კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: არ ვხმარობ პომადას. როგორ მოვუარო და დავიცვა ტუჩის კანი, რომ სიცივეში არ გამოშრეს და დასკდეს?
პასუხი:
შემოგთავაზებთ, რამდენიმე უმარტივეს და საოცრად ეფექტურ რეცეპტს. 1. შაქრის სკრაბი – მოათავსეთ ცოტა შაქარი ლამბაქზე და შეურიეთ ზეითუნის ზეთი. აურიეთ კარგად და მიღებული მასით ნაზად დაიზილეთ ტუჩები. გაიჩერეთ სკრაბი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს, ჩამობანილ და შემშრალებულ ტუჩზე აუცილებლად წაისვით ჰიგიენური პომადა ან ვაზელინი. 2. თაფლის ნიღაბი – ტუჩს მეტად არბილებს და გლუვს ხდის თაფლისა და ვაზელინის კომბინაცია. გაიჩერეთ ტუჩზე აღნიშნული ნარევი 10-15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით მოიშორეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. 3. ლიმონისა და შაქრის ნიღაბი – კარგად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში, დაიტანეთ ტუჩზე და თითის წრიული მოძრაობით გაინაწილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ჰიგიენური პომადა ან ვაზელინი.
კითხვა: მითხრეს, რომ მაიონეზი საოცრად არბილებს თმას და მას მბზინვარეს ხდის. როგორ დავამზადო მისგან თმის ნიღაბი?
პასუხი: დიახ, მაიონეზის ნიღაბი არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას. აიღეთ 100 გრამი მაიონეზი, დაუმატეთ 1 კოვზი არაყი და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ თმაზე. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი გაიჩერეთ 20–30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი განსაკუთრებით მშრალი ტიპის თმას უხდება.
კითხვა: როგორ თმაზე უნდა ვიხმაროთ ბალზამი და კონდენციონერი?
პასუხი:
1ხვეული თმის დაბანის შემდეგ, აუცილებლად იხმარეთ ბალზამი. მშრალ თმას კი, კონდიციონერი ესაჭიროება.
კითხვა: ეფექტურია თუ არა მუწუკის მოსაშორებლად კბილის პასტის გამოყენება?
პასუხი:
კბილის პასტას აქვს კანის ცხიმის შეწოვის უნარი. ამიტომ, პასტის მუწუკზე დადების შემდეგ, მისი მოცულება მცირდება. პასტა თეთრი ფერის უნდა იყოს და ძილის წინ დაიდეთ პრობლემურ ზონაზე. გაითვალისწინეთ, ზოგიერთ ადამიანს კბილის პასტაზე შესაძლოა, ალერგია ჰქონდეს. ამიტომ, აკნესთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალური საშუალებების გამოყენებაა.

скачать dle 11.3