კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№9 ახლო აღმოსავლური დასტა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„სიყვარულის ბუშტი“

ახლო აღმოსავლეთში პროცესები ისე ვითარდება, რომ ჩვენ არც კი ვიმჩნევთ, თითქოს სხვა პლანეტა იყოს და არა – ჩვენი სამეზობლო.
სხვა პლანეტაა თუ ჩვენი სამეზობლო, ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი მეტად საინტერესო (თუ უცნაურს არა) მანევრებშია. მოგეხსენებათ, რომ თავისი ტერიტორიული მთლიანობისა გასჭირვებია (ქურთულ სეპარატიზმს ვგულისხმობ), ამიტომაც ახლო აღმოსავლეთშიც, ძირითადად, ქურთებს ერჩის.
ან კი როგორ იქნება მშვიდად, როდესაც ერაყის ქურთისტანმა უკვე ჩაატარა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, საკუთარი ქურთები კი ჯერჯერობით მხოლოდ ავტონომიას სთხოვენ?!
ამიტომაც ვითარებით სარგებლობს და ახლო აღმოსავლელ ქურთებს, როგორც შეუძლია, ანადგურებს (აქვე შეგახსენებთ, რომ ისლამური სახალიფო სწორედ ქურთების ძალისხმევით განადგურდა). ამ კონტექსტში, სირიის პრეზიდენტ ასადს შეუთვალა, რომ, თუ ქურთებს კვლავ დაეხმარებით, არც მეტი, არც ნაკლები, დაგარტყამთო. თუმცა ბაშარ ალ ასადმა მუქარა არად ჩააგდო. უფრო მეტიც, ქურთების გამო თურქეთი აშშ-სა და „ნატოსაც“ (ანუ თავის მოკავშირეებს)  გაუნაწყენდა და ამიტომაც დაუზავდა რფ-სირია-ირანს (ანუ აშშ-„ნატოს“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს), რაც გვაფიქრებინებს, რომ ახლო აღმოსავლური პოლიტიკური დასტა აიჭრა (ანუ დროებითი მოკავშირეები ერთმანეთს დაერივნენ) და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ განტევების ვაცი თურქეთი იქნება.
აქედან გამომდინარე კი, მაგალითად, დასავლეთისთვის, თუკი უნდა, ახლო აღმოსავლეთში გავლენა შეინარჩუნოს, საქართველოს ფასი იზრდება (კავკასია ახლო აღმოსავლეთისკენ გასასვლელი პლაცდარმია), რაც გვაიმედებს, რომ სწორედ ამ საჭიროების გამო გაუსკდა „ნატოს“ ჩვენი სიყვარულის ბუშტი.
скачать dle 11.3