ვინ მოუწყო ვერტმფრენით სასიამოვნო გასეირნება შვეიცარიის ალპებში ჯანეტ ქერდიყოშვილს და რა ურთიერთობა აქვს მას ერთ-ერთი ქვეყნის ტახტის მემკვიდრესთან » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№6 ვინ მოუწყო ვერტმფრენით სასიამოვნო გასეირნება შვეიცარიის ალპებში ჯანეტ ქერდიყოშვილს და რა ურთიერთობა აქვს მას ერთ-ერთი ქვეყნის ტახტის მემკვიდრესთან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე რამდენიმე წელია, ევროპაში ცხოვრობს. მან შარშან მილანში, „მარაგონში“ დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და მომავალში ამ პროფესიით მუშაობას გეგმავს. მას, როგორც წამყვანს, კიდევ არაერთი საინტერსო შემოთავაზება აქვს.
ჯანეტ ქერდიყოშვილი:
2017 წელი დასრულდა იმით, რომ კათოლიკურ შობაზე წავედი შვეიცარიაში, გშტაადში. პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალ წელს ოჯახის გარეშე შევხვდი, რადგან მამას თბილისში ჰქონდა საქმე. ჩვენს უახლოეს მეგობართან, „მის უკრაინასა“ და მის ოჯახთან ერთად, გავემგზავრე. უმეტესწილად ევროპელები ისვენებდნენ და ძალიან ევროპული გარემო იყო. ოჯახებით იყვნენ: დედა, მამა, შვილები და ამას რომ ვუყურებდი, გული მწყდებოდა: რატომ არ არიან ჩემები ჩემთან ერთად-მეთქი. ულამაზესი ადგილია, პატარა სოფელი, დიდი სასტუმროებით, რომლებიც სასახლეებს ჰგავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა „გშტაად პალასი“, რომელიც 100 წელზე მეტია, რაც არსებობს.
– ზუსტად საშენო ადგილია.
– საჩემო ადგილია. მილანში, „მარაგონში“ რომ ვაბარებდი გამოცდას, ჩემმა დაქალმა მითხრა, პარიზში უნდა ჩაგებარებინა, რადგან შენი სტილი, შენი ხედვა უფრო ფრანგულია. გეხვეწები, პარიზის „მარანგონში“ ჩააბარე, სხვა გამოცდილებას მიიღებ და შენთვისაც უფრო ახალი იქნებაო.  მილანში სწავლა რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ მართლაც პარიზი უფრო ჩემია: საჭმელები, რესტორნები, მუზეუმები, ხალხი – უფრო პარიზული მომწონს. ენაზე აღარ მაქვს ლაპარაკი – დავიწყე ფრანგულის სწავლა. გადავწყვიტე: სანამ ინგლისურის დონეზე არ ვისწავლი ფრანგულს, თავს არ დავანებებ-მეთქი. თან, ყოველწლიურად მიწევს ან საფრანგეთში ან შვეიცარიაში ყოფნა. ვტრიალებ ფრანგულ გარემოში და სირცხვილია, რომ არ შეგიძლია მათ ენაზე კაპუჩინოს ან კრუასანის შეკვეთა.
– ვინმე არ მოგეწონა?
– ერთი ბიჭი გავიცანი, ოღონდ დავმეგობრდით. თავიდან, არც ვიცოდი, ვინ იყო. სასტუმროში ჩემს დაქალს ველოდებოდი და ამ დროს დავინახე,  მაგიდასთან იჯდა ოჯახის წევრებთან ერთად. მივხვდი, მოსვლა უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. დადის წინ და უკან და ვიფიქრე: შევხედავ, მიხვდეს, რომ შევამჩნიე და მივცემ იმის უფლებას, გამარჯობა მაინც მითხრას-მეთქი. გავხედე და ცოტა ხანში მოვარდა, გავიცანით ერთმანეთი. ახალ წლამდე 3-4 დღე სულ ერთად დავდიოდით: სასრიალოდ, ან სადმე. იქვე ახლოსაა სოფელი ზერმატი, რომელიც ნანახი არ მქონდა. დამპატიჟა, ჩაგვსვა ვერტმფრენში და დაგვათვალიერებინა.
– მხოლოდ თქვენ ორნი იყავით?
– არა. ორი ვერტმფრენით გავფრინდით, დაახლოებით 15 კაცი. ულამაზესი ადგილია. ასეთი შეგრძნება მაშინ განვიცადე, როდესაც სვანეთის მთების გასწვრივ მივდიოდი და ახლა, როცა შვეიცარიის ალპებს ვუყურებდი. სუნთქვა მეკვრებოდა ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო. რომ ჩავფრინდით, ცოტა ვისრიალეთ, შემდეგ ლანჩი გვქონდა. აქ არის ძალიან ცნობილი მთა Matterhorn. რომ ვუყურებდი მეცნო და გამახსენდა, რომ სადღაც მქონდა ნანახი. მოგვიანებით, კანფეტებს ვყიდულობდი და ვხედავ, ძალიან ცნობილ შოკოლადს, რომელზეც სწორედ ამ მთის მწვერვალია გამოსახული. ამდენი წელია, ვჭამთ ამ შოკოლადს და თურმე, იქიდან მეცნობოდა.
