კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ რისკავს მირანდა ფაღავა სქესის შეცვლას სიცოცხლის ფასად და როგორი ურთიერთობა აქვს მას დედამთილთან და მულებთან

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას 28 იანვარს, გამთენიისას თავს დაესხნენ. ფაღავა ყვება, რომ ტაქსიდან გადმოსულს თავდამსხმელი მარკეტში შეჰყვა და გაყოლა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ქუჩაში გამოჰყვა, წააქცია და წიხლები, ასევე, მარკეტის შესასვლელთან მდგარი რკინის დაფა ურტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორ მდგომარეობაშია მირანდა ფაღავა ახლა, რა სირთულეების გავლა უწევს ბავშვობიდან დღემდე და როგორია მისი პირადი ცხოვრება, ამაზე გულახდილად თავად გვესაუბრა.
მირანდა ფაღავა:
28 იანვარს სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. „აუთ თიჩერი“ ვარ, რაც იმას გულისხმობს, რომ საველე პირობებშიც მიწევს მუშაობა, ტრანსგენდერებს ვუტარებ სწრაფ ტესტებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ერთად შეკრება ძალიან რთულია, სექსმუშაკები არიან და გარეთ მუშაობენ, მათ გვიან თუ ნახავ და ამიტომაც გვიანობამდე შემოვრჩი. ტაქსი გავაჩერე და სახლში მოვდიოდი. აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლს ხურდა არ ჰქონდა და ოცდაოთხსაათიან მარკეტში, ჩემს სახლთან, გადავწყვიტე, დამეხურდავებინა. როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი, ეს პიროვნება იქვე, მარკეტის წინ, მანქანაში იჯდა და დამიძახა. ყურადღება არ მივაქციე, ჩვეულებრივად გავაგრძელე გზა და შევედი მარკეტში. შემომყვა, მეუბნებოდა, რომ გავყოლოდი. ამის შემდეგ გახდა აგრესიული. იქ მარკეტის თანამშრომელი გოგონები იყვნენ და მათთან შერცხვა, თუ რა იყო არ ვიცი, დაიწყო ტრანსფობიური განცხადებების გაკეთება: შენ ბიჭი ხარ თუ გოგო? ყვირილი, გინება, მუქარა.  
– თავს როგორ უშველე?
– როგორ გამოვასწარი და შევასწარი „ლიბერთი ბანკში,“ არ მახსოვს, რადგან ფიზიკურად ძალა აღარ მქონდა. როგორც კი შევედი, ეგრევე დარეკეს სასწრაფოშიც და პატრულშიც. ფეხსაცმელი არ მეცვა, ტანსაცმელი შემოხეული, სისხლიანი მქონდა. შოკისგან მეტყველების უნარი წამერთვა, სასწრაფო რომ მოვიდა, დამამშვიდებლები გამიკეთეს. საავადმყოფოში არ გავყევი, რადგან ამ ადამიანის დაჭერა მინდოდა და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე პატრულის თანამშრომელს. თავდამსხმელი იმ ღამესვე დააკავეს. მეორე დღეს დავწერე საჩივარი. ექსპერტიზაზე ვიყავი. მერე საავადმყოფოში დამიდგინდა, რომ ტვინის შერყევის ნიშნები მაქვს. ცალ თვალს საერთოდ ვერ ვახელდი, თან მხედველობა არ მაქვს. დღეისთვის ექსპერტიზის პასუხსაც ველოდებით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტრანსგენდერი ქალების მკვლელობა მოხდა, მაშინაც არ იყო ეს გარემოება დაფიქსირებული. ახლა დადგენილია უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა ეს დანაშაული. ველოდები სასამართლოს და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და ამაზე ის არ მოახდენს გავლენას, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. კვალიფიკაციაა 126 მუხლი, რაც ერთ წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას ითვალისწინებს, ყველაზე რთულ შემთხვევაში. ჩვენ საქმის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ, რადგან ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ძალადობას არ მოიცავს, ასევე არაადამიანურად და დამამცირებლად მომექცნენ.
– ვინ არის თავდამსხმელი, იცნობდი მანამდე?
– არ ვიცი, ვინ არის. თუმცა ვიცი, რომ ადრეც იყო ნასამართლევი. გავიგე, რომ სხვა ტრანსგენდერ ქალებთანაც ჰქონია ძალადობის ფაქტები და სხვებიც უცემია. ჩემი მეზობელია, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. თუმცა, ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე და იქიდანაც, რომ თბილისში ცოტა ტრანსგენდერი ქალი დადის, ალბათ, თვითონ ჰქონდა ინფორმაცია ჩემ შესახებ.
