კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ გრძნობს მოსალოდნელ ხიფათს ნინო ბაშარული და როგორ დაუგლიჯა აზიურმა ნაგაზმა თვალწინ შვილი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

არიან ადამიანები, მოსალოდნელ ამბებს ინტუიციურად, სიზმრის ან მინიშნებების სახით, წინასწარ რომ გრძნობენ. სწორედ ასეთია, მომღერალი ნინო ბაშარული. ახლახან მისი პატარა ვაჟი, მის თვალწინ, ქუჩაში ძაღლმა დაგლიჯა. დამეთანხმებით, ამის ნახვა დედისთვის რა განცდებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ზუსტად იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. რა ნახა სიზმრად, სანამ ეს მოხდებოდა, რაზე დაფიქრდა ამ ამბის შემდეგ მომღერალი და როდის გადაიტანა ყველაზე დიდი ტრავმა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნინო ბაშარული:
მიუხედავად ყველა განსაცდელის, არეულობისა და გაჭირვებისა, რასაც ვუძლებთ, მაინც ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი საქართველოში და არა სხვაგან, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, ფერი იცვალა ქალაქმა, რასაც ძალიან განვიცდი და საზოგადოების უმეტესობისთვის სულიერი ფასეულობები აღარაა საინტერესო, რადგან მატერიალურმა წარმატებით ჩაანაცვლა, მე იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ, თუ ერთსულოვნად ვიქნებით და ერთმანეთის ქილიკსა და შეურაცხყოფას მოვეშვებით. პატარა ერებში მანკიერებაც და ღირსებაც მკვეთრად ჩანს. ბევრი რამ არ მომწონს ჩვენში, მაგრამ არასდროს მდომებია, მესაუბრა ჩვენს ცუდზე. პირიქით, მინდა, რომ კარგზე გავაკეთო აქცენტი. დიახ, ქართველს სხვაზე მეტად შეუძლია, დიდი სიყვარულიც და დიდი სიძულვილიც. ქართველ დედაზე ძლიერი და ტკბილი არავინაა დედამიწაზე. ქართველი მამა კი, ყველაზე მოსიყვარულეა და მეგობრობა აქ, საქართველოში მოიგონეს.
ამბობ, ქართველ დედაზე ძლიერი არავინააო. ახლახან საკმაოდ დიდი განცდა გადაიტანე, შვილის გამო. წარმომიდგენია, რას გრძნობდი, როცა მას შენ თვალწინ, ძაღლი ეცა და დაგლიჯა. ამ დროს, იყავი ძლიერი?
– სანამ ამაზე ვისაუბრებ, გეტყვით რომ, ეს წელი დაიწყო მოულიდნელი განსაცდელებით. მაგრამ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და მიმაჩნია, რომ, ძლიერად უნდა დავხვდეთ ყველა ტრაგედიას. სამყარო იმდენად ჰარმონიულია, რომ ის აბალანსებს ადამიანის ცხოვრებას. განსაცდელი იმიტომ მოდის, რომ შეგახსენოს, ვინ ხარ და რა გზით უნდა იარო. მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ შვილი დამიგლიჯა აზიურმა ნაგაზმა და მეც და ლაზარემაც, დიდი სტრესი გადავიტანეთ, სხვანაირად ავწონ-დავწონეთ ეს მოვლენა. ლაზარეს ახლაც თაბაშირში აქვს ხელი, დიდი ძაღლების ჯერ ისევ ეშინია. მაგრამ, სიძულვილსა და შიშს ებრძვის და იმ ძაღლზე, რომელმაც დაგლიჯა, უკვე სიყვარულით ლაპარაკობს. მეგობრებს უყვება, რომ იმ უზარმაზარმა თეთრმა და ლამაზმა ძაღლმა ის იმიტომ აარჩია, რომ მოეწონა და კბენით თავისი ძალა აჩუქა.  ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელება იყო, ჩემს თვალწინ, ბავშვს დათვისხელა ძაღლი რომ დაესხა თავს და ჰაერში ააგდო. მტერს არ ვუსურვებ, ამის განცდას. თუმცა, ვიცოდი, რომ ძალიან არ დააშავებდა. დიდი სტრესი  კი იყო, მაგრამ, ვიგრძენი და წინათგრძნობა მქონდა, რომ ბავშვი გადარჩებოდა. ამ ფაქტის მერე, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემს შვილებს ნაკლებ დროს ვუთმობდი და სათანადოდ არ ვზრუნავდი მათზე. ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ნაჭუჭში და დეპრესიით ვტკბებოდი.
