კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ მოიგო გიორგი დარჩიაშვილმა ამერიკაში „ბედის ლატარია“ და როგორ გაუხსნეს მას ვარსკვლავი „ვარსკვლავების ხეივანში“

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ამერიკაში ვარსკვლავის გახსნა ყველა მსახიობის ოცნებაა. ეს ოცნება გიორგი დარჩიაშვილმა აისრულა. აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ეგრეთ წოდებული „ბედის ლატარია“, რომელსაც „ჰოლივუდის ბილიკი“ ჰქვია და ის ქართველმა მსახიობმა გიორგი დარჩიაშვილმა მოიგო. ის დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს და  მსახიობობას „ეფბიაის“ ოფიცრობას უთავსებს. „ბევერლი ჰილზზე“ საიუველირო მაღაზიისა და ბროდვეის ქუჩის დაცვის უფროსია და ახლახან ამერიკის „ვარსკვლავების ხეივანში“ ვარსკვლავიც გაუხსნეს.
გიორგი დარჩიაშვილი:
ამერიკაში ვარსკვლავის გახსნა, ალბათ, ყველა მსახიობის ოცნებაა. თავისუფალი დღე მქონდა.  „ვარსკვლავების ხეივანში“ დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და გადვწყვიტე, გამევლო. მოკლედ, ვსეირნობდი ბულვარზე, სადაც რიგი იდგა. ჯერ ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მერე მითხრეს, რომ თამაშდება ლოტოტრონი – 50 დოლარად შეგიძლია, შენი ვარსკვლავი გახსნაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც გადავიხადე ეს თანხა. შეიძლება, ამოვიღო-მეთქი? ამოვიღე კონვერტი, რომელშიც იდო ვარსკვლავი. ხალხმა იყვირა, გაუხარდათ. რა ხდება-მეთქი და თქვენ მოიგეთ ვარსკვლავის გახსნაო.  მერე გავიგე, რომ თურმე 8 000 ბილეთი გაიყიდა 7 თვის განმავლობაში და პირველი გამარჯვებული მე აღმოვჩნდი… ასე, უბრალოდ თუ მოხდებოდა ეს ამბავი, ნამდვილად არ მეგონა! ორმაგად სასიხარულოა ეს მსახიობისთვის. როცა ორგანიზატორებმა გაიგეს, რომ მსახიობი ვარ, ამას მათი მხრიდანაც სასიხარულო რეაქცია მოჰყვა. მერე მკითხეს, ვინ გინდა, მოგილოცოს ეს დღეო. მე ვუპასუხე, ვინც მინდა, მომილოცოს, ის უკვე ცოცხალი აღარ არის-მეთქი – მერლინ მონრო ვიგულისხმე.
– როგორ გაგიხსნეს  ვარსკვლავი?
–   როგორც გამარჯვებულს, გადმომცეს პატარა კონვერტი, სადაც ვარსკვლავი იდო. ორ საათში გაგიხსნით ვარსკვლავს და ორ კვირაში სახლში კონვერტი მოგივათო. ჩემი გვარი ბოლომდე არ დაეტია და ინგლისურად, შემოკლებით დაწერეს „გიორგი დარჩი“. გამარჯვებულს ვარსკვლავს ფესტივალის წინ უხსნიან. ვფიქრობდი, ასეთი ჟესტით ისინი „უბრალო“ ხალხის მიმართ თავის პატივისცემას გამოხატავენ-მეთქი. მომივიდა კონვერტი და აღმოჩნდა, რომ ამ ვარსკვლავისთვის თვეში უნდა ვიხადო ორიათსი დოლარი 5-6 წლის განმავლობაში. მე მეტი ხელფასი კი არ მაქვს აქ. გამოვა, რომ მე ჩემი სამშობლო ვეღარ უნდა ვნახო. პატრიოტი ვარ და ჩემი ვარსკვლავი ჩემი საქართველოა. ზოგჯერ მეგობრებს ვეხმარები ფინანსურად და ვერც მათ დავეხმარები. მე ჩემს ძმაბიჭებს ამ ვარსკვლავში ვერ გავყიდი, მით უმეტეს, ეს არაფრით დამიმსახურებია. დავხიე ის წერილი და გავუგზავნე უკან კონვერტით.
