კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ გახდა გიგა კუხალაშვილი ინგუშეთის პრეზიდენტის რჩეული და რა დოკუმენტურ ფილმს იღებენ მის ცხოვრებაზე მოსკოვში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი სპორტსმენი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი, რომელიც თავისი ცნობილი ნოკაუტებით არაერთხელ მოხვედრილა საუკეთესო ათეულში, კვლავ წარმატებით აგრძელებს კარიერას და მალე მასზე დოკუმენტური ფილმიც გამოვა მოსკოვში.
გიგა კუხალაშვილი:
ყოველთვის მინდოდა და შეიძლება ითქვას, ვოცნებობდი ფილმში გადაღებაზე. ახლა კი, ისე გამოვიდა, ჩემი ფილმი მაქვს. 2016 წელს სოციალურ ქსელში მომწერა გიგა ჯოხაძემ და ამიხსნა, ვინ იყო და რას საქმიანობდა. გიგა რეჟისორია, რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული და სხვადასხვა კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახლავთ, რასაც ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ის აკეთებს პროექტს „ქართველები მოსკოვში“ – რუსეთში მოღვაწე სხვადახვა პროფესიის მქონე ქართველებზე იღებს ფოტოებს. თავისი ნამუშევრები გამომიგზავნა და ძალიან მომეწონა. შევხვდით, ვივახშმეთ და ერთმანეთი რომ გავიცანით, მერე შემომთავაზა დოკუმენტური ფილმის გადაღება, სადაც მთავარ როლში ვიქნებოდი მე.
– რთულია დოკუმენტურ ფილმში გადაღება?
– გიგამ თავიდანვე მითხრა, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღება ძალიან სპეციფიკური და რთულია, რაშიც მერე, თვითონვე დავრწმუნდი. უპირველესად, გაცილებით მეტი მოთმინება გჭირდება. უნდა იყო ისეთი, როგორიც ცხოვრებაში ხარ. კამერას რომ გიმიზნებენ, თავიდან, მაინც თამაშს იწყებ.  გგონია, რადგან კამერის წინ ხარ და ფილმს იღებენ, ყოველთვის რაღაც ქმედებაში უნდა იყო. მაგრამ, ასე არაა. უნდა იყო ისეთი, როგორიც ყოველდღიურად ხარ. დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი სირთულე ისიცაა, რომ სცენარი არ არსებობს. შეიძლება, 24 საათის განმავლობაში იღებდე, მაგრამ იქიდან მხოლოდ ორი წუთი იყოს ფილმისთვის გამოსადეგი. ყველა ცხოვრებისეულ სცენას იღებ, რაც კი ხდება დროში. დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს შევჩვეოდით. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე წელია, მიმდინარეობს გადაღება და უკვე ფინალში გავდივართ. იმედია, მალე დავამთავრებთ. გადაღებიდან ყველაზე უცნაურია, როდესაც ქუჩაში მიღებს, ხალხმრავალ ადგილას. ვცდილობ, კამერა არ შევიმჩნიო და არც ვიმჩნევ. თუმცა, გამვლელების დაკვირვებულ გამოხედვას ყოველთვის ვამჩნევ.
– საუკეთესო ნოკაუტის შემსრულებელი ხარ. როგორ გრძელდება შენი ნოკაუტების სერია?
ზაფხულში ინგუშეთში მქონდა შეჯიბრება. ყირგიზელ სპორტსმენს შევხვდი, მსოფლიოს ჩემპიონი იყო ჯიუჯიცუში და ცდილობდა, ჩემთან ჭიდაობას.
მაგრამ, 46 წამში ნოკაუტში გავუშვი და გამარჯვებაც მოვიპოვე. საღამოს ინგუშეთის პრეზიდენტმა ყველანი წვეულებაზე დაგვპატიჟა. თითო მაგიდასთან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ვისხედით. შუა წვეულების დროს ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, პრეზიდენტის მაგიდასთან გადავმჯდარიყავი, ჩემი გაცნობა უნდოდა. თბილად მიმიღო, ისე, როგორც კავკასიელ ხალხს, ინგუშებსა და ქართველებს შეგვეფერება. რაღაც ნამცხვარი მომაწოდა – ჭამე, ძალიან გემრელიაო. ნამცხვრები მივირთვით და აღმოჩნდა, რომ მასაც ჩემსავით ჰყვარებია. იუნუს ბეკ ევკუროვი თვითონაც სპორტითაა გატაცებული და ცდილობს, თავის რესპუბლიკაში არცერთი სპორტსმენი უყურადღებოდ  არ დატოვოს, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. ინგუში სპორტსმენები უკვე საკმაოდ წარმატებულები არიან.
