კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ გახდა ვახტანგ აბაშიძე სხვადასხვა მთავრობის დროს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და როგორ მიიღო უკვე ამ საქმიანობიდან მილიონზე მეტი ლარი ხელფასად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი  ვახტანგ აბაშიძე 1960 წელსაა დაბადებული. 1977-1983 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი სამუშაო გამოცდილება 1983 წელს დაიწყო გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“, 1986 წელს უკვე გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიაში“ მუშაობდა ჯერ – მთავარი რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ – მთავარ რედაქტორად. 1990-1991 წლებში გაზეთ „7 დღის“  მთავარი რედაქტორი იყო; 1992-1997 წლებში – „საქინფორმის“ დირექტორი. 1995-ში საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა, ხოლო 2000 წელს – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ. 2005 წელს კერძო სექტორში გადაინაცვლა და 2014 წლამდე შპს „ოპტიმა მენეჯერის“ დირექტორი გახლდათ. ამის პარალელურად, 2005-2006 წლებში იყო მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი; 2006-2010 წლებში – „გაერთიანებული ტელეკომის“ კონსულტანტი; 2012-2014 წლებში – „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2014 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა, 2017 წლიდან დღემდე კი კომისიის უბრალოდ წევრია.
ვახტანგ აბაშიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე ნატო ხომერიკი და ოთხი ვაჟი – ირაკლი, ანდრია, ლევანი და ზურაბი. იმხანად ვახტანგ აბაშიძის საკუთრება იყო თბილისში მდებარე ბინის (150 000 ლარად ღირებულის) 50 პროცენტი და იმავე ღირებულების წყნეთის აგარაკის მეოთხედი. მის მეუღლესა და სიდედრს კი ეკუთვნოდათ ბინა თბილისში (70 000 ლარად ღირებული). ვახტანგ აბაშიძემ 2000 წლის განმავლობაში, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, 87 350 ლარი მიიღო; 2001 წლის განმავლობაში – 109 220 ლარი, 2002 წლის განმავლობაში – 142 269 ლარი; 2003 წლის განმავლობაში – 151 101 ლარი.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კომისიის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და ოთხი შვილი. ამჯერად უძრავ ქონებას მხოლოდ ვახტანგ აბაშიძე ფლობს: ერთ ბინას თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე (220 კვ. მ.), საცხოვრებელ სახლსა (150 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთის (1 920 კვ. მ.) წყნეთში და არასაცხოვრებელი ფართის მესამედს ერეკლე მეორის ქუჩაზე (52 კვ. მ.). ანაბრებიც მხოლოდ მას აქვს: საერთო ჯამში, 10 000 ლარი, 28 755 აშშ დოლარი, 17 016 ევრო და 2 168 ფუნტი სტერლინგი.
ვახტანგ აბაშიძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა: არის შპს „დეგაპრინტ პლუსის“ პარტნიორი, რამაც გასულ წელს 9 660 ლარი მოუტანა, შპს „ოპტიმა მენეჯმენტის“ პარტნიორი, რამაც 15 781 ლარი მოუტანა და შპს „ჩვენ და შვილების“ პარტნიორი (შპს არ საქმიანობს). სამეწარმეო საქმიანობას მისი ვაჟებიც ეწევიან, ოღონდ ამ საქმიანობას მათთვის გასულ წელს შემოსავალი არ მოუტანია.
დასაქმებული მხოლოდ ოჯახის უფროსია: ვახტანგ აბაშიძემ, როგორც კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარემ, 2016 წლის განმავლობაში 246 272 ლარი აიღო. თუმცა შემოსავალი ფართის იჯარიდანაც მიიღო – 8 582 ლარი. ჰქონდა გასავალიც – 2016-ში შვილების სწავლის საფასურად 10 500 ევრო და 2 750 ლარი გადაიხადა.
რაც შეეხება სხვა წლებს: 2013 წლის განმავლობაში, ვახტანგ აბაშიძემ, როგორც შპს „დეგაპრინტ პლუსის“ პარტნიორმა, 33 856 ლარი მიიღო, როგორც შპს „ოპტიმა მენეჯმენტის“ პარტნიორმა – 28 221 ლარი, როგორც „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ – 247 705 ლარი. შემოსავალი ჰქონდა ფართის გაქირავებიდანაც – 6 300 ლარი.
2014 წელს ვახტანგ აბაშიძემ, როგორც „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 35 382 ლარი აიღო, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, 190 963 ლარი, 2015 წელს, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, 255 425 ლარი.
скачать dle 11.3