კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 მედია-ჰოლდინგ „თბილისელების“ იუბილე და ტრადიციული მეჩვიდმეტე დაჯილდოება

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

10 თებერვალს, მცხეთაში, რესტორან-მუზეუმ „გუჯარში”,  მედია-ჰოლდინგ „თბილისელების” 17 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება-დაჯილდოება გაიმართა. ჟურნალისტთა მედია-კავშირმა და „მედია-ჰოლდინგმა,“ ლოკალური მონიტორინგისა და გამოკითხვების შედეგად, აღიარებულ და წარმატებულ ბიზნესკომპანიებს, გამორჩეულ კლინიკებს, საადვოკატო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მამაკაც და ქალბატონ ბიზნესლიდერებს, პოლიტიკოსებსა და სხვა გამორჩეულ პერსონებს, ასევე, ჩვენი ჟურნალის რესპონდენტებს, გადასცა სპეციალურად მათთვის, ღონისძიების პარტნიორის, „მაქს მეიერ შავიტის” სტუდიის  მიერ დამზადებული ჯილდოები; ასევე, კომპანია „ზარაფხანის“ ვარსკვლავები და „ვიოლეტ კომპანის” და „სუპერნოვას” სპეციალურად შეფუთული ჯილდოები. საღამოს მსახიობი ლევან ხურცია უძღვებოდა. ასევე, სუფრას უთამადა ყველასთვის ცნობილმა ექიმმა – ჯონი ჯანაშიამ, რომელიც მედია-ვარსკვლავით დაჯილდოვდა. სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ქართული ბრენდის, „სარაჯიშვილის“ შესანიშნავი კონიაკი და კომპანია „მილდიანის“ ტრადიციული ქართული ღვინო ზრუნავდა. ღონისძიების პარტნიორი გახლდათ „მაქს მეიერ შავიტის” სტუდია.
საღამო  ქართული ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ საცეკვაო ნომრით გაიხსნა და „საუკუნის ვარსკვლავი“, მრავალსაუკუნოვანი ქართული საიუველირო ტრადიციებით გამორჩეული კომპანია „ზარაფხანის“ დირექტორმა, ქალბატონმა ქეთევან გოგნაძემ, ანსამბლის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ხატია ეკიზაშვილს გადასცა. კომპანია „ზარაფხანა“, რომელმაც დაჯილდოების გამორჩეული პერსონებისთვის შესანიშნავი მედია-ვარსკვლავები დაამზადა, „საუკუნის ვარსკვლავით“ თავადაც დაჯილდოვდა.  
საღამოს ესწრებოდა თბილისის მერი - ბატონი კახა კალაძე, რომლის სახელიც ნოვატორულ ინიციატივებსა და იდეებს უკავშირდება. ენთუზიაზმითა და ახალგაზრდული შემართებით გამორჩეულ კახა კალაძეს,   „მაქს მაიერ შავიტის” მიერ სპეციალურად მისთვის დამზადებული, ვახტანგ გორგასლის მინიატურული  ძეგლი გადაეცა.
შემდეგი ჯილდო, სპეციალურად მისთვის დამზადებული – პანო გრაგნილი ვარსკვლავით,   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ ანზორ ჩუბინიძეს გადაეცა, პერსონას, რომელსაც თავმდაბალ, მზრუნველ ხელმძღვანელად ასახელებენ. მას ძალიან  ბევრი ადამიანისა და სახელმწიფო
ინსტიტუტების უსაფრთხოება აბარია.
მედია-ვარსკვლავი გადაეცა მინისტრს, რომელსაც ერთ-ერთი, ყველაზე რთული სფერო აბარია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახი კახიშვილმა, გამოკითხვის შედეგად, წლის რეფორმატორი მინისტრის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ბიზნესინვესტიციების მოზიდვისა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, დაჯილდოვდა სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“. ასევე, დაჯილდოვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
ჰოლდინგ „თბილისელებისგან“ სპეციალური მედია-ვარსკვლავით დაჯილდოვდნენ  თავად ღონისძიების პარტნიორები: „ოსკარ შინდლერის აკადემიის” რექტორი, სტუდია „შავიტის“ ხელმძღვანელი – ბატონი, მაქს მეირ შავიტი  და მისი სტუდია, რომლის   დიზაინით დამზადებული საუკეთესო ხარისხის ნივთები, ყველაზე მიმზიდველი და პოპულარულია.
