კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ გაიმარჯვა ხუთი წლის რენე ფასიეშვილმა ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარატეში, რვა წლის გოგონებსა და ბიჭებს შორის და რატომ უწოდეს მას „მებრძოლი სული“

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ხუთი წლის კარატისტმა გოგონამ რენე ფასიეშვილმა ამერიკაში მსოფლიო თასზე რვა წლის გოგონათა შორის გაიმარჯვა, ხოლო იმავე ასაკის ვაჟთა ტურნირში მან მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატის ორანიზატორებმა განსაკუთრებული ნიჭისთვის რენეს „გრანდ ჩემპიონის“ თასი გადასცეს. იაპონიასა და ჩინეთში მან უკვე ოფიციალური მიწვევა მიიღო.  რენეს მამა, გოჩა ფასიეშვილი, ავარჯიშებს, რომელიც ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია. მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენთა შორის, მსუბუქ წონაში კი, რეიტინგით მე-12 ადგილს დღემდე ინარჩუნებს.

გოჩა ფასიეშვილი:
ორ იანვარს ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში. სტუმრის სტატუსით მიწვეული ვიყავით მე, ჩემი ოჯახით და ჩემი ყოფილი ოპონენტი – ვიზიო, თავის ოჯახით, რადგან ჩვენი ბრძოლიდან ოცი წელი გავიდა.  ამ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი გახლდათ ჯეკი ჩანის ბიძაშვილი, რომელიც ჩვენი შეხვედრის კომენტატორიც იყო. მისი მუშტი დიდების დარბაზში მესამეა, ჩაკ ნორისის და ბრიუს ლის შემდეგ. ჩვენი შეხვედრა წლის საუკეთესო ბრძოლად აღიარეს.  მე ვიყავი უცნობი, უპატრონო და მსოფლიოს მეორე ნომერი გავხდი, ვიზიო – პირველი.  ამჯერად გადავწყვიტე: ხომ არ გვეცადა და რენე შეჯიბრებაზე გამეყვანა-მეთქი. თუმცა, შვიდ წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა მონაწილეობა, მაინც ვკითხე ორგანიზატორს: თუ დაიშვება-მეთქი და არა, ორი წელი დაელოდეო. მე ვუთხარი, მაინც გამოგიგზავნი ვიდეომასალას და ნახე ამ ბავშვის მონაცემები-მეთქი. გავუგზავნე ვიდეომასალა, ფირები და მკითხა: შენ გინდა, დამარწმუნო, რომ ხუთი წლისააო? კარგი, ათი წამი დავაყენებ და თუ თავიდან ვერ დაიწყო კარგად, მერე მოვხსნიო. მე ვუთხარი, დააყენე და ვინ იქნება მოსახსნელი, ნახავ-მეთქი. ნიუ-იორკიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
– როგორ მოიპოვა რენემ გამარჯვებები?
– შეჯიბრება ჯერ ბიჭებით დაიწყო  და რენე ბიჭებთან  გავიყვანე საჩხუბრად. მერე ფინალში შეხვდა კორეელს, რომელიც შვიდ წლი-ნახევრის იყო. მასთან ერთი ქულით წააგო. უკვე მოქნეული ჰქონდა და „სტოპი” ვერ გაიგონა. მეორე ადგილი დაიკავა. არც მინდოდა, რომ პირველ ადგილზე გასულიყო, თავში არ აუვარდეს-მეთქი. მესამე ადგილზე გასულმა – უფრო პატარა თასი აიღო, მეორეზე გასულმა ცოტა დიდი და პირველზე – ძალიან დიდი. რენე ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო: ის, ყველაზე დიდი თასი მინდოდაო. მე ვუთხარი, საკმარისია მეორე ადგილი-მეთქი. არა, მე დიდი თასი მინდაო. თუ გინდა, მიდი, გოგონებთან იჩხუბე-მეთქი. მე სიგიჟემდე ვუყვარვარ და ვუთხარი, როგორც მე  გიყვარვარ, ისე იჩხუბე. თუ მაგრად გიყვარვარ, მაგრად იჩხუბე, თუ ცოტათი არც ისე მაგრად-მეთქი.
– გოგონებთან იმ დღესვე იჩხუბა?
