კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რა საინტერესო ამბავი უკავშირდება ქეთევან მაღალაშვილის მიერ დახატულ მედეა ჯაფარიძის პორტრეტს, რომელიც ქალთა კოლონიაში მოხვდა

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ის ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზია. 1911 წელს  სწავლა თბილისში, კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში განაგრძო, სადაც მისი პედაგოგები იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე და ოსკარ შმერლინგი იყვნენ. შემდეგ სასწავლებლად მოსკოვს გაეშურა, ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. რევოლუციის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და მუშაობა ახლად დაარსებულ ეროვნულ გალერეაში დაიწყო, რომლის ხელმძვანელმა, დიმიტრი შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. 20-იან წლებში შეუერთდა მხატვრების ჯგუფს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის შემადგენლობით, რომლებიც პარიზში ცხოვრობდნენ და იქ სრულყოფდა თავის ოსტატობას, კოლაროსის აკადემიაში. 30-იან წლებში მუშაობა დაიწყო რესტავრატორად „მეტეხის” მუზეუმში. ახდენდა მინიატურების, ფრესკების კოპირებას. ის მუდმივად ტრიალებდა ინტელიგენტურ გარემოცვაში და ქმნიდა თანამედროვეების – ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის, სოლიკო ვირსალაძის, ბ. კუფტინისა და სხვა ცნობილთა პორტრეტებს. მისი სახელი და გვარი ფართო საზოგადოებამ მაინც თამარ მეფის პორტრეტით გაიცნო, რომელიც პირველად სასკოლო, ისტორიის სახელმძღვანელოში გაჩნდა. მის   რეპროდუქციას ხშირად შეხვდებოდით ოჯახებსა თუ დაწესებულებების კედლებზეც. ასე გახდა ავტორიც ისეთივე ძვირფასი და ჩვენთვის ყველასთვის ახლობელი, როგორც მისი სურათები. ამ მხატვრის ნამუშევრებზე ჭკუას მისი მეგობარი, ცნობილი საბჭოთა პიანისტი, სვიატისლავ რიხტერი კარგავდა. მხატვარ ქალბატონს ბევრ წერილს სწერდა და საჩუქრად ნახატებსაც სთხოვდა. ასე აღმოჩნდა მისი ბევრი სურათი პიანისტის პირად კოლექციაში, რომლითაც ის პერიოდულად გამოფენებს აწყობდა საკუთარ სახლში. ეს, პორტრეტების უბადლო შემსრულებელი,
ქეთევან მაღალაშვილის დღიურებია, რომელსაც  მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო გვერდებზე გადაგიშლით.   
1922 წელი იყო. ქართველი საზოგადოება იუბილეს უხდიდა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, იაკობ ნიკოლაძეს. სცენაზე მისი პორტრეტი გამოიტანეს. მაშინ არავინ იცნობდა ამ პორტრეტის ავტორს. საბოლოო სიტყვაში ნიკოლაძემ ახალი ნიჭიერი მხატვრის მოსვლა მიულოცა საზოგადოებას და პორტრეტის ავტორი გააცნო... არავის არაფერს ეუბნებოდა ეს სახელი და გვარი, მაგრამ ყველას სწამდა ნიკოლაძის დიდი ავტორიტეტის. ასეთი ფეხბედნიერი გახლდათ ქეთევან მაღალაშვილის პირველი ნაბიჯი მხატვრობაში. პირველივე დღიდან სიყვარული და ინტერესი ახლდა ყველა მის საქმეს…
…ქეთევან მაღალაშვილი ახალგაზრდობიდანვე, პირველი ნაბიჯებიდანვე მხატვრობაში უდიდესი ინტერესით, გულმოდგინებით, მოთმინებითა და სიყვარულით მუშაობდა ფრესკულ მხატვრობაზე. მოგზაურობდა საქართველოში, აკვირდებოდა ფრესკებს. სწავლობდა ფრესკების ძველი, უსახელო ოსტატების ფერთა შეხამებას, კომპოზიციებს, პორტრეტულ გამოსახულებებს... (პროფესორი: ე. ნადირაძე) გადმოჰქონდა ტილოზე და ასე, თანდათან, შეიქმნა მისი უაღრესად ორიგინალური, შესანიშნავი პორტრეტული მხატვრობა… ეს იყო ნამდვილი აკადემია… ბავშვობიდანვე პორტრეტით იყო გატაცებული, სკოლაშივე მხატვარს ეძახდნენ. იქ უკეთებია თავისი ამხანაგების სახეთა ჩანახატები, შეუქმნია მამის პორტრეტიც, რასაკვირველია, ფანქარში, სახელდახელოდ... მეგობრებს ძალიან მოსწონდათ ეს ნახატები და ისიც დაუნანებლად ასაჩუქრებდა ხოლმე მათ. შემდეგ ოსკარ შმერლინგის სკოლაში მიიყვანეს... სამი წელი დაჰყო იქ. 1915 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში სწავლობს. რუსეთში გატარებული წლები ძალზე ნაყოფიერი იყო. დადიოდა მუზეუმებში, ათვალიერებდა რუსულ და ევროპულ პორტრეტულ მხატვრობას, ათვალიერებდა სამხატვრო გამოფენებს. ამ შთაბეჭდილებებმა გაამდიდრა მხატვრის ცხოვრება, მისი შემოქმედებითი ფიქრი… მაგრამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო.