– მითხარი, არ ვიცოდი, ვინ იყო ის ბიჭიო და ვინ აღმოჩნდა?
– არ ამბობდა, ვინ იყო, თუმცა კი ვხვდებოდი, რომ ძლიერი ოჯახიდან იყო. უკვე ვმეგობრობდით „ინსტაგრამში” და ჩემი მეგობრის ახლობელმა იკითხა: ესენი საიდან იცნობენ ერთმანეთსო. ჩვენც ავუხსენით, როგორც იყო ყველაფერი და შემდეგ გვეუბნება: იცით, ვინ არისო. მოკლედ, ერთ-ერთი ქვეყნის პრინცია, ანუ ტახტის მემკვიდრე. მისი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს, ბაბუა კი მონარქია. უბრალოდ, გასულ საუკუნეში მათ ქვეყანაში მონარქია შეწყდა. თუმცა, ეს ბიჭი დღესაც ამბობს, რომ აუცილებლად დაიბრუნებს სამეფო ტახტს და აღადგენს მონარქიულ წყობასო. ეს ამბავი ანამ რომ მითხრა, თან დაამატა: ახლა მასთან არ დაიწყო მორიდებით საუბარიო. რა თქმა უნდა, სასიხარული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერს ცვლის. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. თან, „მის საქართველო“ ხომ ვარ და ეს ბიჭი „ქვინს“ მეძახდა: „იუ არ მაი ქვინ“. ვეუბნებოდი: არ ვარ ქვინი, პრინცესა ვარ-მეთქი. მე პრინცესა არ მჭირდება, მე ქვინი მჭირდებაო. ვფიქრობდი: ღადაობს-მეთქი და მერე მივხვდი ქვეტექსტს.
– შენ არ გაქვს მის მიმართ სიმპათია?
– არა. თან, ძალიან შორი ქვეყანაა. მუსლიმანი არ არის, მართლმადიდებელი ქრისტიანია.
– როგორ დაშორდით ერთმანეთს?
– ახალ წლამდე რამდენიმე საათით გაფრინდა მონაკოში. მკითხა: რა ჩამოგიტანოო. სანაპიროზე ჩადი და სამი თეთრი ქვა მომიძებნე-მეთქი. მონაკოში სანაპიროს პოვნა რთულია. თან, ეგონა, რომ რამე ნივთს ვთხოვდი და ეს რომ ვუთხარი, გაეცინა. ჩამომიტანა და თან, მაჩვენა როგორ ეძებდა. მითხრა: ეს ჩემთვის უფრო მეტად დასაფასებელი იყოო და ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ბრილიანტის რამდენიმეკარატიან ქვას.
– და მაინც არ მოიგო შენი გული?
– ეს ქვები ისევ შენახული მაქვს. მთხოვა: იქნებ რაღაც პერიოდი შეინახოო. ჯერჯერობით მაქვს, თუ არ გამაბრაზებს, შევინახავ.
– ახლა გაქვთ ურთიერთობა?
– პირველ იანვარს დუბაიში გავემგზავრეთ მე, ანა და მისი ოჯახი. სამი კვირა გავჩერდით. ის არ ჩამოსულა. უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ არ იქნებოდა ლამაზი. ბოლო დროს ძალიან მომწონს თანამედროვე ხელოვნება და დუბაიში დავდიოდით გალერეებში. რაც შეეხება მას, ვსაუბრობთ ტელეფონზე, მაგრამ მხოლოდ ვმეგობრობთ. ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, კიდევ შეიძლება ურთიერთობის რეალურად განვითარება. მაგრამ, როცა ასე შორსაა, მე, პირადად, ინტერესს ვკარგავ.
– რა სიახლეები გაქვს საქმის მხრივ?
– რაღაც პერიოდი მოსკოვშიც ვიყავი. ტელევიზიიდან მივიღე შემოთავაზებები და ჩემებს დღემდე უნდათ, რომ ტელეწამყვანობას დავუბრუნდე. „პირველი არხიდან“, „რასიადან“, „კანალ პიატნიცადან“ და „ენტევედან“ შემომთავაზეს ტელეწამყვანობა. ახლაც უნდა ჩავფრინდე, გასაუბრება მაქვს. მაგრამ, მე იქ თუ დავიწყე მუშაობა, დავიკარგები მოსკოვში. იქ ცხოვრება კი, არ მინდა და მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს – სანკტ-პეტერბურგში დავიბადე. გააჩნია, რას შემომთავაზებენ, მაგრამ მაინც არ მინდა იქ დარჩენა. ჩემი თვალი და ინტერესები მაინც ლონდონისკენაა.
– საქართველოში არ ჩამოდიხარ?
– ძალიან მომენატრა საქართველო და ვგეგმავ ჩამოსვლას. ერთი რამ ვიცი: ბრენდის სახელში ან კონცეფციაში აუცილებლად ჩავდებ ქართულ იერს. მე ქართველი ვარ და მინდა, ის, რაც ქართულია, ქართული დეტალებია, გამოვიყენო ჩემს პირველ კოლექციაში. რომ შეხედავენ, მიხვდნენ: ამას კავკასიური ხედვა აქვსო.
скачать dle 11.3