კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№7 რას ფიქრობენ თქვენზე

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

გიფიქრიათ იმაზე, რა თვისებების გამო გაფასებენ ახლობლები?! გაიარეთ ეს ტესტი და ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ საკუთარი თავის შესახებ.
1. იცრუებთ საყვარელი მეგობრის გადასარჩენად, თუ ეს თქვენს რეპუტაციას დააზიანებს?
ა) დიახ, აუცილებლად. მეგობარი უნდა გადაარჩინო;
ბ) იქნებ სიცრუის გარეშე დავეხმარო;
გ) ვუთანაგრძნობ, მაგრამ ჩემი რეპუტაცია ძვირად მიღირს.
2. მეგობრები კომედიაზე გეპატიჟებიან. თქვენ კი ეს ჟანრი არ გიყვართ. როგორ მოიქცევით?
ა) წავალ, ვერ ვაწყენინებ;
ბ) გთხოვ, სხვა ფილმზე წავიდეთ;
გ) რამეს მოვიმიზეზებ და არ წავალ.
3. როცა საკუთარ თავს სარკეში უყურებთ, რას ფიქრობთ?
ა) მზეთუნახავი არ ვარ, თუმცა...
ბ) ცუდად არ გამოვიყურები, ძალიანაც კარგი;
გ) მე მომწონს საკუთარი თავი.
4. სამსახურში კონფლიქტია, დაპირისპირებულები ცალ-ცალკე გთხოვენ, მათ მხარეს დადგეთ. რას იზამთ?
ა) იმის მხარეს დავდგები, ვისაც უკეთ ვიცნობ;
ბ) ჯერ სიტუაციაში გავერკვევი;
გ) გავერიდები სიტუაციას.
5. ხშირად იცვლება თქვენი გარემოცვა?
ა) პრაქტიკულად, არასდროს – მეგობრების წრეს არ ვიცვლი;
ბ) ზოგჯერ ხდება. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე;
გ) სულ ასე ვარ.
6. მეგობარი გთხოვთ, ფული ასესხოთ, რომ სამოგზაუროდ წავიდეს. რას იზამთ?
ა) ვასესხებ. რა პრობლემაა?
ბ) ჯერ გავარკვევ, როდის შეძლებს თანხის დაბრუნებას;
გ) ვურჩევ, სესხი ბანკში აიღოს. არ მიყვარს, ფულს რომ მთხოვენ.
                                                      ნახეთ შედეგები
პასუხების უმრავლესობაა „ა“: შესანიშნავი მეგობარი ხართ. ერთგული და საიმედო – ჭკვიანი, კეთილი, მზრუნველი. ამას ახლობლებიც ხედავენ და აფასებენ. საკუთარ თავთან ჰარმონიაში რომ იყოთ, ცოტა მეტი იფიქრეთ თქვენს სურვილებზეც. მეგობრების დაფასება კარგია, მაგრამ სულელად ხომ არ უნდა ჩაგთვალონ?
პასუხებში ჭარბობს „ბ“: საიმედო ადამიანი ხართ და მეგობრებიც ამისთვის გცემენ პატივს. თუ საქმე პრინციპებს ეხება, მტკიცედ იცავთ საკუთარს. ძალიან მიზანდასახული ხართ და ენერგიული. ამ ორი თვისებით სხვას პირდაპირ იწებებთ.
პასუხებში უმეტესობაა „გ“: საკუთარი თავი გიყვართ. ეგოისტი არ ხართ, მაგრამ იცით, რომ სხვაზე გადაყოლა მთლად კარგი არ არის. ყველა გულახდილობისა და დამოუკიდებელი აზროვნებისთვის გაფასებთ.

скачать dle 11.3