კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№8 ვირტუალურ სათაგურში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„შენ „ვაი ფაი“ ჭამე, გამშვებს რას კითხულობ“?!


მართალია, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები უფრო ვირტუალური რეალობის შვილები არიან, ვიდრე სინამდვილის, თუმცა ისეც ხდება ამ ცოდვილ დედამიწაზე, რომ ინტერნეტით მთლად სრულიად მსოფლიოც ვერაა უზრუნველყოფილი: ზოგი შეჭირვების, ზოგიც – აკრძალვის გამო (ინტერნეტი ხომ საზღვრებს შლის და მოსახლეობის მოტყუებაც რთულდება, თუმცა, იმავდროულად, ტექნიკის ეს მიღწევა მასობრივი ზომბირების საშუალებაცაა).
ასეა თუ ისე, SpaceX მთელი დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას, არც მეტი, არც ნაკლები, კოსმოსიდან გეგმავს (ანუ სრულიად უფასოდ). და ამ მიზნით, აგერ უკვე სამი წელია, ოფლს ღვრის ელონ მასკის კომპანია.
გასულ კვირას დედამიწის ორბიტაზე პირველი სატელიტებიც გაუშვეს, თუმცა ისინი მხოლოდ 2019 წელს ამოქმედდება, ხოლო, თუ ყველაფერი რიხინით წავიდა, 2024 წლისთვის პროექტი სრულად ამუშავდება და თუკი ამჟამად დედამიწის გარშემო 1 500-მდე სატელიტი დაფრინავს, SpaceX ორბიტაზე კიდევ 4 425 სატელიტის გაშვებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად დედამიწის მოსახლეობა აღიჭურვება უფასო „ვაი-ფაით“, მასშასადამე, ინტერნეტით.
ცხადია, შავი დღე გაუთენდებათ ინტერნეტპროვაიდერებს და ამიტომაც მომხმარებლები, ანუ დედამიწის მოსახლეობა სიხარულის ყიჟინას სცემს; და უნდა დასცეს კიდეც, ვინაიდან, მუქთა არათუ „ვაი ფაი“ მაუზერის ტყვიაც კი გამოადგება თავშენახულ ადამიანს.
მეორე მხრივ, ვინაიდან ვირტუალურ სივრცეში ცხოვრება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი თითოეული მოქმედება გამჭვირვალეა და შანტაჟიც იოლდება, ზემოქმედებაზეც რომ არაფერი ვთქვათ, არც ისაა გამორიცხული, ამ ერთი შეხედვით კეთილშობილური ჟესტის უკან, თქვენ წარმოიდგინეთ, დედამიწელების არსებულზე უფრო ტოტალური კონტროლის სურვილიც იმალებოდეს, მაგრამ, რაკი „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“, „ჩვენც ხილი ვჭამოთ, მებაღეს რას ვკითხულობთ“?! ოღონდ სასურველია, რომ ამასობაში მთლად დამაფეთებელ ზომბებადაც არ ვიქცეთ.
скачать dle 11.3