კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 სტერეოტიპებს არ ეთანხმებიან

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ქალებმა ან შეიძლება, ვინმე სხვამ, უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად, ყველაზე გავრცელებულია:  „მამაკაცებმა არ უნდა იტირონ“, „ყველა კაცი ერთნაირია“. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, როცა უამრავ გაუგებრობას ქმნის ქალსა და მამაკაცს შორის.
მოდი განვმარტოთ ზოგიერთი სტერეოტიპი – „გზა მამაკაცის  გულისკენ  მის კუჭზე გადის“. შესაძლოა, ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი,  იოლად გადის ფონს შაურმების, სოსისების, პელმენებისა და თუნდაც, რესტორნების ხარჯზე, ამიტომ საეჭვოა მხოლოდ ქალის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს.  მისთვის მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ, უბრალოდ, კვერცხს შეუწვავთ, მაგრამ სიყვარულით, ბედნიერი იქნება. არ არის აუცილებელი, მთელი დღე სამზარეულოში ტრიალი იმისთვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. მამაკაცის გულისკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის.
 „ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისგან უნდა მოდიოდეს“ – ბევრ მამაკაცში ჯერ ისევ ბავშვური კომპლექსები და შიშებია ჩაბუდებული. ალბათ, ყველა ქალს ახსოვს სკოლის პერიოდი: როგორ იქცევიან პატარა ბიჭები, თუ გოგონა მოსწონდათ. იმის მაგივრად, რომ საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკათ, თმებს ქაჩავდნენ და აწვალებდნენ. ზრდასრულ ასაკშიც, ბევრი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი შინაგანად დაკომპლექსებულ ბიჭად რჩება. თმას აღარ მოგქაჩავენ, მაგრამ ენა აუცილებლად დაებმებათ, გაწითლდებიან, ფერს დაკარგავენ. ამიტომ, ცოტაოდენი სითამამე მაინც უნდა გამოავლინოს ქალმა. მაგრამ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება, დაფრთხეს კიდეც.
მამაკაცები ქალებზე ხშირად აიდეალებენ სიყვარულს: მამაკაცთა 90 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა შეიძლება, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ქალები კი ამ საკითხში ბევრად უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ – სამუდამო სიყვარულის მხოლოდ 75-80 პროცენტს სჯერა.
განშორება მამაკაცის გრძნობებს უფრო ახელებს, ხოლო ქალისას – აცივებს. ქალებში უფრო ხშირია სიყვარული-მეგობრობა: მშვიდი, თბილი. მამაკაცებში კი სიყვარული ვნებაა, რაც წარმოუდგენელია, საყვარელ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე.
გამოკითხვების მიხედვით, ქალური სილამაზე კაცის ცნობიერებაში სადღაც მესამე ადგილს იკავებს, პირველსა და მეორე ადგილს კი, სექსუალურობა და მომხიბვლელობა ინაწილებენ. ძვირფასო ქალებო,  გახდით უფრო გახსნილი და უშუალო, მხიარული და „ცელქი“-ხუმარა. მაშინ თქვენი რჩეული არავისში გაგცვლით!
* დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: უმჯობესია, რაღაც ბოლომდე არ თქვათ, ვიდრე ზედმეტი ილაპარაკოთ!
სქესის ყოველი წარმომადგენელი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. აუცილებელიც კია, ზოგჯერ  „დედის“ როლი ითამაშოთ. თუ ამ ყველაფერს ხშირი ხასიათი არ ექნება, თქვენი ურთიერთობა ამისგან მხოლოდ მოიგებს.
თუ ცხოვრებაში ერთი-ორი ეგოისტი და მექალთანე შეგხვდათ, ეს სულაც არ ნიშნავს,  რომ ყველა კაცი ერთნაირია და ყველა ერთ კონტექსტში უნდა მოიხსენიოთ.  მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან. კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი, კამათი, უფრო ძნელად გადააქვთ, ვიდრე ქალებს.

კაცები... კაცები...

ამბობენ, რომ  რეალურად, კაცებისთვის ქალის გარეგნობა მთავარი არ არის. მათ მოწესრიგებული და ინტელექტუალური სუსტი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად ხიბლავთ.
სამაგიეროდ,  ისინი ვერ იტანენ, როცა მათი რჩეული სხვას ეპრანჭება.
 ფაქტია, რომ მამაკაცს შეიძლება, მოსწონდე ერთი წუთით, მეორე წუთს კი,  ვეღარც გაგიხსენოს.
 როდესაც კაცი გეუბნება, რომ შენი არ ესმის, არ ხუმრობს – ეს მართლაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებულად აზროვნებთ.
„რას შვრები? როგორ ხარ?“ – ხშირად მათ მიერ დასმული პირველი კითხვაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის მოსახსნელად სჭირდებათ.
კაცები  გიჟდებიან საყვარელი გოგონას ღიმილზე და  ყველაფერზე წავლენ, ოღონდაც „მისი“ ყურადღება დაიმსახურონ.
ვერცერთი კაცი ვერ იტანს, როცა მისი რჩეული ყოფილ შეყვარებულზე ლაპარაკობს.
კაცებიც ჩვეულებრივად ტირიან! მაგრამ  მათ არ შეუძლიათ ბევრი ოცნება.
გახსოვდეთ,  კაცი ყოველთვის ცდილობს, მოიპოვოს იმ ქალის გული, ვინც არაფრად ჩააგდო.
მამაკაცების უმრავლესობას  ძალიან უყვარს დედა.
უნდა იცოდეთ, რომ  თუ  კაცი თავის პრობლემაზე გიყვებათ, ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება ადამიანი, ვინც მოუსმენს.
აქედან ლოგიკა – უბრალოდ, მოუსმინე შენს საყვარელ მამაკაცს და თავი შეიკავე ზედმეტი რჩევებისგან! მაშინ მას ყოველთვის ეყვარები...
შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ კაცების უმეტესობას ურჩევნია, ქალს ტვინი ჰქონდეს, ვიდრე – მხოლოდ გრძელი ფეხები.
ზოგჯერ კაცისთვის შეიძლება, ბევრად რთული აღმოჩნდეს განშორება, ვიდრე – ქალისთვის.
კაცებს ხშირად აქვთ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვიდრე გოგონებს.  ამიტომ, თუ სერიოზული ტონით იწყებს ლაპარაკს, მთელი სერიოზულობით მოუსმინეთ.
კაცს ხშირად მოსწონს ქალი, რომელიც მის დედას  ჰგავს.
ძმაკაცებმა ერთმანეთის შესახებ გაცილებით მეტი იციან, ვიდრე დაქალებმა!
ამბობენ, რომ  კაცს ბევრად ძლიერი სიყვარული შეუძლია, ვიდრე ქალს.
თუ რაღაც შეეშლება (მაგალითად, გიღალატებთ), კაცს  აუცილებლად მიეცით მეორე შანსი, მაგრამ მესამეზე აღარც იფიქროთ!
კაცი შეიძლება, თქვენ შესახებ იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ!скачать dle 11.3