კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ ვლინდება აუტიზმი ბავშვებში და შესაძლებელია თუ არა მულტფილმებით აუტიზმის დიაგნოსტირება

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ხშირად ამბობენ: „თუ აუტიზმის მქონე ერთ ადამიანს შეხვდი, შენ მართლაც ერთ აუტისტს შეხვდი,“ — რაც ნიშნავს, რომ მისი სიმტპომები ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია. შეიძლება ერთი პაციენტი საკმაოდ გახსნილი და კონტაქტური იყოს, მეორე კი — საერთოდ არ ლაპარაკობდეს, თანატოლებთან უჭირდეს კონტაქტი და უმეტესად, საკუთარ თავში იყოს ჩაკეტილი. რა არის აუტიზმი, როგორ უნდა დავადგინოთ მისი სიმპტომები, როცა დაავადება ასეთი ფართო სპექტრით ხასიათდება, გვესაუბრება ბავშვთა ფსიქიატრი მედეა ზირაქიშვილი.
მედეა ზირაქიშვილი:
აუტიზმი არ არის დაავადება. აუტიზმის სპექტრის აშლილობები მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დარღვევების ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელი სირთულეებიც თავს იჩენს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ვლინდება უნარების დეფიციტი სოციალურ ინტერაქციისა და კომუნიკაციის სფეროებში; შეზღუდულია ინტერესთა სფერო და მიზანმიმართული მოძრაობები ჩანაცვლებულია განმეორებადი, სტერეოტიპული, უფუნქციო ქცევებით.
– რა არის ამ მდგომარეობის მიზეზი?
– ეს მულტიფაქტორული, ეპიგენეტიკური სინდრომია, სადაც გენეტიკური წინასწარგანწყობა და უამრავი არასპეციფიკური რისკ-ფაქტორი, ერთად განაპირობებს დიაგნოზის კლინიკურ გამოვლინებას. სპეციფიკურ გენთა კომბინაცია, უბრალოდ, ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. თუმცა, მათი ზედდება თუ არ მოხდა გარკვეულ რისკ-ფაქტორებთან, აუტიზმის ნიშნები კლინიკურად არ ვლინდება.
– რომელი ასაკიდან ვლინდება აუტიზმის ნიშნები?
– მშობელმა, შესაძლოა ერთი წლიდანაც კი, შეამჩნიოს გარკვეული თავისებურებები განვითარებაში. თუმცა, როგორც წესი, ყველაზე ხშირი მომართვიანობის ასაკი მაინც წლინახევრიდან ორ წლამდეა. დედა განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან ამჩნევს პრობლემას, თუ მას უფროსი შვილის გაზრდის ან ზოგადად, სხვა ბავშვის განვითარებაზე დაკვირვების გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, ასე, დიაგნოზის სახელწოდებით, პირდაპირ არ იწყებენ ძებნას, ვის მიმართონ. თუმცა, ხშირად ძალიან გამოკვეთილია და პრაქტიკულად, ერთნაირია მომართვიანობის პირველი და ყველაზე მეტად შემაწუხებელი ჩივილი: არ მისმენს, ყურადღებას არ მაქცევს, როცა ველაპარაკები; ან არ რეაგირებს სახელით დაძახებისას. როგორც წესი, დედის ასეთი ჩივილები უგულვებელყოფილია, ან   მკაცრად დაგმობილი სანათესაოს ან ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. საბოლოოდ, დედა მაინც იმარჯვებს და ერთ-ერთი, ყველაზე ხშირი ინიციატორია ბავშვის სპეციალისტთან მიყვანის. მაგრამ, ეს მყარად ფესვებგადგმული ახლობლებისგან ეგრეთ წოდებული „დამშვიდების“ ეტაპი, გადაავადებს და გვაკარგვინებს იმ ყველაზე ძვირფასს და კარგი გამოსავლის განმაპირობებელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - დროს, რომელსაც უკან ვეღარ ვიბრუნებთ.
მხოლოდ ეს ნიშნები საკმარისია, რომ აუტიზმი ვივარაუდოთ, კიდევ რა ნიშნებით ვლინდება?
