კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 პაატა გულიაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


– ბებო, გოზინაყი გირჩევნია თუ კაცი?
– ეჰ, საგოზინაყე კბილები სად მაქვს, შვილო.
***
– აბა, ნოდარ, რა არის ქალისთვის ყველაზე დიდი სასჯელი?
– დაიბადოს მუნჯი!
***
მეგრელი მამაკაცი და ქალბატონი მატარებლის კუპეში არიან. არცერთი იღებს ხმას და არც მეორე. ორი საათის მგზავრობის მერე, მამაკაცი ეკითხება:
– რატომ ხართ, ქალბატონი, ჩუმად?
– მინდა და ჩუმად ვარ!
– ღმერთო, მომკალი, გინდათ და ჩუმათ ხართ?
***
კაცს საბურავი გაუსკდა. გააჩერა მანქანა კორპუსის წინ, ამოიღო „დანკრატი“ და ხსნის. ჩამოიარა მეორე კაცმა და ეკითხება:
- რას აკეთებ?
– საბურავს ვხსნი.
მეორემ აიღო ქვა და ფანჯარას ურტყამს.
– რას აკეთებ?
– რა გაგიკვირდა? შენ თუ საბურავს ხსნი, მე მაგნიტოფონს ამოვიღებ.
***
– როგორ ეძახიან ჩვენს საგადასახადო ინსპექტორს?
– არ ეძახიან, თვითონ მოდის.
***
ცოლ-ქმარი ჩხუბობს:
– ჩემი საუკეთესო წლები შემოგწირე!
– უი, უარესი წლებიც მელის?
***
– საყვარელო, შენ მალე მამა გახდები.
– ეე, მე კოსმონავტობა მინდოდა.
***
პატიმარი ფიქრობს:
– რა უცნაურია ეს ცხოვრება. ერთი პურის მოპარვისთვის დამიჭირეს და ყოველდღე თითო პურს მაძლევენ.

ზურა გორგაძის ანეკდოტები
გამოცდაზე სტუდენტმა აიღო ერთი ბილეთი... არ იცის. დადო უკან. აიღო მეორე – არც ის იცის.... დადო უკან. აიღო მესამე, მეოთხე, მეხუთე და პროფესორმა ჩათვლის წიგნაკი გამოართვა. გადაშალა და ჩაუწერა სამიანი. გვერდით მჯდომი კოლეგა პროფესორი აღშფოთდა:
– კი მაგრამ, რის გამო უწერთ სამიანს?
– რომელიღაც ბილეთს ეძებს ეს გაჭირვებული... ესე იგი, იცის რაღაც.
***
– ბაბუ, რას კითხულობ?
– ისტორიულ რომანს.
– ეს ხომ პორნოგრაფიული წიგნია?
– ბაბუ, ეს შენთვისაა პორნოგრაფია, თორემ ჩემთვის ისტორიულია.
***
ორი დაქალი საუბრობს:
– გოგო, ამ ტახტზე ქმარს ვუღალატე და ხომ  არ გავყიდო? რა ვქნა?
– იცი, რას გეტყვი? მასე ყველაფერი რომ გამეყიდა, დავრჩებოდი მარტო ფარდების ამარა!
***
– ბიჭო, ანზორი რომ იყო, ხომ იცი 180-კილოგრამიანი? გუშინ დაიკლო 30 კილო 15 წუთში.
– კაი, კაცო, როგორ?
– როგორ და ძაღლი გამოეკიდა.
– მერე რა ირბინა ეგეთი, რომ 15 წუთში 30 კილო დაიკლო?
– ირბინა არა ისა! წაიქცა და ძაღლმა მოაჭამა.скачать dle 11.3