– მანამდე თუ გქონია მსგავსი შემთხვევა?
– რა თქმა უნდა, ადრეც მქონია. დაახლოებით რვა თვის წინ, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავს დამესხა. ხელზე ჭიქის ნამსხვრევით მომაყენა დაზიანება. თორმეტი ნაკერი მედო. თუმცა, თავდამსხმელი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აღმოჩნდა და ეს საქმე თაროზე შემოიდო, ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა საქმე.
– შენი ორიენტაციიდან გამომდინარე, ოჯახში არ გქონდა პრობლემები?
– დაახლოებით, სამი წელია, რაც ყველგან გადავაადგილდები, როგორც ქალი. თავიდან ოჯახში პრობლემა მქონდა, მაგრამ არა ისეთი მწვავე, როგორც სხვებისგან მსმენია. ერთი ფოტო მაქვს, რომელშიც სამი წლის ვარ და კაბა მაცვია. ხუთი წლის ასაკში თოჯინებს ვუკერავდი კაბებს. დაქალები გოგონები მყავდა. ინტერესები  ქალური მქონდა. სახლის საქმეები მიყვარდა. მე და ჩემი უმცროსი ძმა თითქმის სულ მარტო ვიყავით დღის განმავლობაში, როცა დედა სამსახურში მიდიოდა, საჭმელს მე ვაკეთებდი, მე ვზრუნავდი მასზე.  როგორც ნებისმიერი სხვა გოგო, ისე ვიზრდებოდი მეც. არასდროს მეცვა ბიჭის რაღაცები. შარვალი კი მეცვა, მაგრამ ისიც ძალიან ვიწრო და ქალური სტილის. გრძელი თმები მქონდა, ტონალურს სულ ვისვამდი. ბავშვობიდან ვიყავი ფემინური. ვთამაშობდი თოჯინებით. დედაჩემს იქამდეც არაერთხელ ვყავდი ნანახი კაბაში ჩაცმული და აქედან გამომდინარე, ალბათ, მზად იყო ამისთვის. ეს არ ყოფილა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. მამა არ მყავს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა დაიღუპა. და-ძმა მყავს, რომლებთანაც იდეალური ურთიერთობა მაქვს. სკოლა ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის დავიწყებასაც ვცდილობ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი პრობლემა მექმნებოდა ბიჭ კლასელებთან, მასწავლებლებთან. რეგიონიდან ვარ და სამეზობლოსთანაც ცუდი ურთიერთობა მქონდა. სახლიდან არც გავდიოდი, მხოლოდ სკოლაში და წრეებზე მივდიოდი.
– დაოჯახებული ხარ?
– მეორე ნახევარი მყავს. დაახლოებით, ერთი წელია, ქმართან ერთად ვცხოვრობ. ერთ-ერთ კლუბში გავიცანი. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში მიმოწერა გვქონდა. მერე კაფეში დამპატიჟა, სისტემატურად ვხვდებოდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. ძალიან დიდი დაბრკოლებები იყო მისი ოჯახის მხრიდან. მაგრამ, ამ ეტაპზე ეს უკვე მოგვარებულია. „სტენკა” არ დამიდგამს მის სახლში, მაგრამ დედამთილთან, მულებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სახლში რომ მოვედი და ჩემმა ქმარმა ასეთ მდგომარეობაში დამინახა, იქით მყავდა დასაწყნარებელი. ძალიან ემოციურია და  ამ ყველაფერს განიცდის. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს გამო პრობლემები არ შეექმნას.
– მკერდი გაქვს, სქესის შეცვლას არ ფიქრობ?
– მკერდი გაკეთებული არ მაქვს, ჰორმონებმა გამიზარდა. გავდივარ ჰორმონოთერაპიას, ქალის ჰორმონებს ვიღებ, რომ ქალური სხეულის ფორმები მქონდეს. ფსიქოლოგებთან დაკვირვებით, აღებული მაქვს ჭეშმარიტი ტრანსექსუალის ცნობა. მომავალში ვგეგმავ, რომ გავიკეთო სქესის შეცვლის ოპერაცია. რაც მართალია, სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ჰორმონოთერაპიაც ცუდ გავლენას ახდენს სხეულზე, მაგრამ იმდენად მინდა, რომ ჩემი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან, არ არის პრობლემა და ვრისკავ. ჩემი მიზანი და ოცნებაა, შვილი გვყავდეს. მას შემდეგ, რაც შევასრულებ გეგმებს, ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით, კარიერას ავაწყობ და ფინანსურად მყარად დავდგებით ფეხზე მეც და ჩემი მეუღლეც, სუროგაციის გზით გავაჩენთ, ან ვიშვილებთ ბავშვს.
скачать dle 11.3