კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როდის გიქადით ძაღლი კეთილდღეობასა და კარგ შემოსავალს და რა იცავს ქალებს ავი თვალის, ჯადოს, ავადმყოფობისა და უბედურებისგან

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

„და ეს უცნაური ფრაზა: ძაღლი ადამიანის მეგობარია,” – ღიმილით იხსენებს ყველა თუ არა, საბჭოთა პერიოდის ის თაობა მაინც, თითქმის ზეპირად რომ იცოდა დიალოგები პოპულარული კინოკომედიიდან... და ახლა რამ გაგვახსენა ეს? – იმან, რომ სწორედ ადამიანის ამ ოთხფეხა მეგობარს ეძღვნება ჩვენი რუბრიკის დღევანდელი თემა. თუმცა, განსხვავებით ზემოთქმულისა, ფრაზა უცნაურად არ გვეჩვენება. უფრო პირიქით, ვეთანხმებით თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ძაღლი უხსოვარი დროიდან ცხოვრობს ადამიანის გვერდით და მისი ერთგული მეგობარია. ჩვენი წინაპრებიც, იმ დროიდან მოყოლებული, აკვირდებოდნენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრის მოქმედებებსა და რეაქციებს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაგროვილმა გამოცდილებამ მრავალ მინიშნებას, ცრურწმენასა თუ გადმოცემას დაუდო საფუძველი, რომელთა შესახებ ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა გვესაუბრება.
– ცნობილია, რომ ძაღლებს, დელფინთა მსაგავსად, ხშირად გადაურჩენიათ ადამიანი და უხსნიათ ის გაჭირვებისა და უბედურებისგან...

