კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№9 სატყუარა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ვესტერნიზაცია?!

მოგეხსენებათ, ამ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყანაში ვერაფერი მოუხერხეს იარაღით თავისუფლად ვაჭრობას (იმიტომ რომ, ძლიერი ლობი ჰყავს), შესაბამისად, სკოლებში სისხლისღვრა ლამის ჩვეულებრივ მოვლენად ექცათ.
ბოლო ინციდენტს, თუმცა რაღა ინციდენტს, ტრაგედიას, ორ ათეულამდე მოზარდი ემსხვერპლა (თავდამსხმელი მოზარდისვე ხელით) და ცხადია, ამერიკელი საზოგადოებაც შეშფოთდა (ან კი როგორ არ შეშფოთდებოდა?!), ამიტომაც აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა აზრი, რომ დროა, ამერიკულ სკოლებში საერთოდაც მასწავლებლები აღჭურვონ ცეცხლსასროლი იარაღით და შესაბამისი მომზადებაც გაიარონ.
პრეზიდენტის ლოგიკა შემდეგნაირია: მაგალითად, ბოლო ინციდენტისას თავდამსხმელი 3 წუთის განმავლობაში ისროდა. პოლიციას კი  რვა წუთი დასჭირდა ადგილამდე მისასავლელად, შესაბამისად, თუ მასწავლებლებს სროლას დავასწავლით და შევაიარაღებთ, თავდამსხმელს მოიგერიებენო. უფრო მეტიც,  პოტენციალური თავდამსხმელები დაფიქრდებიან, უღირთ თუ არა თავდასხმაო.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა, ამიტომ უცნობია, შეისხამს თუ არა ხორცს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენთან, მამაკაცები სკოლებში სამუშაოდ არ მიდიან (და მამაკაცი მასწავლებლების მწვავე დეფიციტია ქართულ სკოლებში), მსგავსი ინიციატივა საქართველოს სკოლებში რომ განგვეხორციელებინა (ანუ მასწავლებლებისთვის იარაღი დაგვერიგებინა), იქნებ მამაკაცები რამენაირად ჩაგვეტყუებინა აღზრდის პროცესში?!
скачать dle 11.3