კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ არიან დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობითა და მთლიანობით და რატომ ურჩევნია რუსეთის მოქალაქეს კომფორტულ ცხოვრებას სხვების მიწების დაპყრობა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

შშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, მთავარ საფრთხედ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი მიიჩნევს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ აშშ-ის საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გაგრძელებას. ანგარიშში სიტყვასიტყვით ვკითხულობთ: „რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, რუსეთის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედიისა და ინკოგნიტო ონლაინ პირების საშუალებით, გააგრძელებენ ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ანტიამერიკული პოლიტიკური ხედვების სტიმულირებისთვის. მოსკოვი ცდილობს, შექმნას ხელის შემშლელი მექანიზმი, რომელიც შეამცირებს ნდობასა და რწმენას დემოკრატიული პროცესების მიმართ, გააუარესებს დემოკრატიზაციის ძალისხმევას, დაასუსტებს აშშ-ის პარტნიორობას ევროპელ მოკავშირეებთან, ძირს გამოუთხრის დასავლეთის სანქციებს, წაახალისებს ანტიამერიკულ პოლიტიკურ ხედვებს… რუსეთი კვლავაც შეეცდება, სულ მცირე, გამოიყენოს პროპაგანდა, სოციალური მედია, გამოგონილი პერსონები, რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი სპიკერები და ზეგავლენის სხვა საშუალებები, რათა გააღრმავოს სოციალური და პოლიტიკური უთანხმოება შეერთებულ შტატებში“.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის პროგნოზი მართლაც გულისმომკვლელია, განსაკუთრებით, ჩვენთვის, ვინაიდან, თუკი ისინი ასე უფრთხიან რუსეთის ანტიდემოკრატიულსა და ანტიამერიკულ საქმიანობას თავიანთი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი საქმე უფრო რთულად ყოფილა. თუმცა, მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთის ასეთი ქრისტეს ფეხის მკვნეტელის  ამპლუაში წარმოჩენა სხვა მიზანსაც ემსახურებოდეს, თუ რას, ამის გარკვევას აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით.

– ნამდვილად ასეთი ქრისტეს ფეხის მკვნეტელია ვლადიმირ პუტინი და აშშ-ს ადგამს რუსეთის პროპაგანდის უღელს, თუ როგორ შეიძლება, აღვიქვათ სადაზვერვო სამსახურის მიერ დარისხებული განგაშის ზარები?
– რა თქმა უნდა, ქრისტეს ფეხის მკვნეტელია ამხანაგი პუტინი და, როგორც თვითონ ამბობენ, ყოფილი „კაგებეშნიკი“ არ არსებობს. მას დიდი სკოლა აქვს გავლილი, რომლის მიზანიც სწორედ ეს იყო. მაგრამ ამერიკელებს სჩვევიათ და ამაში არის ერთგვარი პოლიტიკური გამჭრიახობა, უფრო ადრე განგაშის ატეხა, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვანია პრობლემა. ჩემს ბავშვობაში იაპონიის ეკონომიკამ ძალიან წამოიწია და ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს წუთი წუთზე გადაასწრებდა მათ იაპონია. ეს სჭირდებოდათ შიდა განწყობებისთვის, რომ თავიანთი ეკონომიკა გადაეხალისებინათ. ცოტა ხნით ჩინეთზეც იყო მსგავსი ისტერიკა. ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს მათ ელიტებს როგორც პოლიტიკურს, ისე ფინანსურსა და სამხედროს. ამდენად, მგონია, დღესაც ეს უფროა, ვიდრე ის, რომ რუსეთი თავისი გავლენით მოიცავს ამერიკასა და მთელ მსოფლიოს. ამის ძალა რუსეთს არ აქვს. საბჭოეთს შეეძლო და ისიც ამას ჯაშუშების ქსელით ახორციელებდა. მაგრამ, ეს ამბავი დამთავრდა და ამის რესურსი დღევანდელ რუსეთში გამეათედებულია. ოც პროცენტამდე ადიოდა საბჭოთა ეკონომიკის წილი მსიფლიო ეკონომიკაში, როდესაც ამერიკის 50 პროცეტი იყო. დღეს რუსეთის ეკონომიკის წილი ორი პროცენტი ძლივსაა. აი, აქედან უნდა ამოვიდეთ, რადგან ამაზეა დამყარებული პოლიტიკური შესაძლებლობები. თუმცა რუსეთი, როგორც საბჭოეთი თავის დროზე, თავისი შესაძლებლობების პროპორციულად, სამხედრო საქმეზე, დაზვერვასა და ასე შემდეგ ხარჯავს გაცილებით მეტს. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს პრევენციაა აშშ-ის მხრიდან და სწორადაც იქცევიან. ამას წინათ სირიაში რუსებს რამდენიმე ასეული ადამიანი დაუხოცეს, მაგრამ რუსებმა ხელი დაიბანეს, ვინ არიან, არ ვიცითო. ისინი, როგორც კი სილას გაარტყამენ, იმ წუთშივე თავის ადგილას დგებიან.
