კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ჭეშმარიტი რწმენა

შევინანოთ
„მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ“ (მთ. 11,28).
ნათლობის შემდეგ შემცოდეთათვის ერთი იმედი დარჩა – გულწრფელი სინანული. მადლობა ღმერთს, ჯერაც არ დავღუპულვართ! ცოდვილებო! კიდევ დარჩა იმედი ჩვენთვის, უხვება ღვთისა არ ამოწურულა, კიდევ იქადაგება ცოდვილთა სინანული, ჯერაც არ დახშულა მოწყალების კარი. ღვთის მადლი ყველასთვის მისაწვდომია, ცათა სასუფეველი იქადაგება, მონანიე ცოდვილთა ხსნა შესაძლებელია. მეზვერენი და მემრუშენი, სინანულით განწმენდილნი, ცათა სასუფეველს იმკვიდრებენ. ჯერაც გულმოწყალე ღმერთი მისკენ მიქცეულებს უხმობს და აღუთქვამს მათ შეწყალებას. ჯერაც კაცთმოყვარე მამა იღებს უძღებ შვილებს. შორი ქვეყნიდან მობრუნებულებს უღებს კარს და პირველი სამოსელით მოსავს, აძლევს რა ბეჭედს თავისას და მთელს წმიდა ეკლესიას განუჩინებს სიხარულს: ხარობდეთ ანგელოზნი და ყოველნი ჩემნი რჩეულნი! ცოდვილები  უბრუნდებიან ჩემს წიაღს, ხატად და მსგავსად ჩემდა შექმნილთ დაუგდიათ დამღუპველი გზა და მოქცეულან, მკვდრები განცოცხლებულან.
დიდება ღვთის მოწყალებასა და კაცთმოყვარებას, დიდება მის მადლსა და მადლის უხვებას!
უბედურო ცოდვილებო! რატომ ვყოვნდებით შორეულ ქვეყანაში და არ ვუბრუნდებით მამას? რატომ ვიღუპებით სულიერი შიმშილით? რად ვიკვებებით უსამართლობით, როგორც სალაფავით? ჩვენი მამის სახლში ხომ ყოველივე კეთილი მოიძევება. იქ მსახურებიც კი განცხრომაში არიან. დიდი მოთმინებითა და სურვილით გველოდება მამაჩვენი და დაბრუნებულებს შორიდანვე დაგვინახავს, მოწყალე იქნება ჩვენზე და არ გაგვიხსენებს შეცოდებებს, და გაიხარებენ ჩვენით ანგელოზები და უფლის წმიდანები.
გონს მოვეგოთ და აღდგენილნი გავეშუროთ მამისკენ. დაე, თითოეულმა ჩვენგანმა უთხრას მას მორჩილებითა და სინანულით: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ ვიყო მე, ვითარცა ერთი მსახურთაგანი“.
ვიჩქაროთ, სანამ დროა, სანამ ჩვენი ზეციერი მამა გველოდება, სანამ მისი წმიდა სახლის კარი დახშული არ არის შევინანოთ, სანამ ღვთის მოწყალება მოქმედებს, ნუ მოიწევა ჩვენს თავზე მისი რისხვა. ამინ!

მას ეძებენ, რაც უყვართ

ადამიანები დიდი მონდომებით ეძებენ მას, რაც უყვართ და, რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ძიების გულმოდგინება.
ვისაც სიმდიდრე უყვარს – სიმდიდრეს ეძებს, ვისაც – პატივი და დიდება, – პატივსა და დიდებას მიელტვის.
ის კი, ვისაც ღმერთი, უმაღლესი სიკეთე, უყვარს, მთელი გულმოდგინებითა და მონდომებით უფალს ეძებს. მაგრამ, თუ გვინდა გვიყვარდეს უფალი და ვეძიებდეთ მას, ზურგი უნდა ვაქციოთ ცოდვებს და განვაგდოთ გონებისგან ამქვეყნიურობის ხიბლი, ამაოება და მხოლოდ ერთი – ღმერთი – ვისურვოთ და მოვიძიოთ.
ქრისტიანო! როცა ღვთის სიყვარული გსურს, შეიძულე ცოდვა, უფლისთვის არასათნო და მიუღებელი. ერთდროულად ღმერთისა და ცოდვის სიყვარული შეუძლებელია. როცა უფალს ეძებ, ნუკი მიდრკები ამქვეყნიურ პატივისაკენ, დიდებისკენ, ნუ შფოთავ სიმდიდრის გამო; ყოველივე უნდა დათმო, თუ ღვთისკენ სწრაფვა გადაწყვიტე; ყოველივე ამაო უნდა აღმოფხვრა გულიდან, რათა მხოლოდ ღმერთისთვის დარჩეს შენში ადგილი. წმიდა დავით მეფეს, მეფსალმუნესა და წინასწარმეტყველს, არც ცაში, არც მიწაზე არაფერი სურდა ღვთის გარდა, რისთვისაც გალობდა იგი: „ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენ გარდა, არავინ მსურს დედამიწაზე. ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე“ (ფს. 72, 25-26).
უფლის წინასწარმეტყველი საკუთარი მაგალითით გვმოძღვრავს:  არაფერი ვინდომოთ და ვეძიოთ, გარდა ღვთისა. ღმერთი კი ჭეშმარიტი თავმდაბლობის, მორჩილებისა და გულითადი ლოცვების მიღმაა. როცა უფალი ხედავს ადამიანის ამგვარ ღვაწლს, უახლოვდება მას თავისი უტკბესი სიყვარულით და ადამიანის გულს თავის ტაძრად გადააქცევს, მაშინ ხვდება და გრძნობს შინაგანად, რომ ახლოსაა უფალი.
მაშ, მოვიძიოთ ღმერთი, ძმებო, ყველაფერზე მეტად, და ამისთვის დავუტოვოთ ცოდვები, ამაო გულის ზრახვები და მაშინ შევიტყობთ, რომ უფალზე უფრო ტკბილი არ არის, არც ცაში, არც – მიწაზე. ამინ!скачать dle 11.3