ასევე დაჯილდოვდა ოსკარ შინდლერის დამფუძნებელი, ქალბატონი ლეა შავიტი. დაჯილდოვდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. მედია-ჰოლდინგისა და ჟურნალისტთა კავშირის სახელით, გაწეული მონიტორინგის შედეგად,  მედია-რჩეულის ჯილდოები გადაეცათ: დეპუტატ მამუკა მდინარაძეს – ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარეს; ბატონ გოჩა ენუქიძეს, პარლამენტის წევრს;  ბატონ ისკო დასენს –  პარლამენტის წევრს, დიდუბის რაიონის მაჟორიტარ
დეპუტატს,  ბატონ ილია წულაიას; დეპუტატ კახაბერ  ოქრიაშვილს, რომელიც ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში; პარლამენტის წევრს და ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ დავით ჭიჭინაძეს.
დაჯილდოება ქართული ეკონომიკის მაგისტრალით - ქართული ბიზნესით გაგრძელდა. დაჯილდოვდნენ: „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს ოცეულის“ ნომინანტია.  სპეციალური ჯილდო მის დამფუძნებელს, ბატონ ირაკლი გურჩიანს გადაეცა.  დაჯილდოვდა უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ და მისი დამფუძნებელი - ზაზა გოგოტიშვილი. „ანაგს“ 28-წლიანი მუშაობის  წარმატებული ისტორია აქვს. წარმატების 24-წლიანი ისტორიით გამოირჩევა PSP – ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც გახდა საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოების „სტივი ევორდსის“ გამარჯვებული და მედია-ჰოლდინგ „თბილისელებისგან” მრავალწლიანი წარმატებისა და აღიარებისათვის, კომპანიის დირექტორს სპეციალური ჯილდო

გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდა შპს „არქ-პროექტი“, რომელსაც  2011 წლიდან დღემდე, 1 000-ზე მეტი საუკეთესო პროექტი აქვს შესრულებული. დაჯილდოებაზე საუკეთესო მენეჯერის ნომინაციაში სიგელი გადაეცა ბატონ გიორგი ბოლქვაძეს. მედია-ვარსკვლავი გადაეცა ქართული ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენელს, კომპანია „კალმარი-2011-ს”, რომელიც ისეთი მიმართულებით ახორციელებს სამუშაოებს, როგორიცაა: ინჟინერია, მშენებლობა, პროექტირება, დემონტაჟი.  მედია-ვარსკვლავით დაჯილდოვდა თამაზ შილაკაძე – უდიდესი გამოცდილებითა და წარსულით გამორჩეული კომპანია „საქგზამეცნიერება“. ჯილდო გადაეცა საქართველოს სამთამადნო წარმოების ერთ-ერთ ლიდერ კომპანია  „ბლექ გოლდს“ და მის ხელმძღვანელს - მერაბ ხარაძეს. დაჯილდოვდა სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011” და ალიოშა ოსეფაშვილი. მედია-ვარსკვლავი გადაეცა „მონტაჟჯორჯიას“ და მის ხელმძღვანელს, ბატონ დავით კახიანს. ასევე, დაჯილდოვდა დეველოპერული კომპანია „რეალ პალაცე,” რომელიც მრავალსართულიანი ბინების მშენებლობას აწარმოებს ბათუმში. მედია-ვარსკვლავი გადაეცათ შემდეგ კომპანიებს: „პროექტმშენკომპანის“, რომელიც საავტომობილო გზების პროექტირებას, მშენებლობასა და რეაბილიტაციას ახორციელებს და

კომპანია „პოლიმერი1-ს” გოფრირებული მილების  და საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემების წარმოებისთვის.

