კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ წამოიყვანა დათო ხიდეშელმა საყვარელი ქალი შუა ომიდან და რას საყვედურობენ მას და მის ტყუპისცალს მილიონერი მეგობრები, ქალთევზაშვილების როლში გამოჩენის შემდეგ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ტყუპები დათო და თენგიზ ხიდეშელები ხალხმა სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ მილიონერი ქალთევზაშვილების როლით. ხელმომჭირნე, სიტყვაძუნწი და მკაცრი ძმები, სინამდვილეში, მსახიობები არ არიან და ეს ამპლუა პირველად სწორედ ამ სერიალში მოირგეს. ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით ფოტოგრაფ სერგო დანდაძეს.

დათო ხიდეშელი:
სერიალში გამოჩენამდე მე და ჩემი ძმა მერიაში ვმუშაობდით, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გამოგვიშვეს და უმუშევრები დავრჩით. „ჩემი ცოლის დაქალებმა“ რომ კონკურსი გამოაცხადა 40-50 წლის ტყუპებზე, ეს გავიგეთ. გადავწყვიტეთ, ბედი გვეცადა და გაგვიმართლა. ამ სფეროსთან შეხება პირველად გვაქვს.  თავიდან გაგვიჭირდა როლების მორგება, მაგრამ ნელ-ნელა, შევეჩვიეთ და ახლა უკვე თავისუფლად ვგრძნობთ თავს. ზოგი გვსაყვედურობს, შვილს სიყვარულს რატომ უშლითო?
– ისე, მაინცდამაინც კეთილი და საყვარელი გმირების განსახიერება არ გიწევთ.
– ეს სერიალი ხომ სატირაა და რეალურ ცხოვრებას ასახავს. ამიტომ, ჩვენც რეალურ ბიზნესმენებს ვთამაშობთ. თანამედროვე ბიზნესმენები ძუნწები არიან, ძალიან უჭირთ ფულის გაცემა. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ენანებათ, თუ ორმაგად უბრუნდებათ უკან.
– პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე, ალბათ, გქონიათ მილიონერებთან ურთიერთობა.
– მე არასდროს ვყოფილვარ მილიონერი, მაგრამ მილიონერებთან ურთიერთობა მქონია. უკრაინაში მილიონერი და თქვენ წარმოიდგინეთ, მილიარდერი მეგობრებიც მყავს. სხვათა შორის, ისინიც ასეთი ძუნწები იყვნენ, ყოველ კაპიკს ითვლიდნენ და მეუბნებოდნენ: თუ თითოეულ კაპიკს არ დააფასებ, ისე ვერც მილიარდერი გახდები და ვერც მილიონერიო.
– ნახეს თქვენმა მილიონერმა მეგობრებმა თქვენი გმირი?
– მილიარდერი ვინც იყო, ის მოსკოვში მოკლეს. მაგრამ, სხვებიც მყავს სამეგობროში. მათ ნახეს და ძალიან გაუხარდათ. რაღაცებზე მეჩხუბებიან. ფილმში, ალბათ, ნახეთ, ის სცენა, წითელი საღებავით რომ გვსვრის სასიძო. ეს კადრები რომ ნახეს ჩემმა მეგობარმა მილიონერებმა, მისაყვედურეს: რატომ „გაატარეთ“ ეს შეურაცხყოფა და მაშინვე როგორ არ დასაჯეთ. მეორედ ზუსტად იმიტომ გაგიბედათ ასეთი საქციელი, რომ პირველივეზე საკადრისი პასუხი არ გაეცითო.
– სიმკაცრით, შვილებთან ურთიერთობით ან რამე თვისებით, ჰგავხართ ძმები ამ მილიონერებს?
– სიმკაცრით ნამდვილად არ ვგავართ. იმათ შვილი ჩაკეტილი ჰყავთ. თუმცა, სასიძო რაღაც მომენტებში, კი არის დამნაშავე. სულ ჩასაფრებულია, რომ რამე დაგვიშაოს. მაგრამ, ჩვენ რეალურად, ისეთი მკაცრები არ ვართ, როგორებიც ფილმში. შვილთან ურთიერთობაში, არის მომენტები, როცა საქმე აღზრდას ეხება, რჩევა-დარიგება საჭიროა, მაგრამ უფრო ლმობიერი ფორმით.