– ახლა როგორაა ლაზარე?
– უკეთაა, ღმერთის წყალობით. ყოველდღე, ერთად, ახალ-ახალ თამაშს ვიგონებთ. ვუყურებთ ფილმებს ცხოველებზე. ფაქტობრივად, მისი ფსიქოლოგი გავხდი.  მინდა, ყოველი დღე ისე გავულამაზო, რომ ის ფაქტი დავავიწყო.
– იმ ძაღლის პატრონს პასუხი მოსთხოვე?
– სანამ ამაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ საქართველოში ძაღლების აღზრდა არ იციან. ფიქრობენ, რაც უფრო მონსტრებად გაზრდიან ძაღლს, უკეთესია. მინდა, ვთხოვო ყველას, ვისაც ძაღლი ჰყავს სახლში, განსაკუთრებით კი, დიდი ზომის, ეცადეთ, შესაბამისი პირობები შეუქმნათ. გაატაროთ სკოლა და არ მოაკლოთ ყურადღება, დაკვირვება. მე ძალიან მიყვარს ცხოველები და ჩემი რეაქცია და პასუხი იყო ის, რომ ძაღლს სიცოცხლე შევუნარჩუნე და მის პატრონსაც ლმობიერად მოვექეცი. რადგან შვილი გადამირჩა, მადლობა ღმერთს, მაგრამ მე ვეკითხები საზოგადოებას, თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას? სწორად მოვიქეცი? იქნებ, მეტი ყურადღება მიაქციონ ძაღლების სწორად აღზრდას. იქნებ გადაცემა გაკეთდეს ამ თემაზე, რომ ვიცნობდეთ იმ ცხოველების ფსიქოლოგიასა და გენეტიკას კარგად, ჩვენს სახლში რომ ცხოვრობენ. ისინი დეკორატიული, სილამაზის საშუალებებად არ უნდა აღვიქვათ და არ მოვიწონოთ თავი, ძაღლების მედლებით. კარგი იქნება, თუ წამყვან სატელევიზიო არხებზე ნაკლები სერიალი და მეტი, საზოგადოებისთვის საჭირო გადაცემა იქნება.
ვიცი, მოსალოდნელ საფრთხეებს წინასწარ გრძნობ. თუ გქონდა რაიმე მინიშნება ან განცდა ამ ამბის წინ?
– ზოგადად, ძალიან მჯერა „ბედობის”, რომელსაც 2 იანვარს ვდღესასწაულობთ და სამწუხაროდ, ამ დღეს პოზიტიური განწყობის ნაცვლად, საშინელ ხასიათზე დავდექი, ბევრი მიზეზის გამო. ნეგატიური ტალღა იმდენად დიდი და მძლავრი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღეს გაგრძელდა ჩემს ოჯახში. ამას თან ახლდა ნერვიულობა, კამათი და დაძაბულობა. ვიგრძენი, რომ ეს ყოველივე წარმოშობდა არასასურველ შედეგს და აი, ლაზარეს ამბავიც. სიზმრებს, ძალიან იშვიათად ვხედავ, მაგრამ ამ ამბამდე სიზმარში ვნახე, რომ დათვები დაგვესხნენ თავს. მე და ჩემს შვილებს მოგვდევდნენ, მაგრამ უხილავმა ძალამ, ქუხილივით ხმა გამოსცა მათი მიმართულებით და შეშინებულები გაიქცნენ. უცნაური შეგრძნებით გავიღვიძე, რაღაცის მოლოდინში.  ამ ამბის მერე, მივხვდი, რომ გულთან არავის ბოროტი სიტყვა და ქმედება აღარ უნდა მივიტანო. ეს მერე აისახება ჩემზე და ჩემს შვილებზე.  ოჯახში, სადაც შვილები ჭამენ, სვამენ, იძინებენ და იღვიძებენ, ჭკვიანმა დედამ უნდა შექმნას დამცავი სფერო, ლოცვის და სხვა საშუალებების დახმარებით. ის უარყოფით ენერგიას აშორებს და ასუსტებს.
