კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ „აბურთავა“ საბჭოთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰოლანდიელი დიპლომატები მიუნხენის აეროპორტში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ცნობილი ქართველი მოჭიდავე, პირველი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ჰოლანდიაში, საერთაშორისო ტურნირზე ვიმყოფებოდი. ჩემპიონები გავხდით და სანამ უკან გამოვფრინდებოდით, მე და ჩემმა მეგობარმა და თანაგუნდელმა, სერგეი ნოვიკოვმა (ოლიმპიური ჩემპიონი) მაღაზიებში გავიარეთ, რომ „ფირმა შმოტკები“ (უცხოური წარმოების ტანსაცმელი) გვეყიდა. მე შარვალი და პიჯაკი ვიყიდე; სერგეიმ კი – ცისფერი ხავერდისგან შეკერილი „დვოიკა:“  შარვალი და პერანგი, ზურგზე ჰოლანდიური წარწერით. ნოვიკოვს შარვალი ვიწრო ჰქონდა, ტანზე შემოტმასნილი და ცოტა უხერხულადაც კი გამოიყურებოდა. აეროპორტში გვაგვიანდებოდა. ტაქსი გავაჩერეთ და სასწრაფოდ გავვარდით. ამსტერდამიდან მიუნხენში ჩავფრინდით და რადგან „პერესადკამდე“ (სხვა თვითმფრინავში გადაჯდომა) ექვსი საათი იყო, ხოლო აეროპორტის გარეთ გასვლის უფლება არ გვქონდა, მიუნხენის უზარმაზარი აეროვაგზლის შენობაში შევუდექით ხეტიალს. მე და ნოვიკოვი ერთად დავდიოდით და შევნიშნე, რომ აგრეთვე, მომლოდინე მგზავრთა ერთი ჯგუფი (ექვსი მამაკაცი), ყურადღებით გვაკვირდებოდა, შიგადაშიგ კი, გვიღიმოდნენ კიდეც. მე ტუალეტში მომინდა და იქით გავემართე. რამდენიმე წუთში უკან დავბრუნდი და რას ვხედავ – ნოვიკოვი იმ მოღიმარ, მოთვალთვალე მამაკაცებს დარევია, აქეთ-იქით ბურთებივით ყრის, თან იგინება. მივვარდი, ვცდილობ, დავაშოშმინო, ის კი არ ცხრება. მოვარდა პოლიცია და სანამ იარაღი არ იშიშვლეს, ნოვიკოვი ვერ გააჩერეს. მიგვიყვანეს აეროპორტის განყოფილებაში. ის ექვსი მამაკაცი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გააქანეს. დაიწყო მოკვლევა და გაირკვა, რომ სერგეის მსხვერპლები ჰოლანდიელი დიპლომატები ყოფილან, რომლებიც ასევე „პერესადკით“ ლონდონში მიფრინავდნენ. გამოიძახეს ნიდერლანდებისა და საბჭოთა კონსულები. დაჰკითხეს სერგეი და მან თქვა: ეს კაცები იმიტომ ვცემე, რომ ჩემთან მოვიდნენ. ერთ-ერთმა კი უკანალზე ისე მომისვა ხელი, როგორც მეძავ ქალსო.
იქვე მყოფმა ნიდერლანდების კონსულმა კი განგვიმარტა:
– ეს არცაა გასაკვირი, რადგან თქვენ (ნოვიკოვს) გეების სამოსი გაცვიათ, რომელზედაც აწერია: „შეგიძლიათ, მოსინჯოთ ჩემი ხავერდოვანი უკანალი“...
ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ საბჭოთა სპორტკომიტეტმა დაზარალებულებს ფულადი კომპენსაცია გადაუხადა. სერგეი ნოვიკოვმა კი თავისი „ზიზიები“ მიუნხენის პოლიციაშივე შემოიხია ტანზე და მოსკოვში სპორტულებით დაბრუნდა“.
скачать dle 11.3