როგორ ხიბლავდა კომპლიმენტებით აჩი ფურცელაძე თავის მოსამართლეს და როგორ უმსუბუქებდა მას ციხეში ყოფნას თემურ თათარაშვილი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№8 როგორ ხიბლავდა კომპლიმენტებით აჩი ფურცელაძე თავის მოსამართლეს და როგორ უმსუბუქებდა მას ციხეში ყოფნას თემურ თათარაშვილი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ჩი ფურცელაძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ციხეში მოუწია ყოფნა. 2007 წლის ივნისში, ლესელიძის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ორგანიზებულმა ჯგუფმა ლომბარდის დაყაჩაღება გადაწყვიტა, თუმცა პატრულის დროულად გამოჩენის შემდეგ, ეს ვერ შეძლეს, რასაც გასროლა მოჰყვა. შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილისგან. მომხდარზე მომღერალი აჩი ფურცელაძეც დააკავეს, რომელმაც 6-თვიანი სასჯელი მოიხადა. თუმცა, ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვდა.
აჩი ფურცელაძე:
არ ვითანამშრომლე რა სამართალდამცავებთან, შესაბამისად,  მუხლი მქონდა – გამოუცხადებლობა.  ამ ამბავთან მე არაფერ შუაში ვარ. უნდა გაეძარცვათ ერთი წერტილი, მძარცველთა შორის  ერთი ჩემი მეგობარი იყო. არ გამოვიდა ეს ამბავი, მაგრამ უკვე ყაჩაღობაა, რადგან იარაღი გაისროლეს, დაიქსაქსნენ.  ეს ჩემი მეგობარი წავიდა სხვაგან, ზოგს პატრული გამოეკიდა, გააჩერეს, მანქანით სადღაც გაიჭედნენ. ერთი გადმოვიდა და ესროლა ამ პატრულს, რომელიც იქვე გარდაიცვალა. მკვლელობის ამბავი გავიგე ამ ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც იყო ვერშემდგარი მძარცველ-ყაჩაღი. ეს ისტორია თვითონაც ღამით გაიგო, მანამდე გაქცეული იყო.  კანონის მიხედვით, დამნაშავე ვარ, ამ შემთხვევაში, არცოდნა არცოდვას ამბავი არ გამოდის. ჩვენთან ასეთი კანონი თუ არსებობდა, მე არ ვიცოდი. მედალს ორი მხარე აქვს, შეიძლება, გადაარჩინო ვიღაცის სიცოცხლე, მაგრამ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, დღესაც არ არის ის მომენტი, ადგე და განაცხადო – არ ერევი და კაცურშიც არ არის გამართლებული პოლიციაში დარეკვა. ისიც არ ვიცოდი, რატომ უნდა დამერეკა, რის გამოც დამიჭირეს.  ესეც ვთქვი ერთხელ დაკითხვაზე: კი, ბატონო, არ ვთქვი, მაგრამ რა უნდა მეთქვა, რომ ეს ჩემი ნაცნობი, მეგობარი სად იყო?  გასაგებია, მე არაფერ შუაში ვიყავი, რაც იქ მოხდა, ეს ჩემი მეგობარიც არაფერ შუაში არ იყო. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მონაწილეობას იღებდა პირველ სერიაში, მაგრამ მეორეში, რაც ცუდად დამთავრდა, იქ არ იყო, ასე ვთქვათ, რეკლამის დროს წავიდა ტიპი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მაგრამ, აქ იყო სხვა მომენტიც, ეს ეხება მთავრობას და ქვეყნის იმ პირველ პირს, რომლის ანტიპათია მქონდა დღიდან გამოჩენისა, დღესაც მაქვს და უფრო მექნება. ეს კარგად იცოდა მიშამ.
– როგორ დაგაკავეს?
