კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№8 ვისი გვერდში დგომით დაძლია წარუმატებელი პერიოდები სოფო ხალვაშმა და როგორ შეიქმნა მან ძველ ბათუმში საკუთარი ბედნიერება

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მომღერალ სოფო ხალვაშისთვის, ეს წელი განსაკუთრებით პოზიტიურად და წარმატებულად დაიწყო. თუმცა, შარშანდელი გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო მისთვის, რადგან დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ბათუმში საოცნებო ბინა იყიდა. ვინ ეხმარებოდა მას ამ ოცნების ახდენაში, რა ეტაპი დადგა მის ცხოვრებაში და როგორ გადალახა რთული და წარუმატებელი პერიოდები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო ხალვაში:
ნამდვილად იღბლიანი ვარ, თუმცა,  რა თქმა უნდა, მარტო იღბლით არაფერი გამოვა, ბევრი უნდა იშრომო. ზოგადად, იღბალთან ერთად, ნიჭი და შრომისმოყვარეობაც უნდა დაგყვეს, რომ წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. იღბალზე მთავარია, შენში იპოვო ცხოვრების მიზანი, მოტივაცია, სურვილი და მისწრაფება იმისკენ, რაც ძალიან გინდა. ამის მერე, ყველაფერი გამოგივა.
– ეს წელიც, საკმაოდ წარმატებულად და იღბლიანად დაიწყო შენთვის, თუმცა, გასული მაინც გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან დიდი ხნის ოცნება აიხდინე...
–  ნამდვილად ასეა.  გასული წელი, მართლაც მნიშვნელოვანი, გამორჩეული და ნაყოფიერი  იყო. ბათუმში შევიძინე ისეთი ბინა, რომელიც ყოველთვის მინდოდა და სულ ჩემს გონებაში იყო. დაახლოებით, ყოველთვის წარმომედგინა როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ბინა ბათუმში და ეს ოცნება ამიხდა. სახლი ადგილია, სადაც ადამიანი სულიერად ისვენებს, კომფორტულად გრძნობს თავს და მშვიდადაა. ეს გარემო მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული შენზე და სწორედ ასეთია ჩემი ახალი სახლი. ეს ყველაფერი, ოჯახის წევრებთან ერთად მოვახერხე და ამიტომ, მიმაჩნია, რომ გასული წელი ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახისთვის. სიახლით დაიწყო ახალი წელი – ახალ ბინაში, ახალი შეგრძნებებით, ახალი მიზნებით და ზუსტად ვიცი, წარმატებულად წარიმართება. ბევრი შრომაა საჭირო და ადრე თუ გვიან, იოლად თუ რთულად, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.  
–  გავიგე, ბინის არჩევისას, სარემონტო სამუშაოებში, დაპროექტებასა და გალამაზებაში აქტიურად იყავი ჩართული. მთლიანად შენი გემოვნებით მოაწყვე?
–  ბინა ისეთი თემაა, რაზეც შემიძლია, დაუსრულებლად ვისაუბრო (იცინის). ძველი ბათუმი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ადგილია დედამიწის ზურგზე. აქ დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ, ყველა კუთხე, რაც ძველ ბათუმთანაა დაკავშირებული, ბავშვობასთან და კარგ მოგონებებთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, ადგილზე ბევრი არ მიფიქრია. ზუსტად ვიცოდი, ეს  აუცილებლად უნდა ყოფილიყო ძველი ბათუმი. რამდენიმე ბინა ვნახე. მაგრამ, როცა მშენებარე შენობაში ავედი, იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, ფეხი შევდგი თუ არა, მივხვდი, ის იყო, სადაც ვიცხოვრებდი. ბევრი არ მიფიქრია, მეყიდა თუ არა. ეს სახლი ნამდვილად ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ, საყვარელი ადამიანების გვერდით. მაქსიმალურად ვიყავი ჩართული ბინის დაპროექტებაში, რემონტსა და მოწყობაში, მაგრამ, რომ არა ახალგაზრდა არქიტექტორ-დიზაინერი – თათა სვანაძე, მარტო არაფერი გამომივიდოდა. მან ბევრი რამ მასწავლა. თათა ჩვენი ოჯახის ახლობელია – ჩემი მეგობარი და მისი ხედვა, ძალიან ახლოსაა ჩემს ხედვასთან. ისეთ დეტალებში გამარკვია და მასწავლა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის (იცინის). ყველას ჰგონია, რომ სახლის ყიდვა და მოწყობა ძალიან იოლია. სინამდვილეში, ყველაზე რთული საქმეა – ყველაფერი შენზე მორგებულიც გამოვიდეს და ყველა დეტალი ისე აუწყო ერთმანეთსა და გარემოს, მთლიანი ბინის კონცეფცია შეიკრას. მერწმუნეთ, პატარა დეტალსაც შეუძლია, დაანგრიოს ყველაფერი ან პირიქით – ყველაფერი შეცვალოს. განსხვავებულ და საინტერესო გარემოს, სწორედ სწორად შერჩეული დეტალები ქმნის.
