კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორი ფრჩხილები უნდა გქონდეთ 2018 წელს და რა საინტერესო, ორიგინალურ სიახლეს გთავაზობთ სილამაზის ცენტრი GNC

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


სილამაზის სალონი და მანიკიურისა და პედიკიურის ახალი ტექნოლოგიების შემსწავლელი ცენტრი – GNC საუკეთესო ადგილია, სადაც პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს თქვენს სილამაზესა და დახელოვნებაზე. სალონი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მანიკიურისა და პედიკიურის ოსტატს, არაერთი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებულს თავის პროფესიაში –  ანჟელა შონიას ეკუთვნის. მის მასტერკლასებზე მოსახვედრად ყოველდღიურად არაერთი გოგონა ეწერება. GNC-ში თავის მოვლის ყველა პროცედურის მიღებაა შესაძლებელი.
ანჟელა შონია:
ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოსთვის ახალი, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე არაერთგზის დატესტილი და გამოცდილი პროდუქცია ფრჩხილის მოვლისთვის. ეს გახლავთ გერმანული ბრენდი NIKA NAGEL და სწორედ ამ ბრენდის გასაცნობად, სემინარისა და მასტერკლასის ჩასატარებლად,  ჩვენთან, სპეციალური მოწვევით, რუსეთიდან ჩამოვიდა მთავარი ტექნოლოგი და  საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და აღფრთოვანებული ხელოსნები აღნიშნავდნენ, რომ ამ სემინარზე ბევრი ახალი და ძალიან საჭირო რამ გაიგეს, რის შესახებაც, აქამდე არაფერი სმენიათ. რადგან ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ბევრი მსურველი ვერ მოხვდა ჩვენთან, მაისში კიდევ ერთ სემინარს ვგეგმავთ. როგორც წესი,  ზაფხულში ბევრი ტურისტი ჩამოდის და დიდი მოთხოვნაა მრავალფეროვან დიზაინზე, ფერზე და ასე შემდეგ.  ამიტომ, ეს მასტერკლასები დაეხმარებათ ხელოსნებს, სათანადოდ მოემზადონ აქტიური სეზონისთვის.
– რა პრიორიტეტები აქვს ზემოთ აღნიშნულ პროდუქციას?
– გარდა იმისა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტია და გვაძლევს დროისა და მასალის დიდ ეკონომიას, ამ მასალით მუშაობა გაცილებით უფრო კომფორტულია ხელოსნისთვის – ბევრად დამყოლია და ადვილად ვიღებთ სასურველ შედეგს. ამ ყველაფერს სჭირდება ახსნა, რომ სწორად გამოვიყენოთ პროდუქცია და ზემოაღნიშნული სემინარიც, ზუსტად ამას ემსახურებოდა.
– როგორი ფრჩხილებია 2018 წელს ტრენდული და რამდენად დიდია ფერთა არჩევანი თქვენთან?
– წელს მოდაშია გრძელი ფრჩხილები, რაც ნიშნავს, რომ ფრჩხილების დაგრძელება ისევ აქტუალური ხდება. 300-ზე მეტი ძირითადი ფერი გვაქვს პალიტრაში და ზოგჯერ გვიწევს ფერების ერთმანეთთან შეზავება იმისთვის, რომ ბოლომდე კმაყოფილი წავიდეს კლიენტი.  ჯერჯერობით არცერთ ბრენდს არ აქვს გელ-ლაკების ასე ფართო ფერთა პალიტრა.
ჩვენთვის არანაირი დიზაინის შესრულება სირთულეს არ წარმოადგენს.  როცა ხელოსანმა იცის ტექნიკა, მისთვის არ არსებობს დაბრკოლება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კეთდება 2-3 წუთში.  ძირითადად, მოდიან და გვაჩვენებენ ფოტოებს, რათა ზუსტად ისეთი შედეგი მივიღოთ.
– ძალიან საინტერესო სიახლე გაქვთ. თქვენი სალონი ერთ-ერთი პირველია, სადაც ფრჩხილებზე ჰოროსკოპის შესაბამის ქვებს ამაგრებენ, რაც აქამდე
არსად გვინახავს. დიდია მოთხოვნა ამ პროცედურაზე?

– ჰოროსკოპის მიხედვით ყველა ადამიანს თავისი ქვა აქვს, რომელიც მისთვის ბარაქის, წარმატებისა და სიმშვიდის მომტანია. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტს, რომ მისი ქვა დაიმაგროს ფრჩხილზე და ამ ფორმით ატაროს დადებითი ენერგია. როგორც ვიცი, ეს ტექნოლოგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არის გავრცელებული. ჩვენს მომხმარებელს უყვარს ყველაფერი ახალი და ამ ინიციატივითაც ძალიან დაინტერესდნენ.
–  მოვლილი ქალბატონი ხართ, პირველ ეფექტს ამით ახდენთ, ალბათ, თქვენს კლიენტებზე?
– ნებისმიერი ადამიანი თავისი პროფესიის სახეა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემი საქმე დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს, საკუთარი თავისთვის მაინც ვიცლი. ვფიქრობ, მე თუ არ ვიქნები კარგად, ჩემი თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის ეს არ იქნება კარგი მაგალითი. რაც შეხება კლიენტებს, ზუსტად ასეა, მათთან მიმართებაშიც.
– სასწავლო კურსის შესახებ გვიამბეთ: რა პერიოდში ახერხებენ თქვენი მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობას?
– მე გახლავართ ინსტრუქტორი, სწავლებისა და შემდგომში, საერთაშორისო დონის სერტიფიკატის გაცემის უფლებით. ვასწავლი ყველა საჭირო
პროცედურას, რაც მანიკიურსა და პედიკიურს ეხება. ათდღიანი პრაქტიკული კურსის შემდეგ, გოგონები დამოუკიდებლად მუშაობენ. ამჟამადაც ჩვენთან აქტიური სწავლების პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მალე ვაპირებთ ინოვაციური ტექნოლოგიების სტილისტთა სკოლის გახსნას. გვყავს არაჩვეულებრივი, ძალიან ძლიერი პროფესიონალი სტილისტი, რომელიც ამ კურსებს გაუძღვება.
მისამართი: თბილისი,
ბუდაპეშტის ¹6.
საკონტაქტო ტელ: 032 2194 445.

скачать dle 11.3