– გვიამბეთ ახალ ფილმში მონაწილეობის შემოთავაზებაზე...
 – ამ ფილმის შესახებ უკვე ერთი თვის წინ ვიცოდი. ფილმის გადაღებები ივნისში დაიწყება, სცენარს თვის ბოლოს მომიტანენ. საქმე ისაა, სამოცი წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე ჩემმა რუსმა აგენტმა ვალოდია კრუგლოვმა, რომელიც დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, სიურპრიზი გამიკეთა. მე რუსეთში ხუთ ფილმში მივიღე მონაწილეობა და მას ნანახი ჰქონდა ისინი. ახალ ფილმს „ემიგრანტები“ ჰქვია და ის ყოფილი საბჭოთა კავშირის მსახიობებზეა. რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსონია, სწორედ ის, ვინც ცნობილი ფილმი „ტროა“ გადაიღო.
– ისევ მუშაობთ საიუველირო მაღაზიის დაცვის სამსახურის უფროსად ბევერლი-ჰილზზე?
– დიახ ისევ ვმუშაობ და ახლა ბროდვეის ქუჩის უსაფრთხოებაც ჩამაბარეს. FBI-ს დაცვის საოფიცრო კურსები დავამთავრე და არ მეგონა, ამ ასაკში ამ პროფილით თუ შევძლებდი მუშაობას. სხვებს ორ თვეში თუ ასაქმებენ, მე ექვსი თვის შემდეგ დამაწყებინეს მუშაობა – სანამ ცნობები არ შეაგროვეს ჩემზე, საქართველოდანაც კი. ოთხი ბლოკი, ანუ ქუჩა, მაბარია. საიუველირო მაღაზიას ვიცავთ, სადაც სამი მილიარდის ღირებულების ძვირფასეულობაა. ჩემი პროფესია ამაშიც დამეხმარა. მსახიობს იმდენი როლის მორგება უწევს, როგორც კი დავინახავ, მაშინვე ვცნობ ვინ ვინ არის. პირველ კვირაში ხუთი კაცი დავიჭირე. ერთი გამექცა, მანქანა ელოდებოდა, მაგრამ მაინც დაიჭირეს. ვისზეც ვიფიქრე და ჩანთები გავუსინჯე, ყველას რაღაც ჰქონდა მოპარული. მეუბნებიან, დიდი ხანია, აქ ვმუშაობთ და ამდენი ხალხი ჩვენ არ დაგვიჭერია, როგორ ცნობო.
– ამერიკაში რატომ წახვედით?
