კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა „გაეხსნათ“ პოლიტიკოსებს ლევან კვარაცხელიასთან ურთიერთობისას და ვინ გაიწია მასზე საცემად პირდაპირ ეთერში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


ლევან კვარაცხელია უკვე რამდენიმე თვეა, ონლაინ-ტელევიზიაში, „პოსტ-ტივიზე“ მუშაობს. მისი გმირი, რობერტო მავანი, დღემდე ძალიან პოპულარულია და მისი იუმორისტულ ჟანრში მომზადებული გადაცემები, საზოგადოების ნაწილში დიდი სიმპათიით სარგებლობს.

– როგორ გრძნობს რობერტო მავანი თავს ახალ სივრცეში?
ლევან კვარაცხელია:
ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ინტერნეტით, „ფეისბუქით“ ვმაუწყებლობთ. მე მაინც ინტერნეტ-მაყურებელი მყავდა. ამიტომ, ტელევიზიიდან წამოსვლით არაფერი დამიკარგავს. პირიქით, კარგია უფრო, ერთ სეგმენტზე ხარ ორიენტირებული. ძალიან კარგი გარემოა: სიმშვიდე, სიწყნარე.
– უცებ რობერტო მავანი შმოლბერტო სხვავანი გახდა და თან, დააანონსე: სერიოზულ ეტაპზე გადავედი – პოლიტიკაში,  გეშინოდეთო.
– როცა დავიწყეთ, მაშინ არჩევნების თემა იყო გახურებული, ამიტომ ცოტა პოლიტიკა შეემატა. მაგრამ, ეს არ იყო ჩემი მხრიდან ღრმა პოლიტიკური იუმორი. მაშინ მოგვიწია სახელის შეცვლაც, რომელსაც არასერიოზულად მივუდექით.
– პოლიტიკოსებს შენ მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ.
– პოლიტიკოსები, შედარებით, უფრო აზრზე მოსულები არიან. იციან, რას როგორ მიუდგნენ. იმის უფრო ეშინიათ, ხალხი მათ მიმართ რა რეაქციას გამოხატავს, ვიდრე – ჩემი.
– „გაეხსნათ“ მათაც იუმორი?
კი, სხვათა შორის. არ გამოვიდა ისეთი, როგორიც სხვა პოლიტიკური შოუებია, მძაფრი. რამდენიმე დაიძაბა, მაგალითად, ზაალ უდუმაშვილი. „მზიურში“ ხვდებოდა სტუდენტებს, მივედი ცხენით, დააგვიანა. ცოტა გიჟი ცხენი მყავდა, არ გამიჩერდა, კინაღამ ამომაყირავა. ინტერვიუს დროსაც „შპაგაზე” მქონდა მიკროფონი მიმაგრებული. ცოტა დაიძაბა, პირი გაუშრა, წყალი დალია.
– „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში მისვლისასაც მოხდა ინციდენტი.
– ცოტა გაუგებრობა მოხდა. ეს იყო პირველი სიუჟეტი. სხვაგან მივდიოდით და უცებ გავიგეთ, რომ ირმა ინაშვილი ატარებდა ბრიფინგს. ძველ ოფისში მივედი, სადაც ერთი ბაბუ „გაიჩითა“, მასაც ეგონა, რომ იქ იყვნენ. წავიყვანე – მეც იქ მივდივარ-მეთქი. დაცვამ რომ დამინახა, ეს არ შეუშვათო – რაღაც გაუგებრობა მოხდა. ადრე ერთხელ მომიწია  „ობიექტივში“ მუშაობა და რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი და მოკლედ: ეს როგორ გააკეთე, ეს არ გეკადრებაო. მე თუ არ მეკადრება, შენც არ გეკადრება ასეთი საქციელი-მეთქი – ჯიკაობა და ასე შემდეგ.
– როგორი დამოკიდებულება გაქვს ასეთი რაღაცებისადმი?
– ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ ამბავს. თუ ნაცნობი ხარ და ჩემიანი, ისე მომიდექი, როგორც ჩემიანს. მაგრამ, ასე თუ არ იქცევი, ჩემგან რატომ მოითხოვ ამას. მე ჩემი საქმე მაქვს – გადაცემას ვაკეთებ, ასეთი ფორმატია. ვერავის დავაფარებ ხელს: რადგან ეს ჩემი ნაცნობია, ამიტომ არ გავიდეს გადაცემა. ჩემი სამსახური, პასუხისმგებლობა მაქვს, ისევე, როგორც მათ აქვთ თავისი პასუხისმგებლობა. ზოგს იუმორი და ბოროტება ერთმანეთში ეშლება. მე ბოროტი განზრახვით არავისთან მივდივარ. იუმორით ვუდგები, ვაშუქებ და შემდეგ უკვე ხალხი განსჯის.
– მეგობრის დას სხვა თვალით არ უნდა შეხედო, არ „მოსულაო“ – ამაზე რას ფიქრობ?
– თუ სიყვარულს გულისხმობ, რატომ არ უნდა შეხედო? პირიქით, უნდა შეხედო. სხვა თვალით ნამდვილად არ შევხედავ. სიმართლე რომ გითხრათ, ასე არავის ვუყურებ. პატარაც აღარ ვარ. პატარაობაში ეს ბუნებრივი იყო.
– პატარა აღარ ვარო და ასაკის მატებასთან ერთად, რა მოგემატა?
– ძირეული არაფერი, მაგრამ ვიცვლები. ადამიანი უნდა იცვლებოდეს, რაღაც უნდა გემატებოდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, ისეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა, რასაც მანამდე უშვებდი. ზოგი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ზოგი – საკუთარზე. მე ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ. ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ სერიოზული არაფერი. ტელევიზიაში მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე, ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარეც – რას როგორ უნდა მიუდგე. ვინც ტელევიზიაში მუშაობს, მათ ვურჩევ, პირველ ადგილზე საკუთარი თავი დააყენონ, თუ ამის ტრაკი აქვთ. თუ არ აქვთ, ეცადონ, რომ ჰქონდეთ. ეს ისეთი სფეროა, ყველა ცდილობს, ერთმანეთი გამოიყენოს.
– შენი გამოყენება უცდიათ?
კი და ეს ჩვეულებრივი მომენტია – მუშა პროცესი, როცა საქმე სამსახურს ეხება. უბრალოდ, მქონდა ასეთი მომენტი: მეგობრები 7-8 წელი ერთად ვაკეთებდით რაღაცებს და იმ ადამიანმა ეს თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენა. დავამთავრე მასთან ურთიერთობა და მომიწია ამ სფეროში საქმის ნულიდან კეთება.
– ხშირად დაგიწყია ნულიდან  მუშაობა, ცხოვრება?
– კი. ყოფილა ასეთი შემთხვევები. ძალიან რთულია. შეიძლება, გამიმართლა, რომ რაღაც მაინც მოვახერხე. ისეთი ვარ, არასდროს ვჩერდები. მინდა, სულ რაღაც ვაკეთო.
– გადაცემას დავუბრუნდეთ. მახსოვს, როგორ გითხრა შალვა ნათელაშვილმა – პარლამენტში უნდა იყვნენ შენისთანები, მთელი ბოზ-ბანდაო.
ისეთ ხალხში გამრია, კინაღამ მადლობა ვუთხარი. საქართველოში არიან პერსონები, ვისგანაც არაფერი არ უნდა გეწყინოს. ერთ-ერთი ნათელაშვილია, – ბევრ იუმორისტზე უკეთესი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ გუნდი ზის და უწერს. თუ ასე არ არის, ძალიან ნიჭიერია. შოუს კი არ დგამს, რეალობაში აკეთებს ამ ყველაფერს.
– პარლამენტში საოცარ ფორმაში მიხვედი.
– პარლამენტში ვეტოს მომხსნელი ვიყავი – პრეზიდენტზე იყო ხუმრობა. პრეზიდენტი ხომ ვეტოს ადებს და მე ვხსნი.
– მართლა ბინძურია პოლიტიკა?
