კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№9 გავლენა – ნაზად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ შენ თუ უყურებ თურქულ სერიალებს?!

​ის, რომ ქართული ტელესივრცე თურქულმა სერიალებმა დაიპყრო, საქართველოს თითოეული ტელემაყურებლისთვისაა ცნობილი და უფრო მეტიც, თურქი სასერიალო მსახიობებიც დიდი მოწონებით სარგებლობენ მაყურებელში (მე გამომრიცხეთ!).
თითქოს ეს არ იქნებოდა საკმარისი, თბილისის კინოთეატრებში თურქული ფილმების კვირეულიც იმართება.
ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორ სელჯუკ ქურშათ ქოჩას შეუნიშნავს, რომ თურქული კინოს დღეების მიზანი, ერთი მხრივ, საქართველოში თურქული ენის მუდმივ დღის წესრიგში არსებობა, მეორე მხრივ კი, აქ მცხოვრები თურქი მოქალაქეების ენის ცოცხლად შენარჩუნებაა.
მე კი მგონია, რომ „აქ მცხოვრებ მოქალაქეებში“, ცხადია, ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებიც იგულისხმებიან. ბუნებრივია, კულტურული კავშირები მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ სავაჭრო ისეთი მჭიდრო გვაქვს, იმაზე მჭიდრო რომ წარმოუდგენელია.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თურქეთი ცდილობს გავლენის მოპოვებას (ხელოვნება კი გავლენის მოპოვების ყველაზე ეფექტიანი და რბილი გზაა) და, რაკი არც ჩვენ არავინ გვიშლის ხელს იმავეს კეთებაში, საკითხავიც ის არის, რატომ ვაქციეთ ეს ჩვენი ქვეყანა სხვების (განურჩევლად იმისა, მტერია თუ მოყვარე) ინტერესების უპირობო გავრცელების არეალად?!
скачать dle 11.3