კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 თავდავიწყებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძემ

გასულ კვირას ამ ჩვენი ოკეანისგაღმელი და სულზე უტკბესი პარტნიორის სადაზვერვო სამსახურის ანგარიში გამოქვეყნდა და თუმცა ჩვენთვის საინტერესო, წესითა და რიგით, ის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეხება, ანგარიშში ისეთი რამეები წერია, ჩვენს თავს რომ სულ გვავიწყებს.
ან კი როგორ არ დაგვავიწყებს, როდესაც ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის მთავარი საფრთხე რუსული სადაზვერვო სამსახურისგან მოდის და, საერთოდაც, თურმე, მათ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია კარგად გამოსდით.
მეტი სიზუსტისთვის ციტატას მოვიშველიებ: „მიგვაჩნია, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები რუსეთის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედიისა და ინკოგნიტო ონლაინპირების საშუალებით გააგრძელებენ ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ანტიამერიკული პოლიტიკური ხედვების სტიმულირებისთვის. მოსკოვი ცდილობს შექმნას ხელის შემშლელი მექანიზმი, რომელიც შეამცირებს ნდობასა და რწმენას დემოკრატიული პროცესების მიმართ, გააუარესებს დემოკრატიზაციის ძალისხმევას, დაასუსტებს აშშ-ის პარტნიორობას ევროპელ მოკავშირეებთან, ძირს გამოუთხრის დასავლეთის სანქციებს, წაახალისებს ანტიამერიკულ პოლიტიკურ ხედვებს და დაუპირისპირდება იმის მცდელობებს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაწევრიანდნენ ევროპულ ინსტიტუციებში“.
 უარესიც, მოველით, რომ რუსეთი კვლავაც შეეცდება, სულ მცირე, გამოიყენოს პროპაგანდა, სოციალური მედია, გამოგონილი პერსონები, რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი სპიკერები და ზეგავლენის სხვა საშუალებები, რათა გააღრმაოს სოციალური და პოლიტიკური უთანხმოება შეერთებულ შტატებშიო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ იმავე ანგარიშის ჩანაწერს, რომ რუსეთის ოკუპაცია და რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, კვლავაც რჩება საქართველოს არაუსაფრთხოების წყაროდ, მაშინ „ნატოში“ ჩვენს გაწევრიანებას რატომ აჯანჯლებენ?! –
გვერდები მოამზადა
скачать dle 11.3