–  ვლადიმირ მოტილმა გადამიღო ფილმში „დავრჩეთ, სანამ კარგები ვართ“, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სხვათა შორის, ეს ის რეჟისორია, რომელმაც თავის დროზე გადაიღო ცნობილი ფილმი „უდაბნოს თეთრი მზე“. თავის ახალ ფილმში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდროინდელ პერიოდს ასახავს, ბაგრატ ტიაბშის როლი შემომთავაზა. ეს ისეთივე გმირია, როგორიც დათა თუთაშხია. რუსეთმა ტელევიზიით რამდენჯერმე უჩვენა და ამის მერე თაროზე შემოიდო.  ფილმი ფართო ეკრანებზეც კი არ გასულა, რადგან  გადაღება დასრულდა 1991 წელს და 1992 წელს ომი დაიწყო. 1999 წელს ამერიკაში წაიღეს ეს ფილმი, პრემიერა ვაშინგტონში შედგა. რეჟისორმა მითხრა, ჩვენებას უნდა დაესწროო. მეც წავედი, ვიფიქრე, ცოტა ხნით დავრჩები და ოჯახს დავეხმარები-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ 19 წელი გავიდა. მწვანე ბარათი მოვიგე და ვცხოვრობ აქ. ოჯახი საქართველოში მყავს. საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ.  პრემიერაზე მაყურებელმა ფილმის დამატებით ჩვენება მოითხოვა. მახსოვს, ერთ-ერთმა მათგანმა, თაყვანისცემის ნიშნად, მაჩუქა ვარსკვლავი წარწერით: „გეორგია”. 2010 წელს კი, შემთხვევით ვნახე ჟურნალი, სადაც ვლადიმირ მოტილი მისი ფილმების თაყვანისმცემლებს კითხვებზე პასუხს სცემდა. ისინი ბაგრატის როლის შემსრულებლის ბედით იყვნენ დაინტერესებული და მაშინ გამაოგნა მისმა პასუხმა კითხვაზე, თუ რატომ მივატოვე მე პროფესია და წავედი ემიგრაციაში. მან თქვა, რომ ამ როლის შემდეგ, მე თეატრსა და კინოში შემავიწროვეს და უმუშევრად დარჩენილი, იძულებული გავხდი, ოჯახი ემიგრაციაში ფიზიკური შრომით მერჩინა. სამწუხაროა, როცა საკუთარ თავზე ასეთ რამეს კითხულობ...
– თქვენ „ბოლივუდშიც” გადაგიღეს ფილმში რაჯ კაპურის ძმასთან, შაში კაპურთან. როგორ მოხვდით იქ?
– მქონდა პერიოდი, როცა ორი წელი სამსახურის გარეშე დავრჩი.  სიზმრების მჯერა და როცა რაღაცას განვიცდი, გამოსავალს სიზმარში ვხედავ და პასუხსაც იქ ვპოულობ. ერთხელ დამესიზმრა, რომ სხვადასხვა დროის გმირის ტანისამოსი მეცვა. რაღაც მენიშნა. ერთ დღესაც იური მეჩითოვთან მივედი და ვთხოვე, ჩემთვის კინოსტუდიაში ფოტოები სხვადასხვა ტანისამოსით გადაეღო. ძალიან მინდოდა, ფილმებში მონაწილეობა მიმეღო. მართლაც, იურიმ ათი სხვადასხვა ფოტო გადამიღო. მონოლოგებს ვკითხულობდი განსხვავებულ ხასიათში, ის კი მიღებდა. ფოტოები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიაში გავგზავნე. 1990 წელს ინდოეთში, რაჯ კაპურის სტუდიაში, ფილმ „შავი უფლისწულის“ რეჟისორი გახლდათ შაში კაპური, რაჯის ძმა. იმ დროს რუსეთში ჩამოვიდა და ჩემი ფოტოები „გორკის“ კინოსტუდიის კატალოგში ნახა. დაინტერესდა და მიმიწვია. გავიარე სინჯები, სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, რომ როლზე დამამტკიცებდნენ, მაგრამ ინდოეთიდან მივიღე წერილი – გადაღებებზე მიწვევდნენ. რეჟისორი იყო კუნალ კაპური, რაჯ კაპურის ბიძაშვილი. ვითამაშე ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: ამიტაბჰ ბაჩანი, რიში კაპური (ჩვენთვის ნაცნობია ინდური ფილმიდან „ბობი“).  ფილმში პრინცის როლი ვითამაშე. „ბოლივუდში” ადრეც მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ „კაგებემ“ არ გამიშვა, თვითონვე შეუთვალეს უარი ჩემ გარეშე. შემდეგ რეჟისორმა გენადი ვასილევმა გადამიღო „ბოლივუდის” კინოსტუდიის ფილმში – „ბაღდადელი ქურდის დაბრუნება“. ჯერ ინდოეთის ფილმი არ მქონდა დამთავრებული, კიდევ წამოვიდა შემოთავაზებები და სხვა ფილმებშიც გადამიღეს. ისლამ კაზიევმა მიმიწვია „შამილის“ გადაღებებზე, ერთ-ერთ მთავარ როლში.
скачать dle 11.3