 მედია-ვარსკვლავი გადაეცა დეველოპერულ კომპანია „ტრიდეს“, რომელიც 2007 წელს დაარსდა და თავისი ინოვაციური,  ორიგინალური პროექტებითა და თანამედროვე არქიტექტურით, მალევე  აღმოჩნდა  საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „ტრიდე“ მედია-ჰოლდინგ „თბილისელების“ რჩეული გახდა და დამსახურებული  ჯილდო კომპანიის დირექტორს, ბატონ მიხეილ მარს გადაეცა. „მედია-ვარსკვლავი“ გადაეცა ციცო ფუტკარაძეს, რომლის სახელსაც სულ ახლახან განხორციელებული ევროპული სტანდარტების მქონე სასტუმრო „აივნის“ მშენებლობა უკავშირდება.
„მედია-ვარსკვლავი“ გადაეცა დაცვის კომპანია „ალგანს”, რომელიც უკვე 14  წელია, წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.  დაჯილდოვდა საინვესტიციო კომპანია „ველსმენეჯმენტი“, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მოკლე დროში დაიმსახურა „მედია-ვარსკვლავი“.
მედია-ვარსკვლავით დაჯილდოვდა: 2016 წლის საუკეთესო მრავალპროფილურ კლინიკად აღიარებული მაღალი სამედიცინო ხარისხისა და პროფილის მქონე კლინიკა
„მედიქლაბჯორჯია“, ასევე, მისი უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ნიკოლეიშვილი.
ღონისძიების შემდეგ ნაწილში ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პერსონები დაჯილდოვდნენ „საუკუნის ვარსკვლავით“. აღნიშნული ნომინაცია, სპეციალური კვლევების საფუძველზე შეირჩა და მხოლოდ იმ კომპანიებსა და ბრენდებს გადეცათ, რომელთაც ქართულ საზოგადოებრივ ისტორიაში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. „საუკუნის ვარსკვლავის“ ნომინაციაში  მედიცინის სფეროდან დაჯილდოვდა სულ ახლახან გარდაცვილილი, ქართული აკადემიური აზროვნებისა და მედიცინის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა. ბაბუის დამსახურებული  ჯილდო  მის შვილიშვილს გადაეცა. ასევე, საუკუნის ვარსკვლავის ნომინანტი გახდა უროლოგიის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში - ბატონი ლაურ მანაგაძე. აღნიშნულ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: ოფთალმოლოგიის დარგის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბატონი ალექსანდრე ჩიჩუა; აკადემიკოსი ზურაბ ქევანიშვილი, რომელიც
რამდენიმე ათეული წელია, აუდიოლოგიის დარგში მოღვაწეობს და არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევის პიონერია ამ მიმართულებით.  მედია-ვარსკვლავის მფლობელი  გახდა, მისივე კლინიკის

ახალგაზრდა, წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი - ბატონი ზაზა ხუციშვილი. გარდა ამისა, წარმატებული საქმიანობისა და მრავალწლიანი აღიარებისთვის „საუკუნის ვარსკვლავი“ გადაეცათ: კომპანია „სოკარ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეს, ბატონ დავით ზუბიტაშვილს – ქართულ ენერგეტიკაში წლების განმავლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. „საუკუნის ვარსკვლავი” გადაეცა კომპანია „სარაჯიშვილს“.  საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, „სარაჯიშვილის სახლი“ ღირსეულად განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. „სარაჯიშვილის სახლის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. დღეს „სარაჯიშვილის სახლი“  მსოფლიოს 4 კონტინენტის 20-მდე ქვეყანაში ახდენს პროდუქციის ექსპორტს. მუდმივმა შემოქმედებითმა ძიებამ, საქმის სიყვარულმა და წინსვლის სურვილმა, შექმნა საუკეთესო
ქართული ღვინის ბრენდის მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილის სახლი“.  „საუკუნის ვარსკვლავი“ გადაეცა ბატონ ფრიდონ ინჯიასაც - „ახალი ქსელებისა“ და  „ფოპტნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს,  რომლის სახელსაც უკავშირდება კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება საქართველოში. მას დღემდე უდიდესი წვლილი შეაქვს სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში.
