კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ჰოლმსის ალღო

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჰოლმსს ყველაზე ძალიან ორი-სამი საქმე უყვარდა და თავის კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებდა. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანდა პრობლემა, რომლისთვისაც დიდებულ მაძებარს მიმართეს. ერთ დილით ჰოლმსმა წერილი მიიღო – ვინმე ელიოტ გარიდები უმორჩილესად სთხოვდა, მასთან მისულიყო. ჰოლმსს გაუკვირდა. კიდევ უფრო გაუკვირდა უოტსონს, რადგან მისმა მეგობარმა მოულოდნელად ყურადღებით წაიკითხა წერილი.
– ჰმ, საინტერესოა, უცნაურია, თუმცა, ვგრძნობ, რომ ამ აბდაუბდის მიღმა საშინელი დანაშაული იმალება. ინტუიცია და ალღო იშვიათად მღალატობს. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა ავდგეთ და მივიდეთ კაცთან, რომელმაც ეს წერილი გამოგვიგზავნა.
– იმ ელიოტ გარიდებთან? ღმერთო, რა გვარია. მსგავსი არასდროს გამიგონია.
– საქმეც ეგაა, უოტსონ, ეს კაცი – გარიდები სიძველეების მოყვარული მეცნიერია. ყოველ შემთხვევაში, ასე მწერს – სრულიად მარტოა. არც ოჯახი აქვს, არც ნათესავები ჰყავს. ორი კვირის წინ მოგვარემ მიაკითხა – გარიდებმა, ამერიკიდან: ვიღაც ადვოკატმა და უთხრა, რომ კიდევ ერთმა გარიდებმა, რომელმაც ოქროს საბადოებზე დიდი ფული იშოვა და შემთხვევით მისი კლიენტი იყო, სიკვდილის წინ უცნაური ანდერძი დატოვა. თუ ეს ადვოკატი გარიდები, თავის გარდა, კიდევ ორ გარიდებს იპოვიდა, ხუთ მილიონ დოლარს მიიღებდა და ეს ფული სამივე გარიდებზე გაიყოფოდა. ამერიკელი გახარებული იყო, რომ ერთი გარიდები იპოვა. ახლა უკვე ორნი მესამეს ვიპოვით, ზღაპარი რეალობად იქცევა და ყველა გავმდიდრდებითო.
– ჰოლმს, ეს რა სულელური მონაჩმახია...
– შენც ასე ფიქრობ, ხომ?! აი, მისტერ ელიოტს კი სჯერა. უნდა გავიგო, ვინ არის ის ვიღაც გარიდები და რისთვის ჩამოვიდა ამერიკიდან. წავიდეთ, უოტსონ, ვესტუმროთ.
ელიოტ გარიდები ვესტ-ენდში ცხოვრობდა, ლითლ რაიდერ სთრითზე, აგურის ძველ სახლში, რომელსაც ქირაობდა და იქ ოთხი წლის წინ დასახლდა. სამოცდაორი წლის იყო. სამი ოთახი სიძველეებით ჰქონდა სავსე. ჰოლმსმა გულდასმით დაათვალიერა ისინი.
– მისტერ ელიოტ, შეგიძლიათ, ამიწეროთ ის კაცი, რომელმაც მემკვიდრეობის შესახებ შეგატყობინათ?
– დიახ, დაბალია. წვრილი ულვაშები და ჭრელი თვალები აქვს. მუდმივად აქეთ-იქით აცეცებს და ერთ ადგილას ვერ ისვენებს. მგონი, სიხარულისაგან იქცეოდა ასე. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან გამიხარდა. თუ ეს საქმე გამოვა, ჩემს დიდი ხნის ოცნებას ავისრულებ. კიდევ ბევრ უნიკალურ ნიმუშს შევმატებ ჩემს კოლექციას და შევძლებ, პატარა მუზეუმიც გავხსნა.
– რა ჰქვია ამერიკელ თქვენს მოგვარეს?
– ჰადსონ გარიდები. როგორც უკვე გითხარით, ადვოკატია. დამპირდა, რომ გაზეთებში განცხადებებს განათავსებს და მესამე მოგვარეს მალევე ვიპოვით.
– შეიძლება, თქვენი კოლექცია დავათვალიერო? – ჰოლმსმა ოთახში მიმოიხედა.
– რა თქმა უნდა, მისტერ ჰოლმს. თქვენს ინტელექტზე ბევრი მსმენია. მინდოდა, მეთხოვა, რომ თუ ჩვენი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, მესამე გარიდების მოძებნაში დამეხმაროთ. ფული ჯერ არ მაქვს, მაგრამ მემკვიდრეობას მივიღებ თუ არა, კარგად გადაგიხდით.
– ჩავთვალოთ, რომ მოვილაპარაკეთ. მისტერ ჰადსონ გარიდები თუ დაინტერესდა თქვენი ნივთებით?
– ო, არა. მისთვის ჩემი კოლექცია არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. მე შევთავაზე, რომ თქვენ დაგკავშირებოდათ, მაგრამ გაბრაზდა, რა საჭიროაო.
– კარგი, ხომ არ იცით, თქვენამდე აქ ვინ ცხოვრობდა?
– არა, სერ. როცა გადმოვედი, ბინა უკვე ცარიელი იყო.
– კიდევ შემოგივლით, მისტერ გარიდები. თუ რამე სიახლე იქნება, მაცნობეთ.
– რა თქმა უნდა, მისტერ ჰოლმს.
