კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№7 რატომ ესწრებოდნენ ნუცა შანშიაშვილის სოლო კონცერტს ულტრამილიონერები და რის გამო თქვა მან უარი ჰოლივუდის სერიალში მთავარ როლზე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, მხატვარი და მსახიობი ნუცა შანშიაშვილი, ახლახან ნიუ-იორკის მერიამ და ადმინისტრაციამ დააჯილდოვა, ნიუ-იორკის ხელოვნების განვითებაში შეტანილი წვლილისთვის. ამას მოჰყვა, ვლადიმირ ვისოცკის ჯილდო. როგორც მომღერალი ამბობს, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მოულოდნელი და იმავდროულად, ყველაზე გასახარელია. ზოგადად, ნუცა, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული და მისი, როგორც კარიერა, ისე პირადი ცხოვრება, მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე.

ნუცა შანშიაშვილი:
ძალიან იღბლიანი და ბედნიერი, რომ იტყვიან, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ვარ. ყველგან დადებითსა და პოზიტივს ვეძებ და ვფიქრობ, განგებაც, ამითვე მაჯიდლოებს. ძაღლის წელია და მეც ძაღლის წელიწადში ვარ დაბადებული. ამას არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ფაქტია, ეს წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. სხვათა შორის, ფრედი მერკური, ელვის პრესლი, მაიკლ ჯეკსონი, პრინცი და კიდევ ბევრი პოპულარული ადამიანი, ძაღლის წელში იყო დაბადებული ჩემსავით. გაქანებული ძაღლები ვართ და ეტყობა, რაღაც საერთო გვაქვს (იცინის).
– ჯერ, ნიუ-იორკის მერიისგან გადმოცემული ჯილდო, ამას მოჰყვა ვლადიმირ ვისოცკის ჯილდო... მართალია, რომ შენს სოლო კონცერტს, ულტრა-მილიონერები  ესწრებოდნენ და მათგან შემოსული თანხა, მთლიანად ქველმოქმედებაში გადარიცხე?
– თავადაც გაოცებული ვარ ამ ჯილდოებით, რადგან ნიუ-იორკი მსოფლიო ქალაქებს შორის, ყველაზე მაგარი ქალაქია და მისმა მერიამ, ადმინისტრაციამ ამ ქალაქის ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, გადმომცა სერტიფიკატი – ჯილდო.  ერთ თვეში კი, ჩავატარეთ ძალიან საინტერესო კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ, საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი დიანა ბაგრატიონი. ეს იყო ბულგარელი, კიბოთი დააბადებული ბავშვების დასახმარებლად გამართული. კონცერტს, ესწრებოდნენ საკონსულოების ელჩები, სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოსული ცნობილი ადამიანები, ულტრამილიონერები, ელიტური საზოგადოება და გაშტრებული დავრჩი სცენაზე, ჯილდო რომ გადმომცეს. ნამდვილად არ ველოდი ასეთ სიურპრიზს. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია ხელოვანი ადამიანისთვის, როცა ასე გაფასებენ და ხედავენ შენს ღვაწლს.  საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა და ის ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. მიხარია, როცა ვინმეს დახმარება შემიძლია. ახლაც, დიდი პროექტი მზადდება დიანა ბაგრატიონთან ერთად და კიდევ, ჩემი ორი სოლო კონცერტი. ერთ მათგანზე ახალ სიმღერებთან ერთად, სცენაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, ნაჩვენები იქნება ჩემი ფერწერული ნამუშევრები და კონცერტს ერქმევა „მომღერალი ნახატები“. ანუ, ყველა სიმღერას თავისი ფერწერული ტილო მივუძღვენი.
– როგორც ვიცი, ვლადიმირ ვისოცკისთან შენი მშობლები მეგობრობდნენ და მის რეპერტუარს დღემდე მღერი. მის მიმართ  განსაკუთრებული გრძნობა გაქვს?
– დიახ, ვისოცკი ჩემი მშობლების მეგობარი გახლდათ და მის შესახებ ბავშვობიდან მესმოდა. მის სიმღერებს სულ ვუსმენდი და ის ჩემთვის ასოცირდებოდა თავისუფლებასთან, ემოციასთან, ძალასთან... როცა ვმღერი მის  სიმღერას – „კონი“, მეუბნებიან, ვლადიმირის მერე, ასეთი ემოციით არავის უმღერიაო. უკრაინელ პროდიუსერთან, მიხაილ ბონდარენკოსთან ერთად, ვგეგმავ მონო-სპექტაკლის დადგმას, სადაც ვითამაშებ და ვიმღერებ ვისოცკის სიმღერებს. სხვათა შორის, ნიუ-იორკში დაწესდა, რომ ყოველ წელს ცნობად სახეს გადასცემენ ვისოცკის ჯილდოს და მე ვიყავი პირველი.
– იღბლიანი ხარ, წარმატება ადვილად მოდის შენთან. მაგრამ, რომელია ისეთი მომენტი, რაც არასდროს გავიწყდება?