მედია-ვარსკვლავი გადაეცათ სუსტი სქესის ძლიერ წარმომადგენლებს: ქალბატონ  ნაზი ალასანიას, რომლის სახელიც ძალიან ბევრ სერიოზულ პროექტს უკავშირდება; ქალბატონ მარიკა მამფორიას – კომპანია „თურსის“ დამფუძნებელს და ქალბატონ თამარ აბესაძეს – კომპანია „ემ ენდ ფემილის” დამფუძნებელს.  დაჯილდოვდა კიდევ ერთი ქალბატონი - ია შოთაძე, რომელიც ოპტიკურ მაღაზიათა ქსელის ლიდერი და ხარისხით გამორჩეული კომპანია „საფილოს“ დამფუძნებელია.
სპეციალურად ექიმებისთვის დამზადებული ულამაზესი ჯილდოთი - „მზრუნველი ხელი“ დაჯილდოვდა: ფართო პროფილის  ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგთა ასოციაციის ოქროს მედლის მფლობელი,  ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ბატონი ომარ ღიბრაძე. ასევე, დაჯილდოვდა სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ დამფუძნებელი. მედია-ვარსკვლავი გადაეცა

ამავე კლინიკის გამორჩეულ ნეიროქირურგს, გოჩა ჩუტკერაშვილს და გინეკოლოგ-ენდოსკოპისტს, ბატონ ვადიმ ხატიაშვილს. მედია-ვარსკვლავი გადაეცა სამედიცინო სფეროში დღეს ერთ-ერთ, ყველაზე წარმატებულ „იმედის კლინიკას“, რომელიც სამშობიარო სახლს და პედიატრიულ  კლინიკას აერთიანებს. დაჯილდოვდა წლის პედიატრად აღიარებული - თემურ მიქელაძე. მედია-კარსკვლავი გადაეცა აღიარებულ პულმონოლოგს, ფტიზიატრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს - კახა ვაჭარაძეს. ჟურნალის მკითხველისგან სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა  ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, ხოლო მედია-ვარსკვლავი  მის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს  - ქალბატონ მაია გოთუას გადაეცა. სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი” და მისი გამორჩეული ექიმი,  ბატონი ვახტანგ ხელაშვილი. მედია-ვარსკვლავი გადაეცა მეან-გინეკოლოგს,  მრავალპროფილური  კლინიკის  „ჯანმრთელობის სახლის“ დამაარსებელსა და ხელმძღვანელს - პროფესორ ამირან ქორიძეს; ასევე,
საქართველოში ბარიატრული და მეტაბოლური ქირურგიის  დამაარსებელსა და ასოციაციის პრეზიდენტს,  ბატონ ნიკოლოზ
გვახარიას. დაჯილდოვდნენ: საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი - ბატონი ზვიად ბახუტაშვილი; დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინული ასოციაციების თავმჯდომარე – ბატონი რამაზ ყურაშვილი; პლასტიკური ქირურგი - ბატონი სიმონ მუმლაძე, რეპროდუქტოლოგი - შორენა მაისურაძე; ქუთაისის ¹2 სამშობიარო სახლი, ქალთა კლინიკა Medicare Georgia და მისი ხელმძღვანელი - ქალბატონი თამარ უბილავა; გამორჩეული ოფთალმოლოგი - მიხეილ ომიაძე.