– ჯერ ასე ღრმად ვერ შევაღწიე, რომ სიბინძურეები მენახა. მე შედარებით, აპოლიტიკური ვარ. ადრე უფრო ვიყავი ჩართული, მაგრამ მომბეზრდა: ერთი და იგივეა. ყოველდღე არანაკლებ შოუს აკეთებენ, კონკურენტები არიან: ისინიც რეალობაში აკეთებენ ამ ყველაფერს და მეც. ზოგი წერს: იქ ვერ იხუმრა, ეს ისეთი ვერ გამოვიდაო. მე ვხუმრობ იმაზე, რაც ხდება და არაფერს ვიგონებ. ამაშია მთელი საიდუმლოება.
– ერთ-ერთ გადაცემაში გიორგი მასხულიასა და შენ შორის ინციდენტი მოხდა.
ამ ადამიანის ხსენებაც არ მინდა, იმდენად არაფერს წარმოადგენს. აკეთებს ისეთ რაღაცებს, რომ შეგიძლია, უბრალოდ, გააშუქო, ხუმრობაც არ სჭირდება. ასეთი რამ არავის გაუბედავს, რაც მან გაბედა. ხმაც კი არ გამიცია, უბრალოდ, გადაღება მინდოდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი ქცევა. როცა ჟურნალისტი ხარ, რაც უნდა მოხდეს, ხელს ვერავის შეუბრუნებ. მქონდა ხელის შებრუნების სურვილი, მაგრამ თავი შევიკავე. მისი მხრიდან იყო ფიზიკური შეხება. უბრალოდ, ჩვენ არ დავეცით იქამდე, რადგან ეს ადამიანი არავისთვის არაფერს წარმოადგენს, რომ ვუჩივლოთ, ან ხელი დავარტყათ. ერთადერთი გამონაკლისი დავუშვით და გავატარეთ. მაგრამ, ის რომ ყოფილიყო პოლიტიკოსი ან ვინმე სხვა, მივმართავდით შესაბამის ზომებს.
– მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში გამვლელი დაგემუქრა – სახეს აგახევდიო. ასე ხშირად გემუქრებიან?
– მუქარა ყოველთვის იყო და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. როგორ შეიძლება, იუმორს მიუდგე აგრესიით. მათ საყურადღებოდ მინდა, ვთქვა, ვინც იმუქრება: კლავიატურის ლომები რომ წერენ – ერთი მე შემხვდესო... მე არავის ვერჩი და ჩემი მიზანი არ არის, ვინმეს ცუდი გავუკეთო – პიროვნებიდან გამომდინარე მოდის იუმორიც. კლავიატურაზე წერის მაგივრად, ძალიან მარტივად შეუძლიათ, მომძებნონ. ჩემი ტელეფონის ნომრის გაგებაც მარტივია... საქართველოში, სამწუხაროდ, ვინმეზე ცუდ რამეს თუ დაწერენ, კარგი ბიჭობა ჰგონიათ. გაერთონ, ამ ქალაქში ვცხოვრობ, არსად ვიმალები. მოვიდნენ, დავხვდები. თუმცა, ყველას ვურჩევ, ცხოვრებას იუმორით შეხედონ. დღეს თუ იუმორით არ უყურებ ცხოვრებას, შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე.
– როდესმე გქონია დეპრესია?
– კი. როგორ არა, რა პრობლემაა. დეპრესიული არ ვარ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ. მქონია ასეთი მომენტები. ერთი და იგივე რაღაცები რომ ხდება ცხოვრებაში და სიახლე რომ ეს არის, გექნება დეპრესია. საინტერესო უნდა იყოს ცხოვრება, რომ დეპრესია არ აიკიდო.
– გია სურამელაშვილის დაბადების დღეზე განსაკუთრებული სტუმარი იყავი.
„ბინა 18-ის“ დროს გვქონდა მე და გიას გადაკვეთა. ჩემი სიუჟეტი ძალიან მოეწონა. წინასწარ დავურეკეთ და მოდითო. სხვებისგან განსხვავებით, არ შექმნია პრობლემა. ეს ადამიანი არაფერს მალავს, რაც არის – ის არის ღიად. ვინც „ანდეგრაუნდ“ აკეთებს რაღაცას და არ უნდათ, რომ ეს სხვამ დაინახოს, იმათ აქვთ პრობლემა.
скачать dle 11.3