– შესაძლოა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყოს მშობლისთვის და მოგაკითხოს მხოლოდ მაშინ, როცა ამჩნევს, რომ ბავშვი გადაავადებს მეტყველების დაწყების პერიოდს. თუმცა: თუ ცხრა თვეზე არ არის სოციალური ღიმილი, თორმეტი თვისთვის ბავშვი არ რეაგირებს სახელით დაძახებაზე; არ აქვს, ან დეფიციტურია: თვალით თვალში მზერითი კონტაქტი; თოთხმეტი თვისთვის არ იშვერს თითს სასურველზე მისანიშნებლად; თექვსმეტ თვეზე არ წარმოებს წარმოსახვითი თამაში; ოცდაოთხი თვისთვის 10-ზე ნაკლებ სიტყვას ამბობს, უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას და თამაშს; არ ეშინია გარესამყაროსი, მაგრამ არ სურს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები; ლაპარაკობს მონოტონურად, თითქოს დაზეპირებული ტექსტით; სხვის სიტყვებს ექოსავით იმეორებს – აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. მათ უჭირთ როგორც საკუთარი ემოციის გამოხატვა, ასევე სხვისი ემოციის გაგებაც. ხშირად ბავშვი გამოთქვამს ჭარბი რაოდენობის მარცვლებს, თუმცა მათ ვერ აერთიანებს სიტყვებად. უშინაარსოა მათი გამოყენება და ადრესატი არ ჰყავთ. თუმცა, ასევე, შესაძლებელია, გამოსცემდნენ მხოლოდ ერთეულ, იშვიათ ბგერებსაც. ვხვდებით შემთხვევებს, როცა ბავშვები მეტყველებენ, მაგრამ  ხშირად დეფიციტურია მეტყველების ფუნქციური გამოყენება. ახასიათებთ მყისიერი ექოლალია - სხვისი ნათქვამის მყისიერი განმეორება ან წარსულში გაგონილი ფრაზების გამოყენება  (მოგვიანებითი ექოლალია). მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ყურადღება, რამდენად ფუნქციური, კონტექსტურია მათი მეტყველება ან  როგორ შეუძლიათ დიალოგის წარმოება; დასმულ შეკითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა. ხომ არ არის მხოლოდ სიტყვების სახელდება - მაგალითად, საგანი დაინახა და მას ასახელებს. უჭირთ ურთიერთობები თანატოლებთან, აქვთ შეზღუდული ინტერესები, მეტად ინტერესდებიან დეტალებით, საგნებს იყენებენ არაფუნქციურად - სენსორული შეგრძნებების დაკმაყოფილებისთვის: სწრაფად ამოძრავებენ თვალების წინ, ურტყამენ საგნებს ერთმანეთს და ხმას აყურადებენ. გადააგდებენ მაგიდიდან და ვარდნას აკვირდებიან, საათობით უყურებენ ფოთლებისა და ტოტების რხევას ქარის დროს, ან ჩართული სარეცხი მანქანის ტრიალს, ანდა, სულაც ირიბი მზერით დარბიან ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში, იმის ნაცვლად, რომ მათ ასაკში გამოყენებადი სათამაშოებით დაკავდნენ.
 – მულტფილმები დიაგნოზის დასმაში გვეხმარება?
– ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებული ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს. ეს ერთ-ერთი პოპულარული თემაა, რომელსაც ხაზი ძალიან გაესვა, რადგან გარკვეული კვლევებით გამტკიცებული საფუძველი აქვს. თუმცა, გამიჭირდება, მის სამედიცინო ღირებულებას დავეთანხმო. ასა-ს მკურნალობის პრინციპები წარმოადგენს, უპირატესად საგანმანათლებლო  ინტერვენციას და შედგება სხვადასხვა პროგრამისგან. ის ეყრდნობა: ქცევის ანალიზს, ბავშვის განვითარების სტრატეგიას და სტურუქტურირებულ სწავლებას.
– ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა, მდგომარეობის გამოსწორება?
– სტატისტიკა  გვეუბნება, რომ ადრეული დიაგნოსტიკის (განსაკუთრებით 3 წლამდე) შემთხვევაში 3-25 პროცენტშია შესაძლებელი „ოპტიმალური გამოსავლის მიღწევა“. ოპტიმალური გამოსავლის პრედიქტორებად მოიაზრება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა: მაღალი ინტელექტი (IQ >70 ), რეცეფტული ენის კარგი დონე, იმიტაციის უნარი, ადრეულად დასმული დიაგნოზი და მკურნალობა,  აუტიზმის მსუბუქი ნიშნები და მსუბუქად დარღვეული სოციალური უნარები. ვიყოთ ყურადღებიანი, პრობლემური ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მივმართოთ პროფესიონალებს, ადრეულად ჩავრთოთ ბავშვი რეაბილიტაციის პროცესში და შედეგიც არ დააყოვნებს.
скачать dle 11.3