– სირიის ინციდენტში ერთი მომენტი მენიშნა. მართალია, რუსეთის საგარეო უწყებამ თქვა, რომ დაღუპული რუსები არ ირიცხებოდნენ რუსეთის ოფიციალურ შენაერთებშიო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იყვნენ რუსეთის მოქალაქეები. ჩვენ კი გვახსოვს რუსეთის სამხედრო დოქტრინაც, რომ თავის მოქალაქეებს იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ისიც, რომ 2008 წელს ომი დაგვიწყო თავისი მოქალაქეების დაცვის მოტივით. უცნაური შერჩევითობაა, ანუ სცემს მას, ვისი ცემის ძალაც აქვს.
– ასეა ეს და ვფიქრობ, ჩვენი გამოსავალიც ის არის, რაზეც ახლა ლაპარაკია, რომ შესაძლოა, ვაზიანში მუდმივმოქმედი სამხედრო  ბაზა გაიხსნას. რუსებს თავის დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვეუბნებოდი, ეს არის ნორმალური მოვლენა. მოიკრიბეთ გონება და მოგვექეცით წესიერად. თუ ასე მოიქცევით, წმიდა ადგილი ცარიელი არ რჩება, ჩაგანაცვლებთ სხვა, თუ არადა ვიქნებით ჩვენთვის და თქვენი მეგობრები-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აღმოჩნდნენ ამერიკის ქოლგის ქვეშ. დღეს შედარებით თავისუფალი მდგომარეობა აქვთ მსოფლიოში აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთსა და ნაწილობრივ ინდოეთს. რუსეთის მოსახლეობა, მართალია, განახევრდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ ტერიტორია დიდი აქვთ და ატომური იარაღიც, რაც კარგა ხანს იქნება ფაქტორი. შტატებს, ინდოეთსა და ჩინეთს კი, არანორმალური რესურსები აქვთ. სხვა ყველა ეძებს მოკავშირეს, ზოგი –  მფარველს. ამერიკა იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ უფრო მოკავშირეობა გამოვა. სხვათა შორის, რომის ამბავს ჰგავს. კავკასიაში რომაელების სამი წარწერაა შემონახული: ბაქოს სიახლოვეს, ერევანში და მცხეთაში. პირველი ორი წარწერა არის მუქარანარევი, ყველა უნდა დამემორჩილოთო. ჩვენთან კი გვახსოვს, ხომ, როგორი წარწერაა ვესპასიანესი?! ის წერს, რომ მე, ვესპასიანემ, მითითებულია მისი ტიტულები, იბერთა მეფეს, მითრიდატეს მეფე ფარსმანისა და იამაზასპუჰის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, და ხალხს ეს კედლები გავუმაგრე. ლაპარაკია არმაზის ციხის გამაგრებაზე. აი, ასეთი მოწიწებული პატივისცემით აღსავსე წარწერა გახლავთ მცხეთაში ქრისტეს აქეთ წელთაღრიცხვის 75 წლის პერიოდის. ამ სამი წარწერის შედარებით შეგვიძლია, ადვილად წარმოვიდგინოთ, მაშინ როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები. გავიხსენოთ, რომ ლაპარაკია აღმოსავლეთ საქართველოზე, რომელიც მაშინდელ სომხეთზე 5-6-ჯერ მცირე ზომის იყო. ასე რომ, დღეს აშშ ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც მაშინ რომი იყო, იმდროინდელი საკომუნიკაციო საშუალებების გათვალისწინებით. ამდენად, ასეთი ურთიერთობა სამოკავშირეო თუ იქნება და ეს დამოკიდებულება გამოჩნდა კიდეც. მანამდე როგორ იყო?! გვაყვედრიდნენ, რადგან თქვენ ასე გინდათ „ნატოში“ შემოსვლა, კარი ღიააო.
– ტონალობა აშკარად შეცვლილია.
