კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№8 როგორ გაიტაცეს ქართველმა ბანდიტებმა მოსკოვის ცენტრიდან 3 მილიონ 700 ათასი მანეთი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გრანდიოზული ხანძარი
1972 წლის 26 იანვარს, მოსკოვში, კალინინის გამზირზე, ერთმანეთს ორი ბენზინმზიდი შეეჯახა. მას მერე, რაც შეშინებულმა მძღოლებმა მანქანები მიატოვეს და გაუჩინარდნენ, გადმოღვრილ ბენზინს ცეცხლი წაეკიდა და საშინელი აფეთქება მოხდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ისეთი გრანდიოზული ხანძარი გაჩაღდა, როგორიც არ ყოფილა ნაპოლეონის შემოსევის შემდეგ, როცა მოსკოვი თავად რუსებმა გადაწვეს. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, შემთხვევის ადგილი მეხანძრეებით გაივსო, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობდნენ. მოსკოვის სხვადასხვა რაიონიდან ორმოცი სახანძრო მანქანა მივიდა და უნიფორმიანი მეხანძრეები ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ. მილიციამ პერიმეტრი გადაკეტა. გამორთეს ელექტროენერგია და გაზი, რომ მეხანძრეებს ხელი არ შეშლოდათ მუშაობაში. ახლომდებარე სახლებიდან კი, მოქალაქეები გამორბოდნენ. ორიოდე საათის შემდეგ, ხანძარი ლიკვიდირებული იყო. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია – ერთი ადამიანიც არ დაშავებულა. თუმცა, გაირკვა, რომ ამ ორომტრიალში, გაიძარცვა ¹14 შემნახველი სალარო, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში მდებარეობდა. გაიტაცეს სეიფი, სადაც 3 მილიონ 700 ათასი მანეთი იყო.

მოკვლევის შედეგები
¹14 შემნახველი სალაროს ძარცვა იმ წლებში, უპრეცედენტო შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ამდენი ფული ერთად არასდროს არავის გაეტაცებინა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო („მური“) ატარებდა და ამ საქმით საუკეთესო გამომძიებლები იყვნენ დაკავებულები. საგამოძიებო ჯგუფს კოკა რუსაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალიან გამოცდილი თანამშრომელი გახლდათ და საუკეთესო – თავის უწყებაში. 25 წლის  მაიორმა რუსაძემ, ჩვეული ენერგიულობით იმუშავა ხელქვეითებთან ერთად და საგანგებო თათბირზე თქვა:
– ამხანაგებო, დანაშაულის სურათი ასეთია – ბენზინმზიდები, ¹2 ნავთობბაზიდანაა გატაცებული და მათი მძღოლები გაკოჭილები აღმოვაჩინეთ მიტიშჩების დასახლების ერთ-ერთ სარდაფში. მანქანების შეჯახება და ხანძარი, რა თქმა უნდა, მოწყობილი იყო. ასევე, გაიტაცეს ¹18 სახანძრო რაზმის მანქანა, რომელიც ბოროტომოქმედებმა შემნახველი სალაროდან სეიფის გასატაცებლად და ბოროტმოქმედების შესანიღბავად გამოიყენეს. მათ ოსტატურად ისარგებლეს ელექტროენერგიის გათიშვით, რამაც სიგნალიზაციის გამორთვა გამოიწვია და როდესაც დანაშაულის ადგილზე, ოცი წუთის შემდეგ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლები გამოცხადდნენ ობიექტის დასაცავად, დანაშაული უკვე ჩადენილი იყო. მოკვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოქმედებდა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა, ჩვენი ვარაუდით, ათი-თორმეტი ადამიანის შემადგენლობით. ასე რომ, მთლად თივის ზვინში ნემსის ძებნა არ მოგვიწევს და ენერგიულად უნდა ვიმოქმედოთ.
მურელებმა მთელი თავიანთი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენეს, მაგრამ მძარცველების კვალს ვერ მიაგნეს და გამოძიება ჩიხში შევიდა.

