კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ქალი მამაკაცის ადგილას

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ნებისმიერი ქალისთვის საინტერესო იქნება ერთი წუთით მაინც წარმოიდგინოს თავი მამაკაცის ადგილზე და დაფიქრდეს, რა სურს,  უთხრას ქალებს. იქნებ ყველა მამაკაცს სურს, ქალს უთხრას, რომ:
*  არასდროს დატოვებს ქალს, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს. უფრო მეტიც, იმისგანაც კი გაუჭირდება წასვლა, რომელთანაც წარსული, მაგრამ მაინც ბედნიერი წუთები აკავშირებდა;
* კაცს ქალის იმაზე გაცილებით ნაკლებად ესმის, ვიდრე უნდა, მაგრამ იმაზე მეტად, ვიდრე ქალს ჰგონია;
* კაცების უმრავლესობას შეუძლია, რეცხვა, უთოობა, სახლის დალაგება და ნორმალური საჭმლის კეთებაც კი. ამიტომ, არ აქვს აუცილებლობა, ამ ყველაფრისთვის ქალის ბუზღუნი და უპატივცემულობა აიტანოს. მოკლედ, მხოლოდ იმიტომ, რომ დიასახლისი სჭირდება, კაცი ქალთან ვერ იქნება;
* კაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების. უბრალოდ,  დიდად არ მისწონთ ისინი, ისევე, როგორც ქალებს არ მოსწონთ სუსტი მამაკაცები. თუმცა, თვითონ ეს ორი ტიპაჟი ერთმანეთს კარგად ეწყობა: ძლიერი ქალი და სუსტი მამაკაცი – უკვე კლასიკად ქცეული წყვილია;
* თუ მამაკაცი ინიციატივას არ იჩენს, ნუ გგონიათ, რომ სულელია და თავს ვერაფერს აბამს. დაუშვით ის, რომ იქნებ, უბრალოდ, არ სურს  ეს ურთიერთობა – არ უნდიხარ;
* ქალი, რომელიც ყვირის, სულაც არ იწვევს კაცში პატივისცემას (სულერთია, რა იყო ყვირილის მიზეზი). პირიქით, კაცი იმედგაცრუებული რჩება;
* კაცს შეუძლია, უხმოდ და დიდხანს ასრულოს თქვენი ახირებები. მაგრამ, ზოგჯერ ამას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო აკეთებს. აინტერესებთ, რამდენად შორსაა წასული ქალის ეგოიზმი;
* სტატისტიკურად, ლამაზი და სექსუალური ქალი გაცილებით მეტია, ვიდრე ჭკვიანი, წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი. ეს სტატისტიკა მაშინვე ახსენდება ყველა კაცს,  როცა მისგან იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე აძლევენ;
 * კაცების უმრავლესობას ქალისგან უარი თავიდან შეიძლება, მოსწონდეს, მაგრამ არც ისეთი სულელები არიან, რომ დრო დაკარგონ თამაშზე, რომელიც თავიდანვე წაგებულია;
* თუ კაცი ქალს რესტორანში ეპატიჟება, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ისევე, როგორც არაფერს ნიშნავს ხუმრობა, ღიმილი და საერთოდ, მსუბუქი ფლირტი. შეიძლება, ამ დროს კაცი მხოლოდ გაკვირდებათ;
* კაცი  არ ეჭვიანობს მხოლოდ მათზე, ვინც არ უყვარს. თუმცა ეჭვიანობაც არ ნიშნავს ყოველთვის სიყვარულს;
* თუ კაცი ერთხელაც ინსტინქტებს აჰყვება და გიღალატებთ, შემდეგ კი საგულდაგულოდ   შეეცდება, ამ  ამბის თქვენგან დამალვას, ესე იგი, არ სურს თქვენი დაკარგვა.

მამაკაცური
 სურვილები


როგორ უნდა გამოხატოს ქალმა მამაკაცის მიმართ სიყვარული ისე, რომ ეს სანანებელი არ გაუხდეს? ანუ, მოიქცეს სწორად. ზოგჯერ ეს ორი სქესი სურვილებსა და მიზნებში „აცდენილია“. მაგალითად, რას ელოდებიან ქალები მამაკაცებისგან? ნორმალურ სიტუაციაში – ყურადღებას, ზრუნვას, დაცვას…
მაგრამ, როცა ქალის გვერდით სასურველი მამაკაცი ჩნდება, რას აძლევს მას ქალი? ან, რა უნდა მისცეს, რომ კაცმაც ბედნიერად იგრძნოს თავი. როგორ ესმის ქალს სიყვარული? საქმე ისაა, რომ მამაკაცს სიყვარული ქალისგან განსხვავებულად ესმის.
მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება, სანამ ეს არ გადავა დედობრივ მზრუნველობაში. ანუ, მას გაცილებით მეტის მიღება სურს ცოლისგან, ვიდრე მზრუნველობაა. მაგალითად, ქალმა მიიღოს ისეთი, როგორიც არის.  საქმე ისაა, რომ, როცა ქალი ცდილობს მამაკაცის გადაკეთებას, მისი ხასიათის გამოსწორებას, ჰკარნახობს საკუთარი ცხოვრების წესებს, უცვლის ჩაცმის სტილს, მანერას და აკრიტიკებს მისი ინტერესების სფეროს, თუნდაც ეს მამაკაცისთვის სასიკეთოდ ხდებოდეს. კაცის შინაგანი მე მაშინვე განგაშს ტეხს – „მე არ ვუყვარვარ, რადგან არ მიღებს ისეთს, როგორიც ვარ...“
თუკი ქალმა მამაკაცი უპირობოდ მიიღო, თავისი ინტერესებით, ხასიათით, ცხოვრების სტილით და ეს გააკეთა არა ინტელექტის დონეზე, არამედ გულით – აი, ესაა მამაკაცისთვის სიყვარულის საუკეთესო დადასტურება.
კაცს უნდა, რომ ქალს მისი სჯეროდეს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თავად სჯერა საკუთარი თავის.
მაგრამ ეს ნიშნავს შემდეგს:  არ მისცეთ რჩევები თუ ამას არ გთხოვთ. არ ითამაშოთ  ძალიან  ჭკვიანი ქალის როლი; ნუ იქნებით ოჯახში ლიდერი და ნუ შეერკინებით მამკაცურ საქმეებს, მით უფრო, აშკარად და აგრესიულად.
უბრალოდ, ირწმუნეთ თქვენი მამკაცის, და არასდროს უღალატოთ ამ რწმენას. ეს მას შთააგონებს და შეუძლებელს გააკეთებინებს. მთავარია, ქალისგან მხარდაჭერას გრძნობდეს.
მამკაცი აუცილებლად იგრძნობს, როცა ქალს უყვარს და მისი მხარდამჭერია.  გახსოვდეთ,  რომ  მხარდაჭერა პატარა, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსებში გამოიხატება.
როცა ქალი მუდმივად აკრიტიკებს მამაკაცს და აგრძნობინებს, რომ მისი არ სჯერა, კაცსაც ეკარგება ნდობა მის მიმართ და ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.
ბრძენი ქალი, მამაკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი კითხვით შეხვდება:
„კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ, იმოქმედე!”
მამკაცი არასდროს წავა იმ ქალისგან, რომელიც მხარში უდგას, თუნდაც მრისხანე ხასიათი ჰქონდეს.
მიიღეთ თქვენი მამაკაცი ისეთი, როგორიც არის. ირწმუნეთ მისი, ამოუდექით მხარში, იცხოვრეთ ჰარმონიულად და იყავით ბედნიერი!скачать dle 11.3