– მხოლოდ ოჯახის წევრებზე გრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს თუ ახლობლებსა და მეგობრებზეც?
– არა მარტო ოჯახის წევრებზე, არამედ ახლობლების მოსალოდნელ ხიფათებსაც მუდამ ვგრძნობდი. რაღაც ნიშანი მეძლევა, მაგალითად: მეწყება გახშირებული ტუჩის კვნეტა, ყნოსვის მომატება და სუნის მძაფრად შეგრძნება. ერთხელ, მეგობართან საუბრისას ვიგრძენი, რომ შმორის სუნი მეცა და რამდენიმე დღეში, ცუდი ამბავი შეემთხვა მას.  ვფიქრობ, ჩემს შესაძლებლობებს უფრო მეტად უნდა დავუკვირდე და უკეთ შევისწავლო. ზოგჯერ საკუთარი თავი მაკვირვებს, ისეთ წინასწარმეტყველურ უნარებს ვავლენ. ამის გამო, ცოტა მეშინია კიდეც. თუმცა, ვფიქრობ, ყველა ასეთი ნიჭი უფლისგანაა და ეს მამშვიდებს.
– ნინო, როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, როცა მიხვდი, რომ ცხოვრება უსამართლოა?
– ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა უსაყვარლესი, გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. მეგონა, ვერ გადავიტანდი. ცრემლი გამიშრა, იმდენი ვიტირე და ვიდარდე. როდესაც გავაცნობიერე, რომ მისი სულისთვის ლოცვა ჯობდა, მას მერე, სულ ვლოცულობ და ვესაუბრები. ცხოვრება უსამართლო არასოდესაა, ის გასწავლის და გწვრთნის, რომ ღირსეულად ჩაება ბუნების იმ კანონზომიერებაში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. თუ სამყაროს კანონებს არ ითვალისწინებ, ის გიგზავნის განსაცდელს, ავადმყოფობას. სიკვდილის შიში მქონდა დიდი ხნის განმავლობაში და ისიც დავამარცხე ჩემში. ახლა ზუსტად ვიცი, რომ გარდაცვალება სიცოცხლის გაგრძელებაა. რამდენიმე დღის წინ, ბავშვობის მეგობარი მივაბარე მიწას და გავიაზრე, რომ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტრაგედია, როდესაც დედას შვილი უკვდება და იქვე, პასუხი გაეცა ყველაფერს – ამაზე დიდი ტრაგედიაა, როცა უფალს უარყოფ და მარტო რჩები სამყაროს პირისპირ.
– როცა ყველაზე მეტად გტკივა ან გიხარია, ვის ანდობ შენს განცდებს და ყველაზე მეტად ვის ენდობი?
– ასეთი ადამიანია, დედაჩემი და საკუთარი თავი.  ზოგადად, პირფერობა საშინლად მძულს და ვერ ვმეგობრობ მლიქვნელებთან. შემიძლია, მკვლელსა და ქურდს ვემეგობრო, მაგრამ მლიქვნელთან ვერ შევძლებ, დიალოგსაც კი.
скачать dle 11.3