მედია-ვარსკვლავი გადაეცათ: გერმანულ კომპანია „ჰუმანას” ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში - შპს „ჰუმანა ჯორჯიას“; ასევე, კომპანია „ლიდერფუდს“, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას;  ქართული ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკეს”, რომელიც  1961 წელს დაარსდა; ბრენდ „სანდომს,” რომელიც 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს;  სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ დამფუძნებელს, იოსებ ღუდუშაურს; კომპანია Aqua-terra-ს საკუთრებაში არსებულ მაღაზიათა  ქსელ „ბუნებას“, „ევროპის უნივერსიტეტს“; წარმატებულ ახალგაზრდა ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს; იურიდიული კომპანია „მაკგილის“ ადვოკატ  როინ მიგრიაულს; სკანდალური ადვოკატის სახელით ცნობილ ქალბატონ - ლედი ტუკვაძეს; ავეჯის მაღაზიათა ცენტრ „ნიტას” და მის მფლობელს - მირანდა ხეცურიანს; აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია  RG GROUP-ს; ღვინის მწარმოებელ კომპანია „მილდიანი ჯგუფს”. მედია-სიგელი გადაეცათ:  რესტორნების ქსელ „ჭაშნაგირს“ და რესტორან „მეფეთუბანს“. დაჯილდოვდა კომპანია „ასორტი“
და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატო ცომაია. აღსანიშნავია, რომ  სწორედ მათ მოამზადეს ღონისძიებისთვის არაჩვეულებრივი  ნამცხვრები და საიუბილეო ტორტი.
ასევე, დაჯილდოვდნენ: „იფქლი დიღომი“, სპა-სასტუმრო „ვილა რეტა“; პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელი  „ტოტალ შარმი“; სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“; ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზია - Little One; მაღაზიათა ქსელი Home; სილამაზის ცენტრი „კალა“; ქართული ბრენდი - „მარი–გოლდი“; სათამაშოების მაღაზიათა ქსელი  -   „ჭიტა“. დაჯილდოვდა კომპანია Night Show რომელიც ღონისძიების  ერთ-ერთი დამხმარე ძალა გახლდათ.
სასაჩუქრე ვარსკვლავებზე იმუშავა ახალგაზრდა ხელოვანთა გუნდმა – ბატონებმა: სერგი ანდღულაძემ, კონსტანტინე რამიშვილმა და  გიორგი ანდღულაძემ. როგორც პერსპექტიულ ხელოვანებს, „ზარაფხანამ“ მათ სპეციალური ჯილდო გადასცა. მედია-ვარსკვლავი გადაეცათ დაჯილდოების მხარდამჭერებს: თაკო დოლაბერიძესა და  დიზაინერს, ქალბატონ ნატალია ჭყონიას, რომელმაც იზრუნა  საღამოს გალამაზებაზე.
სამაგალითო,  უმაღლესი დონის მომსახურებისა და უგემრიელესი კერძებისთვის, სპეციალური მედია-ვარსკვლავი გადაეცა რესტორან-მუზეუმ „გუჯარს“.
მედია-ჰოლდინგ „თბილისელებისა“ და მედია-კავშირის ერთობლივი გამოკითხვების შედეგად, სპეციალური სიგელებითა და მედია-ვარსკვლავებით დაჯილდოვდნენ: ტელეკომპანია „იმედი“ – გადაცემა „პრაიმ შოუ“ და მისი წამყვანი, ნინო ნადირაძე, ასევე, პროდიუსერი მაია სტეფნაძე.    ეფექტური   მუშაობისთვის დაჯილდოვდა ტელეკომპანია „იბერია“   და  მისი ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია. მედია-ვარსკვლავი გადაეცათ: ქართული პრესის ერთ-ერთი ლიდერის, გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტს, ნინო სამხარაძეს და ფოტორეპორტიორს, გიორგი აბდალაძეს.  
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ქართველი მომღერლები და ჟურნალ „თბილისელების“ ერთგული რესპონდენტები. სტუმრების განწყობაზე, თავიანთი საცეკვაო ნომრებით, იზრუნეს მაესტო მორისმა და მისმა დამ, რომლებსაც, ასევე, მედია-ვარსკვლავები გადაეცათ.

скачать dle 11.3