კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№6 რა მოხდა ამ დღეს

5 თებერვალი
1904 – ჰავანაში მოხსნეს ამერიკული დროშა, რომელმაც 7 წლის წინ შეცვალა ესპანური. სალუტების თანხლებით აღიმართა კუბის დროშა.
1935 – დაადგინეს, რომ პროფესიულ კრივში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 15 რაუნდზე მეტი არ გაიმართებოდა.
6 თებერვალი
1191 – პაპმა კლიმენტი მესამემ დაამტკიცა ტევტონთა რაინდული ორდენი.
1901 – პარიზში სარკინიგზო სადგურებზე გაჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტელეფონები.
7 თებერვალი
1992 – ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა „ევროპის კავშირის ხელშეკრულებას“. რომელიც ითვალისწინებდა ევროპის  ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ახალ ეკონომიკურ, სავალუტო და პერსპექტივაში პოლიტიკურ კავშირს.
8 თებერვალი
1600 – ინკვიზიციის სასამართლომ ჯორდანო ბრუნოს ცოცხლად დაწვა მიუსაჯა.
1923 – ალბერტ აინშტაინი გახდა თელ-ავივის პირველი საპატიო მოქალაქე.
1924 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი გაზის კამერის საშუალებით.
9 თებერვალი
1893 – მსოფლიოში სტრიპტიზის პირველი სეანსი გაიმართა  „მულენ რუჟის“ სცენაზე. პარიზელი სტუდენტების მოწყობილ საღამოზე, იმპროვიზებულ სილამაზის კონკურსზე, მოდელმა, ფსევდონიმით მონა, ყველას თვალწინ გაიხადა. ამას მოჰყვა მისი დაჭერა, ჯარიმა 100 ფრანკი, რამაც მასობრივი არეულობები გამოიწვია საფრანგეთის დედაქალაქში
1895 – ამერიკელმა მორგანმა გამოიგონა ხელბურთი.
1926 – ატლანტაში აიკრძალა დარვინის ევოლუციის თეორიის სწავლება სკოლებში.
10 თებერვალი
1258 – მონღოლთა ჯარებმა ქართველთა „წინამძღოლობით“ (დავით ულუს მეთაურობით) აიღეს ქალაქი ბაღდადი. გაუქმდა არაბთა სახალიფო.
1635 – დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
11 თებერვალი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 660 წელი – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს  იმპერატორმა ჩიმუმ დააარსა იაპონიის სახელმწიფო.
1809 – რობერტ ფულტონმა დააპატენტა თბომავალი.
1922 – კანადელმა ქიმიკოსმა ფრედერიკ ბანტინგმა აღმოაჩინა ინსულინი.скачать dle 11.3