– წარმოშობით საიდან ხართ და სად ცხოვრობთ ძმები რეალურად?
– წარმოშობით რაჭიდან ვართ, მაგრამ წყალტუბოში დავიბადეთ და იქ ვცხოვრობთ. გადაღებისთვის კვირაში ორი-სამი დღე გვიწევს თბილისში ჩამოსვლა.
– ბუნებრივია, ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. არ გისარგებლიათ ამ მსგავსებით?
– ძალიან ხშირად გამოგვიყენებია ჩვენი მსგავსება. უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდით და ოთხი გამოცდა გვქონდა ჩასაბარებელი, ორ საგანს მე ვსწავლობდი, ორს – ჩემი ძმა და მხოლოდ ორ-ორჯერ გავდიოდით გამოცდაზე. ყოველთვის ერთი მართვის მოწმობა გვქონდა. პატრული მაჩერებდა და ვერასდროს ხვდებოდა, რომ ჩემი ძმის იყო და არა ჩემი.
– სინამდვილეში, რა პროფესიის ხართ ან პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით?
– მე ინჟინერი ვარ, ჩემი ძმა – ეკონომისტი. პოლიტიკაში ძალიან დიდი ხნის წინ, 1989 წელს ჩავერთეთ. მაშინ სტუდენტები ვიყავით. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო სტუდენტური მოძრაობები და ჩვენც აქტიურად ჩავერთეთ იმ პროცესებში. იყო დარბევები – ხან გვცემდნენ, ხან წყალს გვასხამდნენ და ასე შემდეგ. 90-იანები ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ.
– ოჯახების შესახებაც მოგვიყევით.
– ორივე დაქორწინებულები ვართ და ორივეს ორ-ორი შვილი – ბიჭები და გოგოები გვყავს. მე 24 წელია, დაქორწინებული ვარ. უფროსი ბიჭი 22 წლისაა, გოგო – 15-ის. ბიჭი მეოთხე კურსის სტუდენტია, ჯავახიშვილში სწავლობს და გოგო ჯერ სკოლის მოსწავლეა. სხვათა შორის, მე ჩემს გოგოსთან ასეთი მკაცრი არ ვარ. თვითონაც გულახდილია და მიმხელს, როცა შეყვარებულს ეხება საქმე. რა დროს სიყვარულია ჯერ, მაგრამ თვითონ ხომ ფიქრობს, რომ უყვარს. მე ვუგებ მას და არასდროს მითქვამს, არ დაგინახო, ვინმეს მისწერო-მეთქი ან რამე მსგავსი. თუმცა, სერიალში როგორც იქცევა სანი, ისე თუ მომექცევა სასიძო, რა თქმა უნდა, მეც დავუშლი ჩემს შვილს მასთან ურთიერთობას. მე თვითონ მეუღლე სოხუმიდან წამოვიყვანე, ომი რომ იყო, იმ დროს. დევნილები ხომ წყალტუბოს სანატორიუმებში ჩაასახლეს და ერთმანეთი აქ გავიცანით. ჯერ მას ავუხსენი სიყვარული, შემდეგ მის მშობლებთან მივედი ხელის სათხოვნელად. მერე შერიგება რომ მოხდა და ხალხი დააბრუნეს, მისი ოჯახიც ისევ სოხუმში გადავიდა. მალე მეც ჩავაკითხე, იმისთვის, რომ ცოლად წამომეყვანა. რომ ჩავედი, ისევ ომი ატყდა და რამდენი თვითმფრინავიც ჩამოფრინდებოდა, რუსები ყველას აგდებდნენ. წამოყვანას რომ ვაპირებდი, გზები უკვე გადაკეტილი იყო, სოხუმი და ოჩამჩირე რუსებმა აიღეს. ბოლო თვითმფრინავით გამოვფრინდით და იქაც ძლივს შეგვიშვეს. თან, ადგილები არ იყო და ფეხზე ვიდექით.