– კი, იმ საღამოსვე. გოგონებთან ორთაბრძოლა შედარებით გვიან დაიწყო და სამი წლით უფროსებს ისე უტევდა, თავშივე ეტყობოდა, რომ ფავორიტი იყო. 18-კილოგრამიანი რენე ეჩხუბა 30-კილოიან ბავშვს, მასზე ერთი თავით მაღალს და ასე მოიგო ბრძოლები. ფინალში ყველაზე მაღალს შეხვდა და ისიც მოიგო. ჩემპიონის კი არა, „გრანდ ჩემპიონის“ თასი გადასცეს. ჩანიმ პირადად დააჯილდოვა, სხვას არ მისცა უფლება. ბავშვმა რომ თასი აიღო ხელში, მოცვივდა ხალხი. მიჩვეული ვარ, ჩემთან რომ იღებენ ფოტოებს და ამაყად გადავხედე მეუღლეს – აი, შენ რომ გგონია, ისე არაა, კიდევ იღებენ ჩემთან ფოტოებს-მეთქი... თურმე, რა ხდება?! -  მომაჩეჩეს ხელში ფოტოაპარატი, დადგნენ რენესთან და მე მითხრეს, გადაგვიღეო.  ასე მოცვივდა ხალხი. ყველა ტელეფონსა და ფოტოაპარატს მე მაძლევდა, ფოტო გადაგვიღეო. მე ვდგავარ, ვიზიო თავის ოჯახით და ხალხი ფოტოებს რენესთან იღებს. ეს ყველაზე დიდი სიხარული იყო ჩემთვის. უცებ მეც ვერ გავაცნობიერე,  რამხელა წოდება იყო ეს...
– როგორ შეაფასეს რენეს გამარჯვება?
–  იაპონელმა მწვრთნელმა იაპონიაში მიგვიწვია, ყველაფრის ხარჯებს ჩვენ ვიღებთ, ამ ბავშვმა იმხელა სული გამოამჟღავნა, ფიზიკის კანონს შეეწინააღმდეგაო. იაპონელები, ჩინელები ჰაერში დაფრინავენ. ფიზიკურად ძალიან მომზადებულები არიან, მაგრამ ჩინელები სამომავლოდ აპირებენ რენეს მიწვევას. უნდათ, მაგალითი მისცეს და ბავშვებს აჩვენონ რენე, რადგან მან ძლიერი მებრძოლი სული გამოამჟღავნა. ახლა ორ სარეკლამო სააგენტოშია  დაბარებული.
– რენეს, ალბათ, თქვენ ავარჯიშებთ...
– რენე სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, ეგრევე „ბოქსის” ილეთები გავაკეთებინე. სამი თვის იყო, სავარჯიშო „გრუშაზე“ რომ მუშტები დავარტყმევინე. კარატე, კიკბოქსინგი, კრივი, ცურვა, ფეხბურთი და ყველა სპორტი ერთნაირად უყვარს. ერთი, რომელიმე უნდა ამოვუგდო და ძიუდოზე შევიყვანო. ფეხბურთი უყვარს განსაკუთრებით, იცი, როგორ ითვლის?!  - 7,8,9, მესი (რადგან ათი ნომერია), 11,12 ... მესი ზოგჯერ ჩამოდის ხოლმე და დავპირდი, რომ შევახვედრებ. ბოლოს და ბოლოს, თუ უნდა, ბარსელონაში გადავაფრენ.  ყველაფერში მე ვავარჯიშებ, 24 საათი ჩემს ხელშია. კალორიებს, ენერგიის ხარჯვას ვუკონტროლებ.
– თვითონ როგორ აღიქვამს ამ გამარჯვებას?
– ვერც ხვდება, რამხელა წარმატებაა. ეს თასი ხომ დიდია და თან, გლობუსი ახატია – იმით ხვდება, რომ რაღაც დიდი ამბავია მის თავს. მას ჰგონია, რომ მამას სიყვარული დაუმტკიცა ამით, რადგან ძალიან უყვარს. სკოლაში, რომელიც ორასი წლისაა, მისი ფოტო ჩამოკიდეს კედელზე და რცხვენია. გუშინ მაღაზიიდან ვიღაც ქალი გამოვარდა, კანფეტი აჩუქა. ძალიან მორცხვია. მოჩხუბარი ბავშვი არ არის. ცხოვრებაში დამთმობია. ბევრ რამეს უთმობს ბავშვებს სკოლაში, მაგრამ რინგზე არაფერს თმობს. გამარჯვება ისე ძალიან უხაროდა, ამას სიტყვებით ვერც გადმოვცემ.
– თქვენ რას საქმიანობთ ახლა?