– მე უკვე მოსკოვში ვიყავი და ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი, ვიზა მქონდა გასაგრძელებელი. ამ მომენტში მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთან მოვიდნენ დილის თერთმეტ საათზე... დედაჩემს ეძინა, ახალი ნაოპერციები იყო და კართან ახლოს, საძინებელში მე მეძინა, დედას კი ბოლო ოთახში. კარი რომ გავაღე, ეგრევე ფეხი ჩადგა ტიპმა. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ამ პერიოდში ვერ ვცნობდი მეზობლებს და ვიფიქრე, იქნებ ვინმე ჩვენიანია-მეთქი. რომ მიხვდა, არანაირი რეაქცია არ მაქვს, ფეხი აიღო, შემობრძანდით-მეთქი. თან, როგორც ყოველთვის, ორნი არიან – ერთი კეთილი და მეორე ბოროტი, ამას თამაშობენ. გამარჯობა, ჩვენ ძველი თბილისიდან ვართო. ვერ მივხვდი, თურმე დიდუბე-ჩუღურეთი გადაუკეთებიათ ძველ თბილისად და ბაფთიანი გიტარა სად გაქვთ-მეთქი, ეს, ცოტა კაი ტიპი, მეუბნება: აჩი, ჩაიცვი წავიდეთ, მინისტრი გიბარებსო. ვა, ვანიჩკა მიბარებს-მეთქი? ჰო, უნდა წავიდეთო. ამასობაში გამოდის დედაჩემი. მე ჩუმად ვუთხარი, ახალი ნაოპერაციებია და შეეცადე, ჩუმად ილაპარაკო-მეთქი. ქალბატონო ხატულა, გამარჯობა, ჩვენ ძველი თბილისიდან ვართ, აჩი უნდა წავიყვანოთ მინისტრთანო. რომელ მინისტრთან? – ვანო მერაბიშვილთან. რატომ? – ადრე მქონდა შემთხვევა, მობილური ტელეფონებიდან რომ რეკავდნენ და მერე იმ ნომრიდან გეძებდნენ – ერთი ორჯერ ვიყავი ასე პოლიციაში. დაურეკავთ ჩემთან თურმე, მაგრამ, რომ დამინახა იმ პოლიციის უფროსმა, ეს რას მოგყავდათ, ამისგან რას გავიგებთ, მთელი საქართველო ურეკავს ბოდიში, რომ შეგაწუხეთო. ამ პოლიციელს ჩუმად გადავულაპარაკე, უთხარი, რომ მოპარული ტელეფონის ამბავია-მეთქი. იმანაც უთხრა და დედამ უკვე არაფრად ჩააგდო. ისევო? ხომ მოიყვანთ უკანო?
– ხვდებოდი, რისთვის გაკავებდნენ?
– ყველაზე მაგარი ისაა, რომ ამ პერიოდში ჩემმა ძმამ და მეგობარმა – ნოე სულაბერიძემ იყიდა სერიალი „გაქცევა“. მომცა ამ სერიალის მაისური, რომელსაც გულზე ეწერა „ფრიზონ ბრეიქ” თავისი ბორკილებით. გამოვაღე კარადა და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. ამათაც გაუკვირდათ, ეს რატომ გაცვიაო. იმ პერიოდში იყო გადაცემა „მზის დარტყმა”, მგონია, გადაღება მიდის, იმიტომ რომ, ნოეს უნდოდა, მე ამ გადაცემაში გავეხლართე და პაატა გულიაშვილს მიჰყავდა მაშინ. არ ვიცნობდი ასე კარგად და პაატას უთქვამს: არა, აჩი აქეთ „გვეკაიფება“, რაღაცას გვიზამს და გაგვიფუჭებს გადაცემასო. მეც თავში მომდის ეს აზრები – უეჭველი, რაღაცას მიჩალიჩებენ-მეთქი. ესენი  არც ბორკილს მადებენ და ლაპარაკშიც უკვე რაღაც გამოიკვეთა. იმ ბიჭზე მკითხა, ამას იცნობო? არა, ან სახელი გეშლება, ან ვიღაცაში აგერია-მეთქი. მერე სრული სახელი და გვარი მითხრა. რა ხდება მერე მაგასთან დაკავშირებით-მეთქი და ამას  მინისტრთან გაიგებო. სანამ სამმართველოში გამატარეს, დავინახე ნაცნობი სახეები და უკვე აზრზე მოვედი. მაგრამ, რასთან დაკავშირებით  ვარ მე, ეს არ მესმის. შევედით არა მინისტრთან, არამედ სხვასთან., ვისაუბრეთ და ვიკითხე, მე რაში ვარ დამნაშავე-მეთქი? კი ხარ დამნაშავე, რომ არ განაცხადეო. წამიკითხა კანონი, ამ კანონის მიხედვით ხარ დამნაშავეო? კი ვარ, მაგრამ, რომ დამერეკა, ვერც ვხვდები, რა უნდა მეთქვა, რატომ და როგორ-მეთქი?
– რამდენ ხანს მოგიწია ციხეში ჯდომა?
