ტახტზე აიყვანეს ქილიჩ-არსლან მეოთხის მცირეწლოვანი ვაჟი ქეი-ხოსროვ მესამე. ეს მოხდა 1265 წელს. ახალი სულთანი მცირეწლოვანი იყო და ქვეყანას მართავდა ვეზირი მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანა.
1266 წელს საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობები დავით ულუსა და სარგის ჯაყელს შორის. დავით მეშვიდე ულუმ ტფილისში ჩამოსული სარგისი დაატყვევა. სარგისის მომხრე აზნაურები გაემგზავრნენ საილხანოში და ყაენ აბაღას აცნობეს ამის შესახებ. აბაღას მოსწონდა სარგისი და მეფეს მოსთხოვა გაეთავისუფლებინა სამცხის სპასალარი. მეფე დასთანხმდა. სამცხე გახდა საილხანოს ხასინჯუ, პირდაპირ დაემორჩილა ყაენს, ანუ, ფაქტობრივად, გავიდა საქართველოს იურისდიქციიდან.
1270 წლებიდან კვლავ დაიძაბა ურთიერთობები საილხანოსა და ეგვიპტელ მამლუქებს შორის. ფერვანა ორივე მხარეს უმტკიცებდა ერთგულებას, მონღოლებს ღიად, ეგვიპტელებს ფარულად. 1275 წელს ეგვიპტის სულთანი ბაიბარს პირველი, რომლის სრული სახელია: აზ-ზაჰირ ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი, ქართული წყაროებით ფუნდუყადარი, დიდი ჯარით შევიდა სირიაში. სირიის დიდი ნაწილი ეგვიპტის სამფლობელოდ ითვლებოდა. ბაიბარსს უნდოდა ელაშქრა ანატოლის ცენტრში. ფერვანამ ის გადაარწმუნა და ურჩია შეჭრილიყო კილიკიაში. ანატოლიის ცენტრი მისი ინტერესი იყო, იქ გახლდათ რუმის სასულთნო.
ბაიბარსის რეიდმა აღფრთოვანება გამოიწვია სელჩუკთა შორის, რომელთაც უნდოდათ მონღოლთა უღლის გადაგდება.
ფერვანა ფარულად დაუკავშირდა ეგვიპტის სულთან ბაიბარსს და შესთავაზა ერთიანი ძალებით ებრძოლათ მონღოლთა წინააღმდეგ, დაემარცხებინათ მონღოლები, განედევნათ მცირე აზიიდან. რუმის (იკონიის) სულთნის ტახტზე, ალბათ, ფერვანა ფიქრობდა ასვლას.
1277 წელს საილხანოს ყაენმა აბაღამ გადაწყვიტა, დაემარცხებინა ეგვიპტე. ამისთვის მან მოსთხოვა სულეიმან ფერვანას დახმარებოდა მონღოლთა ჯარს. აბაღამ არ იცოდა, რომ ფერვანა შეკრული იყო ფუნდუყადართან (ბაიბარსთან). უფრო სწორად, ფერვანა ორმაგ თამაშს თამაშობდა.
მონღოლთა ჯარში, როგორც იმ დროს ყოველთვის, ქართველებიც იყვნენ. სამცხის რაზმი ჰყავდა მონღოლთა დასახმარებლად წაყვანილი სარგის ჯაყელსაც.
1277 წლის 18 მარტს გაიმართა დიდი ბრძოლა ეგვიპტის ჯარსა და მონღოლებს შორის   ელბისტანში. მონღოლთა და ქართველთა ჯარი მოულოდნელად გადააწყდა ეგვიპტელი სულთნის ჯარს, რომელსაც ცნობები ჰქონდა. ბაიბარსმა მონღოლები და ქართველები დაამარცხა. მონღოლებმა და ქართველებმა, მიუხედავად ალყაში მოხვედრისა, უკან არ დაიხიეს. მონღოლთა და ქართველთა ჯარმა დიდი ზარალი ნახა ბრძოლაში. იმ ბრძოლაში 3 000 ქართველი მონაწილეობდა. მათგან დიდი ნაწილი შინ ვერ დაბრუნდა.
ფერვანას მზად ჰყავდა სელჩუკთა ჯარი. ორივე მხარე, როგორც ეგვიპტელები, ისე მონღოლები ელოდნენ მისგან დახმარებას. მაგრამ, ფერვანამ გადაუხვია და ჩრდილოეთისკენ, ქალაქ თოქათშში გაემგზავრა, ჭაბუკ სულთანთან ერთად. არცერთს არ მიეხმარა.
გამარჯვებული ბაიბარსი ტრიუმფით შევიდა კესარიაში (კაისერში), რუმის მეორე დედაქალაქში, 23 აპრილს. მაგრამ, მერე მიბრუნდა სირიისკენ. მისი ჯარის მარცხენა ფრთამ დიდი ზარალი ნახა და ბაიბარსი წუხდა ამაზე. ეგვიპტელებმა დატოვეს რუმის ტერიტორია. ამასობაში აბაღას აცნობეს მისი ჯარის დამარცხების შესახებ და ის ახალი ჯარით პირადად გამოემართა ანატოლიისკენ. იკონიაში შესულმა მონღოლებმა ყაენის ბრძანებით, სასტიკად დასაჯეს სელჩუკები – ათასობით ადამიანი დახოცეს. ფერვანა დააპატიმრეს და აბაღა ყაენს მიჰგვარეს. ჩვენი ჟამთააღმწერელი წერს, რომ აბაღა არ იყო დარწმუნებული ფერვანას ღალატში და ჭოჭმანობდა, მაგრამ ნოინებმა მოკლეს ფერვანაო. გურჯი ხათუნის, თამარის მეორე ქმარი სიკვდილით დასაჯეს, 1277 წლის 2 აგვისტოს.
აწყური ყაენმა გადასცა სარგის ჯაყელს და მის ძეს, ბექას. ასე დაუბრუნდა აწყურის შემოსავალი ქართულ ეკონომიკას, მართალია, ჯერ მხოლოდ სამცხისას, ჯაყელებისას, მაგრამ მაინც. მალე აწყურის ტაძარში, სადაც აწყურის ღვთისმშობლის ხატი ესვენა, სასწაული მოხდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
скачать dle 11.3