 – კრივში მომცეს ამერიკის დამსახურებული მწვრთნელის წოდება. აღმოსავლური ორთაბრძოლების ინსტრუქტორი ვარ. საკუთარი კლუბი მაქვს – „გოჩა ფასიეშვილი ბოქსინგ აკადემი“. მე ვიყავი პირველი ქართველი, ვინც ამერიკაში ჩამოვიდა და კონტრაქტით გამოდიოდა შეჯიბრებაზე. საწყენი რა არის, იცი? ფაქტობრივად, ქვეყანა არ არის დარჩენილი, ყველგან სტუმრის სტატუსით მიწვევენ. 2015 წელს ჩოხატაურში ჩამოატარეს ოლიმპიური ცეცხლი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე და არავის გავხსენებივარ. მე სულ ვასწავლი ჩემს შვილს, რომ მისი სამშობლო ეს არის. ჩემი არხსენება ჩოხატაურში იგივე გამოვიდა, ბრაზილიაში რომ პელე არ ახსენო.
– გაიხსენეთ თქვენი და ვიზიოს შეჯიბრება...
–  ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავედი. ფლორიდაში ტარდებოდა ჩემპიონატი, მაგრამ უსახსრობის გამო, წასვლა დამაგვიანდა. მე რომ ჩავედი, ის ტურნირი უკვე ჩატარებული იყო. მოვძებნე კლუბი, სადაც ვარჯიშობდა ჩაკ ნორისი, ბრიუს ლი. მოვხვდი ამ კლუბში, თუმცა არავინ არაფერი იცოდა ჩემ შესახებ.  მითხრეს, ხომ ხარ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ჰოდა, იჩხუბეო. მე პროფესიონალებში არ გამოვდიოდი და მოყვარულებში, თუ გინდა ასჯერ იყო ჩემპიონი, იქ ეს არ ითვლება. ორ კვირაში დამინიშნეს შეჯიბრება. ეს ჩემი გამოცდა იყო, რომელიც მოვიგე. მაგრამ, ისე ვიყავი დამტვრეული, მივხვდი, რომ პროფესიონალი არ ვიყავი. მერე მოვემზადე, თვრამეტი შესარჩევი ბრძოლა მოვიგე, რომ მივსულიყავი კიკბოქსინგის ლეგენდა – მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ვიზიოსთან საბრძოლველად ჩემპიონის ტიტულისთვის. მას 16 მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული და მეჩვიდმეტე მე ვიყავი. ყველა ტელევიზიამ, ჟურნალისტმა წაგება მიწინასწარმეტყველა. ეს იყო 1999 წლის 19 სექტემბერს ატლანტიკ-სიტიში. მაშინ მე ამერიკის კლუბში ვიყავი და საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ჩემს ყველა გამოსვლაზე ცხადდება, რომ საქართველოდან ვარ.  ამერიკის ტელევიზიებმა მითხრეს, რომ ქვეყნის ჰიმნის გარეშე არ შეიძლებოდა დაჯილდოების ცერემონიალზე გასვლა. ორგანიზატორებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი მოიტანეს. მე სასტიკი უარი განვაცხადე და უცებ მოვიფიქრე: ჩემი ძმა, ვახტანგი გავგზავნე. მანქანაში, სადაც ანსამბლ „რუსთავის“ აუდიოალბომი მქონდა და მათ გადავეცი. კასეტაზე „წინწყარო“ იყო ჩაწერილი. ასე რომ, საქართველოს ჰიმნად „წინწყარო“ და „ოროველა“ დავაკვრევინე. არასდროს დამავიწყდება, ხალხი მას გულზე ხელდადებული რომ უსმენდა. სხვათა შორის, ატლანტიკ-სიტიში გამოდიოდა ტაისონიც, ჰოლიფილდიც, მუჰამედ ალიც და მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი სპორტსმენი. ერთხელ დავაკვრევინე სიმღერა „ცაზე ავალ და დავძახებ“ ანსამბლ „კოლხეთის“ შესრულებით. ბრძოლა სინამდვილეში მე მოვიგე, მაგრამ უპირატესობა მას მისცეს. თუმცა, ამან მომიტანა ის, რომ ერთ წელიწადში მსოფლიოს ნომერ მეორე მოკრივედ დამასახელეს. შემდეგ ჩაკ ნორისმა მიმიწვია კალიფორნიაში, მის მოსწავლეს შევეჯიბრე და მოვუგე. მაშინ ჩაკ ნორისმა გამოუშვა ჟურნალი. სულ 15 ბრძოლა იყო იმ დღეს და მან თქვა, რომელი ბრძოლაც მომეწონება, ჩემი ჟურნალისა და ფილმის რეკლამას იმ ბრძოლის მიმდინარეობისას გავუშვებო და ჩემი ბრძოლის შუა ფაზაში გაუშვა.  
скачать dle 11.3