– არავის ეგონა, რომ დამიჭირდნენ. 24 საათში გამოვიდა ძალიან ძვირფასი პრეზიდენტი და თქვა ჩემი სახელი: ბომონდს, რომელიც კრიმინალს აფარებს ხელს, არანაირი შეწყალება, უნდა იჯდესო. ვეღარ გამომიშვებდნენ. ორ თვეში უნდა მოგისაჯონ. ივლისში რომ დამიჭირეს, იანვარში მომისაჯეს. ჩემ დროს მაგ მუხლით ტიპები დარბაზიდან გაუშვეს. ეს ჩემი და მიშას კონკრეტული ამბავი იყო. მიშამ ძალიან კარგად იცოდა. ტიპზე არასდროს ვიტყვი, რომ კაი ტიპია. მქონდა 13 სასამართლო. ამ სასამართლოებზე იყო ღადაობები, ცეკვა-ცეკვით შევდიოდი. იყო გადაძახილ-გადმოძახილი.  იქ მოსამართლე მყავდა ქალბატონი, რომელიც იმ მომენტში  განთქმული იყო იმით, რომ სულ ორციფრა წლებს აძლევდა პატიმრებს.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სერიოზულ „ფოსტებს” ისროდა, ნორმალური ადამიანი იყო, კომპლიმენტებზე ნორმალურად რეაგირებდა. მეც ვეუბნებოდი, ეს ვარცხნილობა გიხდებათ, ეს ჩაცმულობა მომწონს და ვხედავდი, რომ მეორე სასამართლოზეც იგივე ვარცხნილობითა და ჩაცმულობით მოდიოდა.
– როგორ გაიხსენებ ციხეში ჯდომის პერიოდს?
– ჯერ ორთაჭალაში მიმიყვანეს, მერე წამიყვანეს რუსთავში. დირექტორმა სერგომ ამიყვანა კაბინეტში და მითხრა: ვიცი, ვინც ხარ და ძალიან მესირცხვილება ჩემი პატიმარი რომ ხარ. ვიცი, წყნარი და ნორმალური ხარ, არაფერს დააშავებ და ნორმალურად იქნებიო. კარანტინში უნდა ყოფილიყავი დიდი ხანიო, მაგრამ სერგომ მესამე დღეს დაგვშალა. ცოტა ხანი დასჯილები ვიყავით მაინც, როგორც ახალი მისულები. სასეირნოდ რომ გაგვიყვანეს, ბიჭები გადმოდგნენ და ვინც შენ დაგიჭირა, იმის დედაო. ჩვენთან მკაცრი რეჟიმი იყო, „კრიტი.” სამუდამომისჯილები წინა კამერაში ისხდნენ. კამერაში ადგილიც გვქონდა. ოთხკაციან კამერაში ვიყავი და 14-კაციანში გადავედი ჩემებთან. ამასობაში, თემურ თათარაშვილმა რომ გაიგო, ეგრევე ჩამოვიდა. ძალიან დიდი პატივი მცა.
– ალბათ, იქაც მღეროდი ხოლმე...
– ვმღეროდი, მეორეს, მესამე ხმა აქეთ-იქით კორპუსებიდან მერთვებოდა. თემურისთან მშვიდად ვიყავი, სიცილ-კისკისში გადიოდა დღეები. მერე თემურიც „იგრუზებოდა” და მეც. ღამე ხომ იცი, ცუდი მეგობარია. იცი, ამხელა მხარდაჭერა გაქვს, რაღაც გაგიკეთებია. ექიმი ისე არ გაივლიდა, არ შემოეხედა, მაგრამ მაინც გემართება ის მომენტი – როგორი უსუსური ხარ, თუნდაც იმ სახელით, პატივისცემით.  თან, უანდერი ჩამოდიოდა მოსკოვში, ბილეთი მქონდა და გული მისკდებოდა. ტიპები დამცინოდნენ. მერე ჩაიშალა უანდერის კონცერტი და ძალიან გამიმართლა.
– კარცერში იყავი?
– კარცერშიც ვიყავი. იმიტომ რომ, საინტერესო კამერაში ვისხედით, საიდანაც ადვილად მიდი-მოდიოდა ინფორმაცია. გამოგვიყვანეს, 16 კაცი ვიყავით და რვა-რვად გაგვანაწილეს ორ კარცერში. წყალი არ მოგვცეს. ვიღაც შემოვიდა და ვუთხარი: ღმერთის არ გეშინია; არ გეშინია, აჩი ფურცელაძის მაინც არ გეშინია-მეთქი? თუ გინდა, გაგიყვანთ, დაგალევინებო. მე არა, ყველა გაგვიყვანე-მეთქი. ბოლო ორი კვირა სხვასთან ვიყავით. მომცეს ერთი წელი, მერე გამოვიდა ამნისტია, შეეხო ჩემს მუხლს და გამოვედი ექვს თვეში.
скачать dle 11.3