– ჩემი შვილის, ნიკუშას დაბადება. ეს ყველაზე დიდი, განუმეორებელი, შეუდარებელი ჯილდო იყო სამყაროსგან. ეს, ყველაზე მთავარი და საპასუხისმგებლო ჯილდოა. ბავშვობიდან ისეთი ხასიათი მაქვს, რომ უნდა ვიყო ბედნიერი. სხვანაირად არ შემიძლია ცხოვრება. „ჰილტონში“ ვიჯდები თუ ნაგვის ყუთთან მიგდებული, ყველგან ბედნიერ მდგომარეობაში წარმომიდგენია ჩემი თავი. ყველგან ბედნიერებას ვეძებ და მიხარია ცხოვრება. პოზიტივს ვანიჭებ უპირატესობას. ადამიანის ხელშია – ბედს როგორც წარმართავ, ისე წამოგყვება ცხოვრებაც.
– ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულ ადამიანსაც კი, ცხოვრებაში უდგება ძნელი, დეპრესიული, წარუმატებელი პერიოდი. ასეთი მომენტებიც იყო?
– რა თქმა უნდა! ამის გარეშე, ცხოვრება არ არსებობს. სულ არჩევნისა და განცდის წინაშე ვდგავარ. ყველაზე შოკისმომგვრელი დარტყმა, რაც ცხოვრებამ  მომაყენა, ახალგაზრდა მამის გარდაცვალება იყო. გასტროლებზე ვიყავი ციმბირში და იქ გავიგე ეს ამბავი. ასეთ დროს კლდესავით ცივი ვხდები, ცრემლი ვერ გადმოვაგდე, მაგრამ გულის ტკივილები დამეწყო. დეპრესიაც მქონია და დაღმავალი პერიოდიც, მაგრამ ამაში არავის ვადანაშაულებ და ამას ღმერთის გამოცდად აღვიქვამ. ეს პერიოდები სწრაფად გადის ჩემი ცხოვრებიდან და მოდის კარგი პერიოდი და წარმატება.
– კარიერას რომ თავი დავანებოთ, პირადშიც ძალიან გაგიმართლა. პირად ურთიერთობებში თუ ყოფილა მსგავსი კრიზისები და დეპრესიული პერიოდები?
– პირადში, ნამდვილად გამიმართლა და მართლა არასდროს ყოფილა პრობლემა, კრიზისი და ეჭვიანობა. გახსნილი ადამიანი ვარ. ჩემი ხასიათითა და ქცევით, ან მიმიღებ ასეთს, ან არა. ჩემმა ქმარმა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. თან, საბაბსაც არ ვაძლევ, იეჭვიანოს.
– შენ არა, მაგრამ შენი თაყვანისმცემლები?
– თაყვანისმცემლებისგან მე უფრო ვწუხდები. ზოგჯერ ისეთ არანორმალურ მოთხოვნილებებს მწერენ მესიჯებში, სასწაული სურვილები აწუხებთ ჩემ მიმართ. ვითრგუნები და მიკვირს, მაგრამ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ვცდილობ, გავანეიტრალო და არ გავაპრობლემო. არ ვმალავ, რომ თაყვანისმცემლები საკმაოდ ძვირად ღირებულ საჩუქრებს მიძღვნიან. ახლახან, ფლორიდიდან ჩამომიტანეს სასწაული, წითელი ლალისა და თეთრი ტოპაზის თვლებით მოჭედილი, ხელნაკეთი საყურეები, ასევე, „შოპარდის“ ძვირად ღირებული საათი და უძველესი, საფირონებითა და ზურმუხტებით მოოჭვილი ბეჭედი. სხვათა შორის, ბინებიც უჩუქებიათ (იცინის). მოსკოვში ჩემმა ადმინისტრატორ-დირექტორმა მაჩუქა. სულ ვამბობ, მანქანა მაჩუქეთ-მეთქი და არ მაღირსეს (იცინის). კი მყავდა მოსკოვში მანქანა, მაგრამ ჩემს ხმის რეჟისორს ვაჩუქე. ამერიკაში კი, დიდი ჯარიმებია არასწორი გაჩერებისთვის და ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, თვეში ათასი დოლარი არ მეყოფა... თუ დაგავიწყდა გადახდა, ბორკილებით ციხეში წაგარბენინებენ. ჰოდა, მგონი, იმიტომ არ მაჩუქეს მანქანა, რომ ციხეში არ მოვხვდე (იცინის).
– გავიგე, ჰოლივუდიდან სერიალში, მთავარ როლზე გქონდა მიწვევა და უარი თქვი. რატომ?
– ჰოლივუდი სხვა სფერო და სამყაროა ჩემთვის. შემოთავაზება იყო სერიალში, სადაც მთავარი როლის თამაში მთხოვეს, მომღერალი ქალის, მაგრამ ჰონორარზე ვერ შევთანხმდით და უარი ვთქვი.  ბევრმა მითხრა, ინანებო. მე, არაფერს ვნანობ ცხოვრებაში და უკან რომ დამაბრუნოთ, ისევ იმ გზას გავივლი და არც არაფერს შევცვლი. არ მიყვარს წარსულის გამო სინანული.
скачать dle 11.3