კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ის, რაც კაცს ხიბლავს



რა ხიბლავს ქალში მამაკაცს ყველაზე მეტად? – ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის არაერთგვაროვანია. მამაკაცების უმრავლესობას ამ საკითხზე თავისი  მოსაზრება აქვს. თუმცა, რაღაცებში   ისინი თანხმდებიან. მაგალითად, გამოკითხვებით ცნობილი გახდა, რომ...
1. მამაკაცი იხიბლება, როცა ხედავს, ქალი მისით დაინტერესებულია: აინტერესებს მისი ცხოვრება, მისი მოსაზრებები და შეხედულებები.
2. როგორც აღმოჩნდა, კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ოჯახი. ის, თუ როგორი ძმა, და და მშობლები ჰყავს მას. შეიძლება, ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ ყურადღებიდან არ გამოეპარება.
3. მამაკაცი იხიბლება ყურადღებიანი ქალით. ანუ, იმ ქალით, რომლის გვერდითაც თავს ნებისმიერ დროს კარგად გრძნობს.
4. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც სხვების მიმართ კეთილგანწყობილია და იცის, როგორ წავიდეს კომპრომისზე.
5. მამაკაცს აუცილებლად მოეწონება ქალი, რომელიც იღებს მას ისეთს, როგორიც არის და არ ცდილობს, შეცვალოს.
6. მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას ხშირად ეხება. ის იხიბლება ქალით, რომელმაც იცის, როგორ დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს.
7. მამაკაცს არ გამოეპარება  და აუცილებლად მოიხიბლება მისით, თუ ქალმა იცის, რა სურს ცხოვრებაში.
8. კაცები აფასებენ იუმორის გრძნობას ქალში და მოსწონთ, როცა მას შეუძლია, კაცი გააცინოს.
9. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც შეუძლია დაინახოს და აღიაროს საკუთარი შეცდომა.  კაცებს უყვართ კეთილი ქალები და  ისეთები, რომლებიც  არ ართულებენ ურთიერთობას.
10. კაცს უნდა გვერდით ქალი, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ და ნათლად თქვას, რა სურს და არ ელოდება, როდის მიუხვდებიან, მას იმას, რაც გულში გაივლო. ანუ,   მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას ცხოვრებას უმარტივებს.
ყველა კაცს უნდა გვერდით ისეთი ქალი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს და ხელს შეუწყობს წარმატების მიღწევაში.
ყველა მამაკაცი იხიბლება სტაბილური და გაწონასწორებული ქალით, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესს გახდის.

ქორწინებამდე
 გასავლელი ეტაპები


გაიცანით ახალგაზრდა მამაკაცი და ყველაფრი გაინტერესებთ მის შესახებ. იმიტომ, რომ მოგეწონათ. რას გააკეთებთ? ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ სერიული მკვლელი არ არის, მერე კი, შეგიძლიათ, წახვიდეთ მასთან ერთად ყავის დასალევად, კინოში...  ანუ, დაიწყოთ ურთიერთობის განვითარება.
მერე კი, გვიან ღამით, მეგობრებს შთაბეჭდილებების შესახებ მისწერთ და ეტყვით, რომ ის ისეთი საყვარელია – კარგად აღზრდილი, თანაც სიმპათიური.
შესაძლებელია, მიხვიდეთ მასთან სახლში. შეაფასო მისი ინტერესების სფერო. მაგალითად, წიგნის თაროები და ოთახი, რომელიც „მოგითხრობთ“ იმის შესახებ, რომ მას აშკარად უყვარს კომპიუტერული თამაშები! ან დიზაინერად მუშაობს, რადგან დიდი მონიტორი აქვს.
 თქვენ ისევ შეხვდით ერთმანეთს. გაცვიათ ლამაზი კაბა, რომელიც მას ძალიან მოეწონა.  ორივე შესანიშნავად გრძნობდით თავს.
რა არის შემდეგი ეტაპი?  მეგობრების გაცნობა. აცნობთ მეგობრებს, მერე კი გაცნობთ – ის. შეეცადეთ, ყველა მეგობარი ერთად არ დაახვიოთ თავზე. ასე, თავბრუც კი დაეხვევა,  ნელ-ნელა შეაჩვიეთ.
მოგზაურობა ტესტია ნებისმიერი ურთიერთობისთვის.
გაემგზავრეთ უქმეებზე ქალაქგარეთ. არ არის აუცილებელი ტყეში კარვით სიარული – საკმარისია, ერთი-ორი საათი მანქანით გასეირნება, რომ  მისი ხასიათის თავისებურებები ამოიცნოთ.
მან გიყიდათ კბილის ჯაგრისი. თქვენ კი – საპარსი. მოკლედ, მოილაპარაკეთ.
თქვენ პირველად იჩხუბეთ რაღაც სისულელის გამო, მაგრამ მაშინვე შერიგდით.
დადგება ეტაპი, როცა  ერთმანეთის მშობლები უნდა გაიცნოთ. მნიშვნელოვანი ეტაპია, ცოტათი რთული და უხერხული, მაგრამ დასაძლევი.
თუ ეს ყველაფერი გადაიტანეთ, ერთად თამამად წახვალთ ქორწილში,  წვეულებაზე, დაბადების დღეზე, ნათესავების ოჯახურ სადილებზეც კი.
ბოლოს, ფინალური ეტაპიც დგება – შემოგთავაზებთ, გადახვიდეთ მასთან საცხოვრებლად. შესაძლებელია, ძალიან დიდი ხნითაც.

ის ერთადერთი

ყველა მამაკაცის ცხოვრებაში არსებობს ერთი ქალი, რომელსაც უპირობოდ მიიღებს და საშუალებას მისცემს, გადაატრიალოს მისი ცხოვრება. დაუტოვებს ნაკვალევს ცხოვრების სავალ გზაზე და სამუდამოდ დაიბუდებს მის გულში.
ყველა მამაკაცს ჰყავს – ის, ერთი ქალი...  და თუ ჰყავს, უზომოდ ბედნიერია ამით.
ქალი, რომელიც ცვლის ცხოვრებას და თავად კაცს. კაცი მისით ავადდება, მისთვის სიმაღლეებს იპყრობს, ოცნებობს მასზე, სჩადის წარმოუდგენელ „სისულელეებს“. მისი ფანტაზია და „არასერიოზულობა“ სცდება ყოველნაირ საზღვრებს, სრულიად ცვლის თავს და ჯამში, სამყაროს…
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი ქალიც არ უნდა შეხვდეს კაცს ცხოვრების გზაზე, ის ერთი ქალი გაახსენდება ყოველთვის და მას შეადარებს ყველას. იოცნებებს იმ დღეზე, როცა სახლში ეყოლება და გახდება მისი შვილების დედა.
მამაკაცებო, აუცილებლად დააფასეთ ქალი, რომელიც გულისცემასა და პულსს გიჩქარებთ, ვისაც ჩვეული მდგომარეობიდან გამოჰყავხართ, ვინც „გასულელებთ“,  ვისთვისაც მზად ხართ, შეუძლებელი გააკეთოთ. გაანებივრეთ – ქალებს ეს უყვართ და სათანადოდ  აფასებენ.скачать dle 11.3