–   ამბობენ, თბილისიდან ჩასული ცნობადი სახეები შენი ხშირი სტუმრები არიან და გაოცებულები რჩებიან შენი, არა მარტო ბინის დიზაინითა და ხედებით, არამედ კულინარიული შესაძლებლობებითაც. ისეთი აჭარულის გამოცხობა იცი თურმე, იმის გემოს კარგ ხანს რომ ვერ ივიწყებ. რა გამორჩეული რეცეპტი იცი ასეთი?
–  მიხარია, ასე თუ ამბობენ (იცინის). ცნობილი სახეები, როცა ბათუმში ჩამოდიან, ხშირად გვესტუმრებიან ხოლმე და როგორც შემიძლია, მათ საყვარელი კერძებით ვუმასპინძლდები. ზოგადად, სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება ძალიან მიყვარს და როგორც მეუბნებიან, კარგად გამომდის. ყველანაირი კერძის მომზადება მეხერხება. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ეს დედასგან ვისწავლე. ყოველთვის ვუყურებდი, რას როგორ აკეთებდა და დედაც ცდილობდა, კეთების პროცესში, მეც მიმეღო მონაწილეობა. ჩემებურად ვცვლი ინგრედიენტებს და ამიტომ, გემრიელი და განსხვავებული გამომდის. ასე რომ, მართლაც, შემიძლია, ვიამაყო ჩემეული აჭარული ხაჭაპურის რეცეპტით (იცინის).
– მიგაჩნია, რომ ცხოვრებაში, როგორც ქალს გაგიმართლა?
–  როგორც ქალს, ნამდვილად გამიმართლა. მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი – მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი, ქეთევანი და მარიამი. ქეთევანი 10 წლისაა, მარიამი კი, მალე 5-ის გახდება. მყავს ერთგული და არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებთან ერათადაც ბავშვობიდან მოვდივარ. ეს ბედნიერებისთვის მთავარია და ასევე, ქალისთვის, მნიშვნელოვანია საქმე, რითაც აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული. მე ეს ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში და ესე იგი, გამიმართლა. მოკლედ, ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს და არის ის, რაც ქალს აუცილებლად სჭირდება.
–  როცა ყველაზე მეტად გტკივა და განიცდი, ვინ არის ადამიანი, ვისაც ენდობი და ამ დროს გულს უშლი?
–  როცა გტკივა, შენს განცდებს  ყოველთვის ისეთ ადამიანს უზიარებ ვინც შენთვის ყველაზე ახლობელია. ასეთები კი, ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. მათ ვენდობი და გულს ვუშლი. წარუმატებელი პერიოდები, რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაშიც იყო, სანამ რამეს მივაღწევდი. მაგრამ, როგორც ვთქვი, შრომა ფუჭად არ ჩაივლის, ადრე თუ გვიან მოვა შედეგი. ყველაზე მტკივნეულია ის, როცა საყვარელი ადამიანები მიდიან ამქვეყნიდან და მერე ფიქრობ: ნეტავ, უფრო მეტი დრო გამეტარებინა მათთან ერთად, მეტი სიყვარული მეჩვენებინა  და გამომეხატაო. ამიტომ, ვფიქრობ, ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ და ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული, ბევრი პოზიტივი, რაც დღეს ძალიან აკლიათ ადამიანებს. წარუმატებელი ეტაპიც, რაც ცხოვრებაში გაქვს, სწორედ ასეთი ადამიანების გვერდში დგომით გადაგაქვს.
– როგორ გგონია, ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?
–  ვფიქრობ, ახლა ჩემთვის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი დგას. თუმცა, ყველა ეტაპი საინტერესო და განსხვავებულია. ბავშვების ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა ხედვა, შეხედულებები, მისწრაფება, მიზნები და სურვილები იცვლება. ამიტომ, რთულია, ერთი სიტყვი შევაფასო, ცხოვრების რა ეტაპია ახლა ჩემთვის, მაგრამ საინტერესო რომ არის, ეს ზუსტად ვიცი. როგორც ყველა დედა, მეც ვცდილობ, შვილებს ისეთი მომავალი შევუქმნა, სირთულეებთან ნაკლებ ჰქონდეთ შეხება, რომ, ისედაც რთული ცხოვრება ოდნავ მაინც შევუმსუბუქო. მინდა, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ნაკლები საფიქრალი ექნება ადამიანს მატერიალური თვალსაზრისით. ქუჩაში კი ხალხი ბედნიერი ღიმილითა და პოზიტივით სავსე დადიოდეს.
–  ბოლო დროს აქტიურად ჩანხარ ტელევიზიის ეთერში, წერ სიმღერებს... გავიგე, ახალ პროექტზეც მუშაობ. თუ საიდუმლო არ არის, რა პროექტია?
– დიახ, ვარ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი, რომელიც შაბათ-კვირას გადის, დილის ეთერში. წამყვანობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ასევე, მაქვს ხმის ჩამწერი სტუდია და საბავშვო სტუდია – „ბასტი ბუბუ“. ვმუშაობ ახალ სიმღერებსა და ახალ პროექტზე, რაც ახლო მომავალში უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი და ამიტომ, თავს შევიკავებ. თუმცა, დიდი სურვილი მაქვს და იმედი, რომ კარგი გამოვა.
скачать dle 11.3