– შემოთავაზება აქვს სამპუნქტიანი: ჩვენი ერთგული მოკავშირეები არიან, გვჭირდება მათი ტერიტორია და, საერთოდაც, დასავლური მიმართულების ნაციააო. პირველად ითქვა, რომ ვჭირდებით, მანამდე გვამადლიდნენ, თქვენ გინდათო. საქმე მიდის აქეთკენ, მაგრამ აშკარად დაჩქარდა. სააკაშვილის დროს არავინ აჩქარებდა პროცესს, რადგან გადარეულთან არავის უნდა საქმის დაჭერა, თუ ვინმემ დაუშავა, სწორედ მან დაუშავა ყველაზე მეტად „ნატო“-საქართველოს ურთიერთობას. მათაც იცოდნენ, მაგრამ ასე სჭირდებოდათ, მათ არ ეჩქარებათ. ეს ჩვენ გვეჩქარება ამ გაჭირვებიდან ამოსვლა, თორემ ვინც შორეულ მომავალზე თვლის, ის არ ჩქარობს. მათი პრევენცია ჩვენთვისაც ხელსაყრელია, იმიტომ რომ, ერთ ხანს წაუყრუეს, მოდუნდნენ და შედეგიც მივიღეთ ამის. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ელცინისდროინდელი რუსეთი გართხმული იყო, მეკითხებოდნენ, როგორ ფიქრობთ, აღდგება რუსეთიო. თქვენ აღადგენთ-მეთქი. მეც მაღიზიანებს რუსული სახელმწიფო, მაგრამ მათ, ასეა თუ ისე, აღორძინების უნარი აქვთ, იმიტომ რომ, დიდი იმპერია იყო და ამით გამსჭვალულია თითოეული მათი ბოგანოც კი. არ უნდა კომფორტი ევროპელივით, მშიერ-მწყურვალი, გაუპარსავი და დაუბანელ-ჩაუცმელი იქნება, ოღონდ დაპყრობილი უნდა ჰქონდეს, თუნდაც, სრულიად უაზრო და უნაყოფო მიწები.
– ამ ვითომ რუსეთის ძლევამოსილი გავლენის აღიარებით, ხომ არ ეთამაშებიან ამერიკელები რუსებს? და, მეორე მხრივ, როგორ მოქმედებს თავად აშშ-ის იმიჯზე, როდესაც იმასაც კი ამბობენ, არათუ საპრეზიდენტოში ჩაერია რუსეთი: საფრთხეა, კონგრესის არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა?
– ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, ძლიერს არ ეშინია და არც რცხვენია არათუ აღიარების, არამედ რაღაც პრობლემის გადაჭარბებულად წარმოჩენისაც კი. სულ მიკვირდა საბჭოთა დროს, რატომ ბეჭდავდნენ ამერიკელები ყველაფერს, მაშინ, როდესაც საბჭოეთი იმასაც კი მალავდა, პური რამდენად ცხვებოდა და რუკებს ამახინჯებდნენ კოსმოსურ ეპოქაში, მტერი ვერ მიხვდესო. ამერიკელები გახსნილები არიან და ეს დადებითად მოქმედებს მათ საზოგადოებაზე. აი, ამაზე დგანან და ამით დაამარცხეს საბჭოეთი, აბა, ხომ არ უომიათ?! ამდენად, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, თუმცა ერთ ხანს მეც გამაღიზიანა ტრამპის ჯინაზე ულტრალიბერალების გამოსვლებმა. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ აქაც კი ებრძვიან ერთმანეთს. „ენ დი აის“ ხელმძღვანელი  გამოვიდა და თქვა, ტრამპმა არც კი იცის, საქართველო სად არისო, ოღონდ ტრამპი მოეხსენიებინა უარყოფით კონტექსტში. არადა, თუ ვინმემ იცის, ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი ჩამოსულიც იყო და სასტუმროს აშენებასაც გეგმავდა აქ. საპრეზიდენტო კამპანიის გამო შეაჩერა ეს ჩვენთან და ბრაზილიაში. წინათ დაპირისპირება არ გამოჰქონდათ გარეთ, ახლა ვითარება შეიცვალა. არსადაა ისეთი პოლიტიკური დაპირისპირება, როგორც შტატებში, მაგრამ არ აჩვენებდნენ სხვებს. 1991 წელს შტატებში ყოფნისას, ერთ-ერთი „რესპუბლიკელი“ კონგრესის დარბაზს მათვალიერებინებდა და მითხრა: აქეთ სხედან „დემოკრატებიო“. ველი, რომ მეტყოდა, აქეთ „რესპუბლიკელებიო“, მაგრამ მითხრა, აქეთ ამერიკელებიო. ჩვენთან უკვე შინაურულად არიან, გვენდობიან და ეს დაპირისპირება გამოიტანეს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ცუდი ტონია.
– აქცენტი, რომ რუსეთი ახდენს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას, რას მიანიშნებს?
– თუ ვინმემ მოახდინა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია, ეს სწორედ მათმა მხარდამჭერებმა. მათ გააჩაღეს კამპანია, რომ, თუ ჰომოსექსუალები არ გავხდებოდით ყველანი და საკუთარ დებსა და ბიძაშვილებს არ შევირთავდით ცოლად, არაფერი გეშველებოდა. მეშლება რამე?!
– ერთნაირსქესიანთა ქორწინების ექსპორტიორი უნდა გახდეს აშშ-ო, დაძალებას ჰგავდა.