რევოლუციის პერიოდი იყო და დროებით სამშობლოში ჩამოსულმა, ვეღარ მოახერხა მოსკოვში დაბრუნება. თბილისში სურათების ეროვნულ გალერეაში მიიწვიეს. მხატვარი კვლავ თავისი საყვარელი საქმის გარემოცვაში მოხვდა. ნაცნობები და მეგობრები იყვნენ მისი მოდელები… პარიზში ამ დროს იმყოფებოდნენ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე... ქეთო მაღალაშვილი ჯერ გერმანიაში ჩავიდა, მიუნჰენში, კერძო სტუდიაში სწავლობდა. შემდეგ პარიზში...
„გათენებისას, წვიმიან დღეს ჩავედი პარიზში. წინასწარ დეპეშა გავუგზავნე ლადო გუდიაშვილს, რომ დამხვედროდა, მაგრამ დრო შეეშალა და სადგურზე მარტო აღმოვჩნდი... მანქანა ვიშოვე და მის სამყოფელს მივაგენი”... შემდეგ დაიწყო დაძაბული მხატვრული ცხოვრება... იშოვა სახელოსნოც, სწავლობდა კოლაროსის ცნობილ აკადემიაში, ხვდებოდა მხატვრებს, დადიოდა მუზეუმებში, ეცნობოდა მსოფლიო ხელოვნების შედევრებს... ამ დროს პარიზში უამრავი ერთმანეთის საწინააღმდეგო, სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობა არსებობდა და ახალგაზრდა, დამწყები შემოქმედისთვის ძნელი არ იყო მათი გავლენის ქვეშ მოქცევა. ქეთო მაღალაშვილი ისე, როგორც მისი ქართველი მეგობარი მხატვრები, ცდილობდა შორს ყოფილიყო ამ გავლენისგან. მაღალაშვილი სწავლობდა, იღებდა იმას, რაც სჭირდებოდა… ესაა მისი დამსახურება და მიზეზიც იმისა, რომ თვით პარიზის პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებშიც, სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი მხატვარი ჩანს. ის პარიზში, ამ უამრავი, საინტერესო გატაცებისა და ექსპერიმენტების სფეროში, თავისი თავისა და ქართული ტრადიციების ერთგული რჩება. ეს ყოველივე შეუმჩნეველი არ დარჩა პარიზის პრესას და მხატვართა ერთ-ერთ გამოფენაზე, ხაზგასმით მიანიშნა: ქეთო მაღალაშვილის სურათები განსაკუთრებით მიმზიდველი იმიტომ არის, რომ ის „უბრალო და მართალია”, არ მისდევს მოდას, ბრწყინვალედ გადმოსცემს ადამიანის ფსიქოლოგიურ განცდასო… სახელოსნოში მხატვრის რამდენიმე პეიზაჟი ჰკიდია. ისინი სხვადასხვა დროს პოეტური გატაცებით დაუხატავს ხან საგურამოში, ხან თელავში, ხანაც თბილისის მიდამოებში. აქვეა ნატურმორტები... ესაა ლირიკული, ლამაზი, ჰარმონიული სურათები... ამ ნამუშევრების გამო თქვა ცნობილმა მხატვარმა, მისმა უახლოესმა მეგობარმა ელენე ახვლედიანმა: „ქეთომ რამდენიმე პეიზაჟი დახატა და ყველა მშვენიერია, მე კი პორტრეტი ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა... ქეთომ მაჯობაო…” ქეთევან მაღალაშვილის მთავარი გატაცება მაინც ადამიანია... საოცარია, რა დიდი ინტერესითა და სიყვარულით უმუშავია მხატვარს ამ ჟანრში... ის ხშირად აღნიშნავდა, რომ უფრო მეტად იმ ადამიანთა პორტრეტებზე მუშაობა ეადვილებოდა, ვისაც იცნობდა, მათი შემოქმედება, ცხოვრება მისთვის ახლობელი იყო. „ხდება ხოლმე, რომ ადამიანს სულ სხვანაირი თვალით უყურებ, სურათზე მუშაობის დროს კი, სხვას ხედავ... ეს პროცესი ძალზე რთული და ინტენსიურია, მხატვარსა და მოდელს შორის უაღრესად მჭიდრო კონტაქტი მყარდება... ამ დროს ადამიანი ცვალებადი განწყობისაგან თავისუფლდება და თავისთავთან რჩება... თუ ამ მომენტის პოვნა შესძელი, უკვე კარგად არის საქმე... სურათი მართალი