მეორე დღეს უოტსონს ჰოლმსისთვის თვალი არ მოუკრავს და ლამის დაავიწყდა კიდეც გარიდების ამბავი, მაგრამ დილით, საუბრისას ჰოლმსი დაბრუნდა. სახეზე კარგად ნაცნობი გამომეტყველება აღბეჭდვოდა.
– საზიზღარი საქმეა, უოტსონ. გავიგე, ვინ არიის ის ამერიკელი გარიდები – მკვლელია და ძალიან საშიშიც. დიდი ალბათობით, სწორედ მასთან მოგიწევს საქმის დაჭერა. მუდმივად შეიარაღებულია და გაუფრთხილებლად ისვრის. ამერიკაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მაგრამ გაიქცა და ლონდონში ჩამოვიდა. ფოტოსაც გაჩვენებ, უოტსონ. ნახეთ, მკვლელის სახე თუ არ აქვს. ჰადსონ გარიდები კი არა, ჯეიმს უინგერია, იგივე მარკორიფტი და „მკვლელი ევანსი“.
– კი მაგრამ, ამ საწყალი კაცისგან რა უნდა?
– მართალი ხარ, უოტსონ. მოტივი მართლაც მნიშვნელოვანია. ჯერ ვიფიქრე, რომ გარიდების კოლექციაში იყო რაიმე ისეთი, განსაკუთრებულად ძვირად ღირებული ექსპონატი, მაგრამ ასე არ არის. საიდუმლო სახლში იმალება. აი, ჩემი ეჭვის დადასტურება – ჰოლმსმა უოტსონს დილის გაზეთი აჩვენა, სადაც პატარა განცხადება იყო განთავსებული: „იყიდება დაწნული შოლტები, აღჭურვილობა ეტლებისთვის, ფურგონებისთვის... – ბირმინჰემი, ასტონი. გარიდები“
– ეს რა არის?
– მესამე გარიდები, უოტსონ. საწყალმა მეცნიერმა უკვე დამირეკა და მითხრა, მალე მდიდარი ვიქნებიო. შუადღისას მიემგზავრება ბირმინჰემში, რომ მოგვარე გაიცნოს. ეს განცხადება რომ ევანსის მიერ არის გამოქვეყნებული, ეჭვიც არ მეპარება. მთელი ამ სპექტაკლის მიზანი სამი გარიდების შესახებ, ამ კაცის აქედან გატყუებაა. ჩვენ წავალთ და ამ ევანსს გარიდების სახლში დავხვდებით. იარაღი წამოიღე, უოტსონ, საქმე თავზეხელაღებულ მკვლელთან გვაქვს.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჰოლმსმა ივარაუდა. მას და უოტსონს დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ. „მკვლელი ევანსი“ სახლში უჩუმრად შეიპარა. ხელში ძალაყინი ეჭირა და იმ ოთახის იატაკს დაუწყო აყრა, სადაც მეგობრები იმალებოდნენ. როცა მისი თავი იატაკის ქვეშ გაუჩინარდა, ჰოლმსმა უოტსონს ანიშნა, დროაო. ევანსი არ ელოდებოდა მოულოდნელ თავდასხმას. მაგრამ გასროლა მაინც მოასწრო და უოტსონი მხარში მსუბუქად დაჭრა. ჰოლმსი გამწარდა და დამნაშავეს ისეთი მუშტი უთავაზა, ეს უკანასკნელი დაბარბაცდა და არც კი განძრეულა, როცა ხელბორკილებს ადებდნენ.
როცა უოტსონს ჭრილობა შეუხვიეს და სკოტლანდ-იარდიდან ლესტრეიდმაც მიირბინა, ჰოლმსმა ოთახის საიდუმლო ახსნა. იატაკის ქვეშ, საიდუმლო საცავში მოთავსებული იყო მთელი მოწყობილობა ყალბი კუპიურების დასამზადებლად და დასტებად შეკრული ყალბი ფული, რომელიც მზად იყო მიმოქცევაში გასაშვებად.
– ნახეთ, ეს იმ პრესკოტის სრული აღჭურვილებაა, ოთხი წლის წინ რომ მოკლა ევანსმა. პრესკოტი ჩვენი დროის ყველაზე გამოჩენილი ყალბი ფულის მჭრელი იყო. ლესტრეიდი დამეთანხმება, რომ პოლიცია დიდხანს ცდილობდა მისი სტამბის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. გარიდებმა არც კი იცოდა, რა ხდებოდა მისი ბინის იატაკქვეშ. სამაგიეროდ, იცოდა ევანსმა. ამიტომაც მოიგონა ზღაპარი გარიდებების შესახებ, რომ კოლექციონერი, რომელიც გარეთ ფეხს არ დგამდა, ბინიდან გაეტყუებინა. საწყალი გარიდები, გამდიდრებაზე ოცნებას სამუდამოდ დაემშვიდობა. ევანსი კი ლონდონის ციხეს თავს ვერ დააღწევს, თანაც დიდი ხნით.
– რატომ უნდა დამაპატიმროთ? მოულოდნელად ამოიღო ხმა ევანსმა, – პირიქით, ორდენი მეკუთვნის, დაზგა რომ აღმოგიჩინეთ. გარიდებისთვის თითი არ დამიკარებია. უმწეო, უიღბლო ადამიანებს არ ვერჩი, გული მიჩუყდება.
– ჩემს მეგობარს რომ დაესხი თავს და დაჭერი? ან იქნებ, ყალბი ფულის მჭრელის მკვლელობაც არ გეჩვენება საკმარისად, რომ დაგაპატიმრონ. საკმარისია, ლესტრეიდ, პატიმარი შენს განკარგულებაშია...
ორდენი ნამდვილად მიიღო, ოღონდ ჰოლმსმა.

скачать dle 11.3