კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№7 ყოფილი საყვარელი ცოლთან მშვიდად ცხოვრებას არ მაცლის

თათია ფარესაშვილი გიორგი, 30 წლის.




ინტიმური საუბრები



ყოფილი საყვარელი ცოლთან მშვიდად ცხოვრებას არ მაცლის
სანამ ცოლს მოვიყვანდი, ასაკით ჩემზე უფროს ქალთან მქონდა რომანი. წლები ერთად ვიყავით და თავს კარგად ვგრძნობდი. თუმცა, ყველა იმას მიჩიჩნებდა, დაანებე თავი, თორემ უცოლოდ დაგტოვებსო. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავი მიჩვეული მასთან ყოფნას, ისე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს, სხვისკენ არც გამიხედავს. ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რაღაც უნდა შეცვალო და  ცხოვრებაში წინ წაიწიო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ოჯახის შექმნა. სხვათა შორის, ჩემი საყვარელი, ხშირად მეუბნებოდა, რომ არა მე, ახლა ოჯახი გეყოლებოდა, შვილები და იცხოვრებდი მათთანო. ვხვდებოდი, ამას სინანულით კი არ ამბობდა, უბრალოდ, ისე. ხშირად, ისიც კი უთქვამს, მე ვარ დამნაშავე, ამდენ ხანს უკან რომ დაგწიე, არც შვილი გაგიჩინე, თორემ ახლა დიდი ხნის მამა იქნებოდიო. შვილის გაჩენაც კი შევთავაზე, იმდენად მიყვარდა, მაგრამ კიდევ კარგი, ღმერთმა დამიფარა. მოკლედ, მასთან ურთიერთობა ნელ-ნელა გავწყვიტე და ცოლის შერთვა დავაპირე. როცა მიხვდა, მის მიმართ ისე აღარ ვიყავი როგორც ადრე, ეჭვიანობა დაიწყო. მეუბნებოდა, ვინ ჩადგა ჩვენ შორის, სხვა ქალი გყავსო? მართლა, არავინ მყავდა იმ პერიოდში მის გარდა და ვეფიცებოდი კიდეც. მალევე გავიცანი ნინა და მასთან დავიწყე შეხვედრები. ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა, სანდო, მოსიყვარულე, მეოჯახე და მალევე დავქორწინდით – გაცნობიდან ექვს თვეში. აი, ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა. ყოფილმა საყვარელმა ცხოვრება გამიმწარა. ურეკავს ჩემს ცოლს და საზიზღრობებს ეუბნება. ატყუებს, რომ ისევ მასთან ვარ და ვღალატობ. რამდენჯერ დამხვდა ნინა აცრემლებული. დავიღალე ახსნა-განმარტებით, მაგრამ მისიც მესმის, ისიც ქალია, ცოლი და ჩემზე ეჭვიანობს. მასთან თანაცხოვრების მერე, ფიქრადაც არ გამივლია ყოფილ საყვარელთან წავსულიყავი. არ მინდა, კიდევ უფრო დავძაბო სიტუაცია, მაგრამ არ გვეშვება, არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. იმუქრება, ათას სისაძაგლეს იგონებს. ცდილობს, როგორმე გაგვამწაროს, გვაჩხუბოს და დავშორდეთ. ნინას იმდენად ვენდობი, ყველაფერი მოვუყევი ცოლად მოყვანამდე ჩემზე. არც ის დამიმალავს, რომ წლებია, ერთ ქალთან დავდიოდი და მისი საყვარელი ვიყავი. უცოლო კაცს მეპატიებოდა, მაგრამ ახლა, ნამდვილად ვერ დავწვები სხვასთან, იმდენად მიყვარს ჩემი ცოლი. თან, შვილს ველოდები და ჩემი მომავალი შვილის დედას, სხვა ქალში როგორ გავცვლი? ფაქტია, ჩემი ყოფილი, არ აპირებს თავის დანებებას. რომ გაიგო, შვილს ველოდები, დაურეკა ჩემს ცოლს და მოუყვა, რამდენი აბორტი გაიკეთა და თურმე ეს მე მინდოდა. არადა, ღმერთია მოწამე, სულ ვეუბნებდი: გააჩინე შვილი, ცოლად ვერ მოგიყვან, მაგრამ ორივეს მოგხედავთ-მეთქი. შვილი რომ გაეჩინა ჩემგან, შეიძლება, ცოლის მოყვანაზე არც კი მეფიქრა და მათთვის მეცხოვრა. ცოლად კი, იმის გამო ვერ მოვიყვანდი, რომ ჩემი ოჯახი არ მიიღებდა, სულ პრობლემები მექნებოდა და თან, ჩემზე გაცილებით უფროსია ასაკით. აღარ ვიცი, რა მოვუხერხო, როგორ ჩამოვიცილო ეს ქალი, რომ ცოლთან მშვიდი ცხოვრება გავაგრძელო. ნამდვილად არ ვნანობ, მასთან გატარებულ წლებს, მაგრამ ყელში ხომ არ უნდა ამომადინოს? ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი და დასასრული აქვს.
скачать dle 11.3