გამოვა, მთავარზე მთავარი ნამდვილი ხასიათის გახსნაა”… მუდამ გატაცებით ლაპარაკობდა, მაგალითად, მის მიერ შექმნილ ელისო ვირსალაძის პორტრეტზე... „ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო ამ გარეგნული და შინაგანი მშვენიერებით სავსე ქალიშვილის პორტრეტზე მუშაობა... ჩვეულებრივ, ადამიანებს უჭირთ ხოლმე საათობით ერთ მდგომარეობაში გაჩერება. ეს კი მუშაობის პროცესზე ახდენს გავლენას. ელისო ამ მხრივაც ნიჭიერია”. ქეთევან მაღალაშვილს რამდენჯერმე დაუხატავს, აგრეთვე ცნობილი მსახიობის მედეა ჯაფარიძის პორტრეტიც. ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებთ: ეს ეხება მსახიობის პორტრეტს თეთრ ტანსაცმელში... სურათის რეპროდუქცია ქართულის გარდა, სხვა ჟურნალებშიც დაიბეჭდა, ერთიც ჟურნალ „რაბოტნიცაში”. ის უნახავს პატიმარ ქალს და აი, მედეა ჯაფარიძემ ალმა-ათიდან მიიღო ამ ქალის წერილი. სთხოვდა: მე
უდანაშაულოდ მოვხვდი საპატიმროში, არავინ პატრონი არ მყავს და ასეთმა ნათელმა, კეთილთვალება ადამიანმა არ შეიძლება, ჩემს თხოვნაზე უარი თქვას და არ შეეცადოს, დამეხმაროსო… მედეა ჯაფარიძემ მართლაც იზრუნა ამ ქალზე... მართლაც გამოირკვა მისი უდანაშაულობა და გაათავისუფლებინა. ასეთ ზუსტ რეაქციას იწვევს მნახველში ქეთევან მაღალაშვილის პორტრეტები. კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტები მხატვარს სხვადასხვა დროს შეუსრულებია.
მასზე მუშაობა ძალიან მიჭირდა. ერთი წუთითაც არ ისვენებდა, თანაც ძალიან ცოტა ხნით მოდიოდაო, – ხშირად ღიმილით უთქვამს მხატვარს: და თუ რითიმე ეს პოტრეტი მაინც ჰგავს გამსახურდიას, ეს უფრო მისი შემოქმედებით მიღებული შთაბეჭდილების შედეგია, ვიდრე პიროვნებისო… განსაკუთრებული სიფაქიზით დაუმუშავებია მხატვარს ხელი. გავიხსენოთ, რიხტერის პორტრეტი – ეს შესანიშნავი ნამუშევარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მის პორტრეტებში... რიხტერთან მხატვარს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და მის ფოსტაში ისეთი ცნობილი ადამიანების წერილების გვერდით, როგორიცაა: ლეონიდ სობინოვი, ნეიჰაუზი, ჰანს ფოხტი და სხვები, ყველაზე მეტი რიხტერის წერილია. მას შეეძლო, დაუსრულებლად ელაპარაკა ამ დიდი ხელოვანის შესახებ, მის შემოქმედებაზე, მის ადამიანურ ხასიათზე… ბევრი მისი ნამუშევარი რიხტერის საკუთრებაა. ამ რამდენიმე წლის წინ, მან თავის ბინაში მაღალაშვილის სურათების გამოფენა მოაწყო, სადაც მრავალი მნახველი მიდიოდა და მათი მეგზური ყოველთვის რიხტერი გახლდათ. მას ძალიან ჰყვარებია მუსიკოს ვალენტინა კუფტინას პორტრეტი... პირველად, როცა სურათები მოსკოვში ჩაიტანეს, კუფტინას პორტრეტის შესახებ მოსწერა რიხტერმა მხატვარს: ის პორტრეტი, როგორმე მომაწვდინეთ, ან თვითონ შენ ჩამოიტანეო. თავისი ტახტის წინ, კედელზე დაუკიდია – ჩემზე ჯადოსნურ ზეგავლენას ახდენსო… ბოლო დროს ნოდარ დუმბაძის პორტრეტი დაამთავრა... „მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მომწონდა ის ჰუმანიზმი, კაცთმოყვარული გრძნობა, რომელიც ასე უშუალოდ და ლამაზად ჩანს მისი წიგნებიდან. სწორედ ეს იყო მთავარი ჩემთვის, როცა დუმბაძის პორტრეტზე მუშაობა დავიწყე და სურათშიც ამ მთავარისთვის შევეცადე, ხაზი გამესვა”…
скачать dle 11.3