– დიახ ასეა და ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამის გაკეთება ბევრ სხვა ცხოველს არ ძალუძს. ძაღლის ასეთი გამორჩეულობა საფუძველი გახდა მრავალი მინიშნებისაც. მაგალითად: ძაღლი ყურების გამალებული პარტყუნით, პატრონს ფეხებს რომ ულოკავს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტი არ გაამართლებს. ამიტომ, უმჯობესია, საერთოდ გადაიფიქროთ წასვლა ან სხვა დროისთვის გადადოთ. მაგრამ, სულ სხვა ვითარებაა, თუ ოთხფეხა მეგობარი თქვენს ფეხსაცმელს ყნოსავს. შეგიძლიათ, გულდამშვიდებული გაემგზავროთ თქვენს საქმეზე, აუცილებლად გაგიმართლებთ. ასევე, ხშირია შემთხვევა, როცა საიდანღაც უცხო ძაღლი გამოჩდნება და საცხოვრებლად თქვენს ეზოს შემოეკედლება. ასეთ დროს ყურადღება მიაქციეთ მის ფიზიკურ მდგომარეობას. ახალგაზრდა და ჯანმრთელი ძაღლი მატერიალურ კეთილდღეობასა და კარგ შემოსავალს უქადის თქვენს ოჯახს. ბებერი და ავადმყოფი ძაღლის შემოჩვევას კი, კარგი არაფერი მოჰყვება – შეიძლება, ოჯახის რომელიმე წევრი ავად გახდეს.
– ყველაზე შემზარავი ძაღლის ყმუილია. თითქმის ყველამ იცის, რომ ეს უბედურების სიგნალია და ამ დროს პატრონის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
– ეს ხალხური გადმოცემა, ალბათ, ყველაზე ძველია და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. მაგრამ, ძალიანაც ნუ შეშინდებით, მთავარია, მასთან დაკავშირებულ მინიშნებებს დროზე მიაქციოთ ყურადღება და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოთ. ყოველთვის როდია ძაღლის  ყმუილი განაჩენი. როცა სახლთან უცხო ძაღლი ყმუის, არ დაიზაროთ, მაშინვე გარეთ გადით და გააგდეთ თქვენი ტერიტორიიდან. მასთან ერთად, მოსალოდნელი უბედურებაც დატოვებს თქვენს ოჯახს. მაგრამ, პატრონი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ ძაღლს. როცა ის თავდახრილი, ცხვირით ქვემოთ ყმუის, ოჯახის უფროსის სიკვდილის მოახლოებას გრძნობს. მაგრამ, თავაწეული, ზეცას რომ შეჰყმუის, ხანძრის საშიშროების შესახებ აფრთხილებს პატრონს; ან შეიძლება, ეს რომელიმე მეზობლის გარდაცვალებას მოასწავებდეს. ერთი ასეთი საინტერესო მინიშნებაც არსებობს. როგორც იცით, პატრონისთვის ძალიან მტკივნეულია ოთხფეხა მეგობართან განშორება. თუმცა, არცთუ იშვიათია, როცა ძაღლი იკარგება, სადღაც უჩინარდება და ვეღარ პოულობენ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, საკმარისია, ძაღლს ბეწვის მცირე ბღუჯა მოაგლიჯოთ და ისეთ ადგილას შეინახოთ, სხვამ ვერ ნახოს. ამის მერე, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ის ვერსად გაიპარება და ვერც, ვერავინ მოგპარავთ. თუ მაინდამაინც ასე მოხდა, გული არ გაიტეხოთ, აუცილებლად იპოვით.
– ერთმანეთთან მოთამაშე ძაღლებზე გამიგია, რომ მათზე დაკვირვებით, ამინდის პროგნოზირება შეიძლებაო.
– მართალია. ალბათ, ყველას უნახავს ასეთი სურათი: თოვლში მოთამაშე ძაღლები როგორ დახტიან, ერთმანეთს დასდევენ, ნამქერში კოტრიალობენ. სასეირო სანახავია, მაგრამ არცთუ კარგი ამინდის მაუწყებელი – ამას ისევ თოვლი და ძლიერი ქარბუქი მოჰყვება. ზაფხულში მოთამაშე ძაღლები კი, ქარიშხლიან ჭექა-ქუხილს გვაცნობენ... მაგრამ, საპირისპიროს პროგნოზირებს სხვა შემთხვევა: მოგეხსენებათ, ირგვლივ უამრავი ძაღლია, იქნება ეს ქალაქად თუ სოფლად. შეუძლებელია, ქუჩაში გახვიდე და პატრონიან თუ უპატრონი, ერთ ძაღლს მაინც არ გადააწყდე. მათგან ზოგი გამვლელსაც მიეკედლება ხოლმე და გვერდით გაჰყვება. მინიშნება გვეუბნება, რომ ასეთ ადამიანს წინ ბედნიერება ელის. მთავარია, ძაღლი შავი არ იყოს.
– ამბობენ, ძაღლის კბილი ძლიერი თილისმააო...
– ეს რომ ასეა, ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ, არაერთგის დაამტკიცა – უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ ძაღლის კბილი მრავალი უბედურებისგან იხსნიდათ. ამისთვის კი, ძაღლის კბილი კარგად უნდა გააპრიალოთ, ძაფზე დაკიდოთ და თან ატაროთ. თუმცა, გაცილებით მოსახერხებელია, თუ მას სამკაულის სახეს მისცემთ და შესაბამისად: მოაპირკეთებთ, რომელიმე ლითონის ბუდეს მოარგებთ... თილისმამ რომ იმოქმედოს, გარკვეული წესები უნდა დაიცვათ: ყელზე დაიკიდეთ – ასეთი სამკაული შესანიშნავად გამოდგება როგორც ქალის, ისე მამაკაცის აქსესუარად. მაგრამ, ვისაც ყელსაბამი არ უყვარს, შეუძლია, კბილის ეს ამულეტი სამაჯურადაც ატაროს. ახლა, კერძოდ, რა ხელეწიფება ამ მაგიურ კბილს. დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცისთვის სიძლიერე და წარმატება მოაქვს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მამრობით სქესს სწყალობს, ქალებს ის ავი თვალის, ჯადოს, ავადმყოფობისა და უბედურებისგან იცავს. ასევე, ეს კბილი-თილისმა, როგორც მამაკაცის მომაჯადოებელი და ოჯახის მცველი, გამოადგება ისეთ გოგონას, ვერაფრით რომ ვერ უპოვია ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი – ამ დროს მას ვინც მოსწონს ხსენებული მაგიური სამკაული უნდა აჩუქოს და აუცილებლად მიაღწევს საწადელს. თუმცა, იგივე ტრიუკი არ გამოადგება მამაკაცს ქალის „შესაბმელად”: ქალზე ამულეტის მომაჯადოებელი ეფექტი არ მოქმედებს, თუნდაც ის საჩუქრად მიიღოს და ატაროს კიდეც. ძაღლის კბილის თილისმა ნაყოფიერებას ამაღლებს და მის ფლობელს მრავალ, ჯანმრთელ შთამომავალს ჰპირდება. ასე რომ, ძაღლის კბილი, განსაკუთრებით კი, მოოქრული, არა მარტო ლამაზი სამკაულია, არამედ ძალიან სასარგებლო თილისმაც: გამოგადგებათ სიყვარულშიც და ბრძოლის ველზეც, რადგან სიმამაცესა და შეუდრეკლობას, მისგან რომ პატრონს გადაეცემა, წინ ვერაფერი დაუდგება. მისი წყალობით, ასევე, თავდაჯერებული იქნებით სამსახურშიც და იოლად გაუმკლავდებით არაკეთილმოსურნეებსაც. კულონი-თილისმა ერთდროულად ამძაფრებს რეაქციასაც და კონცენტრაციასაც. ის გამოადგება ყველას, მაგრამ განსაკუთრებით მათთვისაა საჭირო, ვინც მუდმივად რისკის ქვეშაა. მერყევი და სუსტი პიროვნებისთვის კი სწორედ ბედის საჩუქარია. ხომ გაგიგონიათ: სიმამაცესა და გამბედაობას გამარჯვებაც მოსდევსო. დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ჩვენს შინაურ ცხოველს – უერთგულეს ოთხფეხა მეგობარს, ძალიან გამახვილებული აქვს ინტუიცია. კარგად დააკვირდით და შეიძლება, სწორედ მათი საშუალებით იპოვოთ საჭირო პასუხი კითხვებზე, დღემდე ასე რომ გაწუხებდათ და მიაგნოთ გამოსავალს რთული სიტუაციიდან. მთავარია, გიყვარდეთ ისინი და არასდროს უღალატოთ.  

скачать dle 11.3