კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№9 გასკვანჩულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ რუსული დიპლომატიის კოკაინური ხიბლი 

სანამ სახელდობრ ჩვენ იმაზე ვჭმუნავთ, როდის გვეღირსება (ჩვენ რა – „თეთრ ხმაურს“ ეღირსება) ყველა ტიპის ნარკოტიკის უსაფრთხოდ და თავისუფლად მოხმარება, ხოლო ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა (პირი ქვისკენ, ანუ „გირჩისკენ“ მიქნია), საერთოდაც, ნარკოტიკების ბიზენსის აწყობას სთავაზობს სახელმწიფოს (ნარკოტიკის გასაღებით შემოსული ფულით ბიუჯეტსაც შევავსებთ და ჩვენი პენსიონერებიც გაილაღებენ სიბერეში, ისეთ უხვნულებიან პენსიებს დავუნიშნავთო), რუსეთის საელჩოს თანამშრომლები არგენტინაში, არც მეტი, არც ნაკლები, ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს.
სახელდობრ, ისინი არგენტინელ ნარკოდილერებთან იყვნენ შეკრულნი და ეხმარებოდნენ ნარკოტიკის ევროპაში ექსპორტში, რის შემდეგაც, ცხადია, ტკბილად ინაწილებდნენ ნარკომაფიასთან ერთად, არა ნაკლებ ტკბილ ნარკოტიკულ ლუკმას.
თქვენ წარმოიდგინეთ, დიპლომატიურ უწყებაში, არც მეტი, არც ნაკლები, 389 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩენიათ.
ჯერჯერობით მთავარ რუსულ დიპლომატიურ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჰოდა, თუ გავიხსენებთ, რომ დოპინგური სკანდალის გამო, რუსეთის სპორტული დელეგაცია ოფიციალურად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არც კი დაუშვეს, არგენტინაში კი რუსი დიპლომატები, თურმე, საერთოდაც, კოკაინით ვაჭრობდნენ, იქნებ ერთგვარი გამოსავალი რფ-ის ტერიტორიის დოპინგ-კოკაინით „დაბობმვა“ იყოს (დავაყაროთ ცხელ-ცხელი ნარკოტიკები)?! ჩვენც დავისვენებდით და მათაც დავაოკებდით…
скачать dle 11.3