კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 გაიარე AutoCAD-ის და ხაზვის ტრენინგ-კურსი და დასაქმდი ქართულ-ამერიკულ კომპანიაში!

 ქართულ-ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანია S-CAD Group Georgia-მ და საზოგადოებრივმა  კოლეჯმა  „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“  ერთობლივად განახორციელეს მოკლევადიანი - AutoCAD-ისა და ხაზვის ტრენინგ-კურსი.
კურსის მიზანი იყო „ავტოკადის“ სპეციალისტების მომზადება და მათი დასაქმება კერძო კომპანიაში. კურსი გაგრძელდა ორ თვე-ნახევრის განმავლობაში, კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

  სულ მომზადდა 12 ადამიანი, რომელთაგან 5  დასაქმდა კომპანია S-CAD Group Georgia-ში მხაზველის პოზიციაზე, მზარდი ანაზღაურებითა და სტაბილური სოციალური ბენეფიტებით.
სერტიფიკატების გადაცემას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი, მარიკა ზაქარეიშვილი;  საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ დირექტორი – მამუკა ჯანჯალია და დირექტორის მოადგილე - თამარ შალვაშვილი.
ქართულ-ამერიკული საინჟინრო მხაზველობითი კომპანია S-CAD Group Georgia დაფუძნებულია ამერიკაში. მისი ქართული ფილიალი 6 წლის წინ  დაფუძნდა  თბილისში. კომპანიის ხელმძღვანელია მიხეილ ცინაძე. კომპანია მუშაობს მსხვილი  კომერციული ფართე
ბის ინტერიერისა და ავეჯის დაპროექტებაზე.

მიხეილ ცინაძე (S-CAD Group Georgia-ს დამფუძნებელი): იმ პირობებში,  როცა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა  როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისთვის  ერთ-ერთი   მთავარი  გამოწვევაა, ასეთი  ტრენინგ-კურსების განხორციელება  ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზარზე  არსებობს მოთხოვნა AutoCAD-ის  კვალიფიციურ სპეციალისტებზე, მაგრამ მათი მოძიება იოლი არ არის. შესაბამისად,  ამ მიმართულებით კადრების გადამზადება, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, საშური საქმეა.  ჩვენ დავასაქმებთ  „ავტოკადის” ასამდე  სპეციალისტს, რადგან 2018 წელს  კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ტრენინგ-კურსის  წარმატებით გავლის შემდეგ,  კურსდამთავრებულები  დაეუფლებიან პროგრამა AutoCAD-ის,  ხაზვითი დისციპლინის ძირითად პრინციპებს და გახდებიან  კვალიფიცირებული  და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.
S-CAD Group Georgia-ს და „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ერთობლივი პროექტი კვლავ გაგრძელდება. ახალი ჯგუფისთვის ტრენინგ-კურსის დაწყება თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება. ტრენინგ-კურსს წარუძღვებიან კომპანია S-CAD Group Georgia-ს გამოცდილი ინსტრუქტორები. კურსზე მიიღებიან მსურველები სრულწლოვანი - 18 წლის ასაკიდან და ზევით. მეცადინეობები ტარდება საღამოს საათებში.
S-CAD Group Georgia აცხადებს ვაკანსიებს AutoCAD ის პედაგოგის პოზიციაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის და გასაუბრებაზე დასარეგისტრირებლად,  დარეკეთ ტელეფონებზე:
574-61-44-55;  555 54-64-84; www.itvet.ge   www.cadcabinets. com

скачать dle 11.3