კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: რა საჭიროა სახეზე ბრონზერისა და გამაღიავებლის გამოყენება და როგორ უნდა შევარჩიო ის სწორად?
პასუხი:
ბრონზერი გამოიყენება ბუნებრივი ბრწყინვალების ან სახის დათხელების მიზნით. ბრონზერის მცირე ოდენობა დიდი ზომის ფუნჯით გადაისვით ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად ხვდება: შუბლი, ღაწვები, ცხვირი და გვერდები. თუ სახის „დათხელება“ გინდათ, მაშინ გადაისვით ლოყებსა და ყბის ქვეშ, საფეთქლებთან და ცხვირის გვერდებზე. გამღიავებელი ბრონზერი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდებათ. გამღიავებელი მცირე ოდენობით წაისვით ძგიდესა და წარბის ქვეშ, სადაც წარბის ფორმა მრგვალდება და კარგად გადაინაწილეთ, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს. ზოგადად, ბრონზერი ამუქებს და მინიმუმამდე დაჰყავს სახის კონტურები, გამღიავებლით კი, ხაზს უსვამთ და აღიავებთ სახის რამდენიმე ადგილს. სხვადასხვა სახის ფორმას, სხვადასხვანაირად სჭირდება ამის გამოყენება.
კითხვა: თითქმის ყოველდღიურად ვისწორებ თმას სახლის პირობებში. ვგრძნობ, რომ თმის სტრუქტურა გაფუჭდა. როგორ გავისწრო ისე, რომ თმა არ დამიზიანდეს?
პასუხი:
ხშირი გასწორებებისას თმა  ზიანდება, ხდება უსიცოცხლო და მტვრევადი. თმის სიპრიალე და სიჯანსაღე პირდაპირაა დამოკიდებული მის მოვლაზე. თმა აფუებული, დატეხილი, სინოტივის უკმარისობის გამო ხდება. ამიტომ, თმის ყოველი დაბანის შემდეგ, გამოიყენეთ დამატენიანებელი კონდიციონერი. კვირაში 2-ჯერ კი, გაიკეთეთ თმის ინტენსიური მკვებავი ნიღაბი. თმის გასასწორებლად მაღალი ტემპერატურაა საჭირო, მაგრამ ძლიერი და ხშირი გადახურების გამო თმა შრება და უსიცოცხლო ხდება. ამიტომ, შეიძინეთ ფენი ან უთო თერმორეგულატორით და კერამიკული ზედაპირით. ასე, თავიდან აიცილებთ თმის დაწვას. გასწორება ყოველთვის კარგად გამშრალ თმაზე დაიწყეთ. სველი თმის გასწორებისას, დიდი შანსია, ის დაიზიანოთ. იყიდება უამრავი სპრეი და ქაფი, თმის გარსს რომ იცავს მექანიკური დაზიანებისგან. დავარცხნამდე აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება. ამით, ვარცხნილობასაც დაიფიქსირებთ. გასწორების დაწყებამდე, გაინაწილეთ თმა რამდენიმე სეგმენტად. აიღეთ თხელი ნაწილი. ასე, ბევრად კარგ შედეგს მიიღებთ. ყოველი ხმარების შემდეგ, გულმოდგინედ გაწმინდეთ თმის უთოს პლატინები.

скачать dle 11.3