– არადა ბაიდენი თავის დროზე ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ობამას კი დარდი არ ჰქონდა არაფრის, გახარებული იყო იმით, რომ პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი გახდა. ეს იმ ქვეყნის პლუსია, მაგრამ დიდად ვერაფრით უშველა. თუმცა ეს მათი პრობლემაა, ოღონდ ჩვენიც, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მოკავშირეები არიან. ყველაზე დიდი წვლილი დასავლეთის დისკრედიტაციაში მათ შეიტანეს, თორემ მე დიდად ვერ ვხედავ აქ რუსულ პროპაგანდას. პირიქით, დიდი ამბავი ხდება ტურიზმით. რუსი ტურისტები ჩამოდიან და უკვე ხვდებიან, რომ ცალკე, სხვა ქვეყანა ვართ და შეეგუენ ამას. თან, ხედავენ, რომ ეს არის კარგი ქვეყანა და ხალხი მეგობრულადაა განწყობილი. ეს კომბინაცია კი მალე მოიტანს შედეგს მათთან ურთიერთობაში და იმავე, ჩვენი ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტაში. უნებლიეთ დაძრა ეს პროცესი თავის დროზე იმ გადარეულმა სააკაშვილმა.
– იჯერებს პუტინი, რომ ასეთი ყოვლისშემძლეა და გავლენიანი?
– ვატყობ, ხანდახან ისე იბრიქება, რომ იჯერებს, მაგრამ ფაქტია, ჩაითრიეს ისევ გამალებულ შეიარაღებაში, თორემ სირიაში ვითომ რა ჯანდაბა გააკეთა?! რას მიაღწია? ვისზე გაიმარჯვა? სად არის ეს მოწინააღმდეგე, კაცმა არ იცის. ათი წლის შემდეგ, როგორც საბჭოეთს არ დარჩა სამხედრო ბაზები არსად, ისე აღარ დარჩებათ რუსებს. ამაო რამეებზე იხარჯებიან. იარაღს აუმჯობესებენ, არადა, თუ მაინც ატომური ბომბის სროლას აპირებენ, მაშინ ამ ჩვეულებრივ იარაღს რა თავში იხლიან, იმ ბომბს ვერ ისვრიან პირდაპირ?! მაგრამ ვერ ისვრიან. ერთმა ისროლა ატომური ბომბი და ისევ ის ისვრის, თუ დასჭირდა და ეს ყველამ იცის. თუმცა ერთი დამსახურება პუტინსაც აქვს: რუსეთში გაიზარდა საშუალო ფენის ოდენობა, რაც მანამდე არასდროს ყოფილა და მეორე თაობაში ეს იმუშავებს. ეს ადამიანები მოითხოვენ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანას. ჩვენც ასე, თანმიმდევრულად უნდა გავყვეთ პროცესებს, ყველაფერი საფიქრალი და განსახილველია, ყველაფერს მოეძებნება პასუხი და საპასუხო მოქმედება. ჩვენი მდებარეობაა ისეთი, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამაწონასწორებელი ძალაა დაინტერესებული ჩვენი დამოუკიდებელი არსებობითა და ტერიტორიული მთლიანობითაც. მალე ამის განხორციელებას შეუდგებიან. ეს კი დაემთხვევა თვითონ რუსეთში მიმდინარე პროცესებს. თუ ვინმეს ეჩქარება, უნდა ვუთხრა, რომ უცებ არაფერი ხდება. დავითისნაირი კაცი, რომელიც უცებ, თავის ეპოქაში გააკეთებს საქმეს, არ ჩანს. მაგრამ ხალხს ისიც ავიწყდება, რამდენ ხანს იმეფა დავითმა –  36 წელი, თუმცა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს, ოღონდ მთავრობა გვყავს ისეთი, რომ უხარია ვიზალიბერალიზაცია, ბევრი ხალხი რომ გადის, იმიტომ რომ, სარჩენი ცოტა რჩება. დემოგრაფიულ კატასტროფაზე კრინტსაც არ ძრავს. „ნაციონალებს“ ხომ არ აინტერესებთ და ესენიც არაფერს ამბობან. ორი პრობლემა გვაქვს ჩვენ: დემოგრაფია და ქვეყნიდან გამსვლელები. გასვლაც დემოგრაფიული კატასტროფაა. ამათ კი უხარიათ, ცოტა გვრჩება მოსავლელიო. ერთი ისაა კარგი, რომ გარეთ არაფერს აშავებენ იმით, რომ არაფერს აკეთებენ.
– არაფერს რომ არ აკეთებენ იმითაა კარგი, რომ, როგორც ტერიტორია ვართ საინტერესო და თუ არ გავაფუჭებთ რამეს ჩარევით, იქნებ ფონს გავიდეთ.
– ამათგან ბევრს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ესეც დავუფასოთ, რაც მათი ჩრდილოვანი მმართველის დამსახურებაა.

скачать dle 11.3