– ჩხუბის დროს შენ ან შენს მოწინააღდეგეს სერიოზული ტრავმა თუ მიგიღიათ?
– ცოტა ხნის წინ ბრძოლა მქონდა დანიშნული გერმანელ შტეფან პიუცთან, რომელიც გერმანიაში ყველა ორგანიზაციის ჩემპიონია, ემ-1-ის ექსჩემპიონი, ძლიერი მოჩხუბარი და შესაბამისად, მოვემზადე მასთან შესახვედრად. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, ტრავმა მიიღო და ვერ შეძლო მონაწილეობა. მის მაგივრად კი, სხვა გერმანელი ჩამოვიდა, რომელსაც  შვიდი ჩხუბიდან ექვსი მოგება ჰქონდა და ოთხი – ნოკაუტით. ესეც საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგე გახლდათ და მისი ნოკაუტების რაოდენობაც ამაზე მეტყველებს. მაგრამ, ჩემი საღამო იყო და პირველივე რაუნდში ნოკაუტით გამარჯვება შევძელი. მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე, სერიოზული ტრავმა მიუღია. ცხვირი და თავის ქალას დასაწყისი აქვს გატეხილი. მერე, როგორც გავიგე, 70 პროცენტ შემთხვევაში, ასეთი ტრავმის დროს ცოცხალი ვერ რჩება. საბედნიეროდ, ახლა სებასტიანი კარგადაა და რეაბილიტაციას გადის.
– რა რეაქცია გაქვს, როცა შენი ბრძოლების ამსახველი ვიდეოების ქვეშ, ქართველები უარყოფით კომენტარებს წერენ, რადგან რუსეთში მოღვაწეობ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ქართული დროშითა და ქართული სიმღერის ფონზე გამოდიხარ?
– ყველას თავისი აზრი აქვს, თუნდაც ის უაზრობა იყოს. ასეთ უარყოფით კომენტარებს როცა ვკითხულობ, მეცინება. ინტერნეტში ძალიან პატრიოტები, კარგად ვიცი, როგორები არიან ცხოვრებაში. მათ არ იციან, როგორი ცხოვრება მაქვს ახლა და როგორ მიცხოვრია. თუმცა, ეს მათ ჩემს განკითხვაში ხელს არ უშლით. ყოველთვის, როცა ქვეყნისთვის საჭირო ყოფილა, უკან არ დამიხევია და არც ახლა ვიხევ. ეს იცის ყველამ, ვინც ახლოს მიცნობს და სხვებმა იყეფონ, არაფერი დაშავდება. მე როგორც აქამდე ვაფრიალებდი საქართველოს დროშას ნებისმიერ ქვეყანაში, ისე ავაფრიალებ მომავალშიც. ბევრს შეიძლება, თავის ქვეყანაშიც კი, ერთხელაც არ ჰქონდეს დროშა აწეული, არამცთუ რამე ასპარეზზე, არამედ სახლშიც.
– რუს გოგონებზე ქართველი კაცები ლეგენდარულ ისტორიებს ყვებიან.  შენც ძალიან პოპულარული იქნები...
– რუს გოგონებში  ქართველი კაცები ყოველთვის პოპულარობით ვსარგებლობთ და განსაკუთრებით, თუ წარმატებული სპორტსმენი ხარ. არც მე ვარ გამონაკლისი. ხშირად შეჯიბრების მერე მოდიან, ფოტოებს იღებენ, სოციალურ ქსელში მწერენ, რომ მგულშემატკივრობენ და ესწრებოდნენ ბრძოლას. ჩემთვის და ყველა სპორტსმენისთვის გულშემატკივრობა ბევრს ნიშნავს, ხოლო, როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები გგულშემატკვირობენ, ორმაგად სასიამოვნოა. ზოგჯერ უფროსი თაობის ისტორიებზე მეცინება ხოლმე. შეიძლება, შეესაბამება კიდეც სიმართლეს. ვინც საბჭოთა კავშირის ჯარში მსახურობდა, მათში პოპულარულია ისტორიები, რუსი გენერლის ქალიშვილებთან თუ ცოლებთან რომანებზე. არადა, ჯარისკაცმა შეიძლება, ისე გაატაროს ჯარის პერიოდი, რომ გენერალი ცოცხლად ნანახიც არ ჰყავდეს, მის ცოლსა და შვილზე, ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია. თუმცა, ვფიქრობ, ვინმე ქართველი გამოიჩენდა თავს და რომელიმე რუს გენერალს გაამწარებდა.
скачать dle 11.3