– დარწმუნებული ვარ, გარეგნული მსგავსებით გოგონებთანაც არაერთხელ გისარგებლიათ.
– ზოგჯერ მე ვიცნობდი ვიღაც გოგოს, ზოგჯერ – ის და მერე ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. ერთ დღეს მითხრა, ძალიან მაგარი რუსი გოგოები გავიცანი, დასასვენებლად არიან ჩამოსულებიო. მეორე დღეს, ქუჩაში, ვხედავ ულამაზეს რუს გოგოებს და ვფიქრობ, ნეტა, ესენი გამაცნო-მეთქი. მომიახლოვდნენ და მიცინიან, მოვიდნენ და მომესალმნენ. ჩემი ძმის სახელით მომმართეს და მაშინვე მივხვდი ყველაფერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამიმხელია, რომ სხვა ვიყავი. ამ მომენტით კარგად ვისარგებლე (იცინის). ისეც მომხდარა, მითქვამს, რომ თენგიზი არ ვარ-მეთქი, მაგრამ არ დაუჯერებიათ.
– მეუღლეებთან როგორ იყო საქმე თავიდან?
– ოო, თავიდან მეუღლეებსაც ვეშლებოდით. კიდევ კარგი, ჩვენ არ გვეშლებოდა. ძლივს ვასწავლეთ, როგორ უნდა გავერჩიეთ ერთმანეთისგან.
– მშობლებსაც ხომ არ ერეოდით ერთმანეთში?
– კი, ხშირად ვერეოდით. დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი ის იყო, რომ საჭმელს არ გვაჭმევდნენ. რომელიც დავაშავებდით, აბაზანაში გვკეტავდნენ. თუმცა, მეორეს ხომ შეეძლო ჭამა, ამიტომ ერთმანეთს ვენაცვლებოდით, გამოვდიოდით და ვჭამდით. დედაჩემი გაოცებული გვიყურებდა, ამდენს რას ჭამ, მუცელზე არ გასკდეო. ცუდადაც ერთად ვხდებოდით. ხშირად, ნემსის გაკეთებისას შეშლიათ და მეორედ დაუპირებიათ იგივესთვის გაკეთება. რომ ვიტირებდით, მე უკვე გამიკეთეთ ეს ნემსი და ახლა იმას გაუკეთეთო, მერე გვიჯერებდნენ.
–  რაღაც პერიოდი რუსეთში ცხოვრობდით? როგორ დაუმეგობდით რუს და უკრაინელ მილიონერებს?
– ერთი ბიჭი სტუდენტობისას გავიცანი. ძალიან უჭირდა. მერე სამნი შეამხანაგდნენ, ჯერ ერთი დაზგა იყიდეს, მერე მეორე, მერე ქარხანაც იყიდეს და ასე, ნელ-ნელა მილიარდერები გახდნენ. მიყვებოდა, ადრე ისეთი გაჭირვებულები ვიყავით, დედაჩემს, ბოდიში და, პანღურებს ურტყამდნენ გამყიდველები, ნისიაზე რომ შევიდოდაო. მამამისის ოცნება ავტომობილი ყოფილა. უყიდია და კიევში მიჰყავდა მასთან. წინ მიმავალ ავტომობილს საბურავი მოძვრა და ამათ ავტომობილს შეუვარდა. ამ საშინელების გამო, ცოლი და შვილი დაეღუპა. განადგურებული იყო და გულის გადასაყოლებლად ჩამოვიდა ჩემთან. ორმოციც არ იყო გასული, სულ ტიროდა და მიცვალებულებს სწერდა წერილებს. ხან სანადიროდ დამყავდა, ხან სათევზაოდ, რომ როგორმე უკეთ ეგრძნო თავი. ისიც ძალიან ხშირად მპატიჟებდა თავისთან და პატივს მცემდა.


скачать dle 11.3