მახვილგონივრული მიგნება
ძარცვის საქმე იმდენად სუფთად იყო გაკეთებული, რომ ბოროტმოქმედებს, ფაქტობრივად, არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ. მიუხედავად ამისა, კოკა რუსაძე დარწმუნებული იყო, რომ ხელჩასაჭიდს აუცილებლად იპოვიდა. საქმეზე ფიქრის დროს, მაიორს გონება გაუნათდა და წამოიძახა: სეიფი, სადაც ფული იყო შენახული... სეიფი უნდა მოძებნოთ და გამორიცხული არაა, ხელჩასაჭიდიც ვიპოვოთო...
კოკა რუსაძემ ოპერატიულ სამსახურებს დაავალა, რომ მოსკოვის ნაგავსაყრელებზე, ჯართის მიმღებ პუნქტებსა თუ  მიტოვებულ, დასანგრევად გამზადებულ სახლებში, „ოტო და გრილის“ ფირმის ცეცხლგამძლე სეიფი მოეძებნათ. მართლაც, სოლნცევოს დასახლებასთან მდებარე ნაგავსაყრელზე, სეიფი იპოვეს. ის ავტოგენით იყო გაჭრილი. ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ მასში სულ ცოტა ხნის წინ ფული იყო შენახული და სწორედ ის გაიტაცეს ბოროტმოქმედებმა შემნახველი სალაროდან. სეიფზე, მართალია, თითების ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, მაგრამ იპოვეს სისხლის კვალი. ექსპერტებმა კი დაადგინეს, რომ მას, ვინც ეს კვალი დატოვა, ვენერიული დაავადება, სიფილისი, სჭირდა. კოკა რუსაძის გენიალურმა, მახვილგონივრულმა მიგნებამ გამოძიება მკვდარი წერტილიდან დაძრა. ეძებდნენ სიფილისით დაავადებულ მამაკაცს, რომელსაც მეოთხე ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი ჰქონდა. გარდა ამისა, გამომძიებლებმა მიაგნეს ორ მოწმესაც. ფერადი ლითონის მაძიებელმა ცოლ-ქმარმა – ივანე და ალა პოტაპოვებმა ოპერმუშაკებს უთხრეს: 27 იანვარს, ნაგავსაყრელზე ფერად ლითონებს ვაგროვებდით. დაახლოებით, 14 საათსა და 30 წუთზე მოვიდა თეთრი ფერის ფურგონიანი „მოსკვიჩი“, საიდანაც ორმა კაცმა სეიფი ჩამოაგდოო.  მათ მანქანის სრული ნომერი და სერია არ იცოდნენ, თუმცა დაამახსოვრდათ ბოლო ორი ციფრი (1972 წელს, მანქანებს ოთხციფრიანი ნომრები ჰქონდათ) და ეს იყო 06. მორიგ თათბირზე, რუსაძემ კოლეგა ხელქვეითებს უთხრა:
– ამხანაგებო, ნაკლებსავარაუდოა, რომ „მოსკვიჩი“, რომლითაც სეიფი  მიიტანეს ნაგავსაყრელზე, ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს. ეძებეთ თეთრი „მოსკვიჩი“, რომლის ბოლო ორი ციფრია „06.“
კოკა რუსაძის ხელქვეითებმა გადაამოწმეს და გაარკვიეს, რომ თეთრი „მოსკვიჩი“ არავის გაუტაცებია მოსკოვსა და მის შემოგარენში. ავტოინსპექციაში რეგისტრირებული „ბუტკა“ „მოსკვიჩებიდან“ კი, ბოლო ორი ციფრი – „06“ ექვს ადამიანს ჰქონდა. მურელებმა ყველა ამ პიროვნების დამუშავება დაიწყეს და კოკა რუსაძე კვალს დაადგა.

ლალიაშვილის ბანდა
მაიორი რუსაძე გამორიცხვის მეთოდით მოქმედებდა და დარწმუნდა, რომ თეთრი ფერის „ბუტკა“ „მოსკვიჩი”, სახელმწიფო ნომრით „მაი – 27-06“ ეკუთვნოდა ზურაბ რატიანიძეს, მეტსახელად „ქიშოს“, რომელიც ადრე ნასამართლევი გახლდათ პოლიგამიისთვის (მრავალცოლიანობა). მუშაობდა შემდუღებლად მექანიკურ ქარხანაში და სიფილისიც მას სჭირდა. „ქიშოს“ რუსაძის ხალხი კუდზე დააჯდა და მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა. პარალელურად კი, გამომძიებლები რატიანიძის კავშირებს იკვლევდნენ. მაიორ რუსაძეს უნდოდა, რომ ისეთი ოპერაცია ჩაეტარებინა, რომელიც მთელ ბანდას მოახელთებინებდა. თუმცა, „ქიშოზე“ მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ერთად, ოთხი საყვარელი ჰყავდა და რიგრიგობით რჩებოდა მათთან. სხვა რაიმე საეჭვო მას ვერ უპოვეს. დრო რომ არ დაეკარგათ, რუსაძემ „ქიშოს“ დაკავება ბრძანა და როცა რატიანიძე თავის საყვარელთან, ზეინაბ ბაბაევასთან მივიდა, იქ მურელები დახვდნენ. რუსაძის მეთაურობით. პირველი დაკითხვა მაიორმა იქვე, ბინაში ჩაუტარა „ქიშოს“ და რატიანიძე ყველაფერში გამოტყდა. მან დაწვრილებით უამბო რუსაძეს ჩადენილი დანაშაულის ყველა დეტალი და ბოროტმოქმედთა ბანდაც სრულად დაასახელა. ბანდის მეთაური იყო კოლა ლალიაშვილი, მისი მარჯვენა ხელი კი – უჩა ჩხეტია, იგივე „აბლოსა“; შემსრულებლები –  კოსტა ვეფხვაძე, „ციციკორე“, „ძიბო“ და დავით ანგელოზოვი, მეტსახელად „შავტუხა“. ამ ბანდიტურ დაჯგუფებას ლალიაშვილი ერთპიროვნულად მართავდა და ისე ჰყავდა „პაძელნიკები“ დამუშავებული, ფაქტობრივად, კვალს არ ტოვებდნენ. რომ არა რუსაძის მახვილგონივრული მიგნება, ბანდიტებს 3 მილიონ 700 ათასი მანეთი შერჩებოდათ. თუმცა, ყველანი 1972 წლის 5 თებერვალს დააპატიმრეს. ფული სრულად ამოიღეს და ბანდიტები ციხეში გამოამწყვდიეს. კოკა რუსაძემ პოდპოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი მიიღო და სოლიდური პრემიით დააჯილდოვდა.
P.S. კოკა რუსაძე დღესდღეობით, მოსკოვში ცხოვრობს, 70 წლისაა და თადარიგის გენერალ-ლეიტენანტია.
скачать dle 11.3