კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა გახდა 14 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი და რა ტრაგედია გამოიარა ოჯახმა მის დაღუპვამდე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„მკვდარი შვილის სახეს ეფერება, მისი თავი ხელში უჭირავს და დასტირის: ჩემო ლამაზო შვილო, ჩემი სიგლახე შენი სიკარგით გადაფარე და ეს რა დამემართა, როგორ გამიმწარე სიცოცხლე, მთელი გეგმები და იმედები წყალში ჩამიყარეო. როგორც ქალი, ისე ტირის მთელი ხმით, გამწარებული კაცი“.  ბაღდადის სოფელ როხში წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა – სამხარაძეების ოჯახში მამას 14 წლის მარიამ სამხარაძე დილის, 6 საათზე ხელში ჩააკვდა.
როგორც როხის მცხოვრებნი ყვებიან, მარიამის ოჯახს სოციალურად ძალიან უჭირდა. მაგრამ, მარიამი არაფერს იმჩნევდა, სახლს, ძმებსა და მამას უვლიდა. „ეს პატარა გოგო იმდენ რამეს ასწრებდა, თან ისეთი ბედნიერი ღიმილით მოგესალმებოდა, სიცოცხლე შენც გიხაროდა. ის მთელი ოჯახის ცხოვრების აზრი იყო. არავინ იცის, მის თავს რა დატრიალდა, დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს: მუცელი მტკივა ძალიანო. მამას ნოშპა მიუცია, მაგრამ ტკივილი მაინც არ გაჩერებია. სულ რამდენიმე წუთში კი, მამას ჩაკვდომია ხელში.
ახლა მამამისი ისეთ დღეშია, არ ვიცით, ამას გადაიტანს თუ არა... კაცი ტირის და ვერავინ აჩერებს.“
 გავრცელებული ინფორმაციით, მარიამს საქმრო ჰყავდა, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები – თენგო ქურციკიძე, რომელმაც გოგონას გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით არ იცის, რადგან ჯარშია. როგორც ამბობენ, მარიამი და თენგო დაქორწინებას ბიჭის ჯარიდან დაბრუნების შემდეგ აპირებდნენ. მარიამი მამასთან და ძმებთან ერთად ცხოვრობდა. დედამ ოჯახი რვა წლის წინ მიატოვა და ცოლად სხვა მამაკაცს გაჰყვა.
როხის მცხოვრები:
საშინელება მოხდა. არავინ იცის რა აწუხებდა მარიამს და რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. საოცარად კეთილი, ზრდილობიანი და შრომისმოყვარე გოგონა იყო. მთელი სკოლა და საერთოდ, მთელი სოფელი დაზაფრულია ამ ამბით. გაჭირვებული ოჯახი იყო, მაგრამ მთელი სოფელი ეხმარებოდა, ვისაც როგორ შეეძლო. სოციალური დახმარებაც ჰქონდათ და თავი გაჰქონდათ. მარიამის დედა წლების წინ წავიდა სახლიდან და ახლა სხვა ოჯახი აქვს. შვილის გარდაცვალების შესახებ რომ გაუგია, ცუდად გამხდარა და როგორც გავიგე, ახლა საავადმყოფოში ჰყავთ. მამა განადგურებულია. ეს ადამიანი რომ განახათ, გული მოგიკვდებათ. კიდევ ორი ბიჭი ჰყავს, მაგრამ მარიამს ვინ შეუცვლის?! ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა და ახლა კიდევ, ეს საშინელება დაემატა მის ტრაგედიას. პირველი ცოლი დაეღუპა. უფროსი ბიჭი მისგან დარჩა და მეორესთან მარიამი და კიდევ ერთი ბიჭი ჰყავს. საწყალ კაცს, ერთი კაპიკიც რომ ეშოვა, ყველაფერს შვილებს დაახარჯებდა. მისთვის მთავარი შვილების კეთილდღეობა იყო და თითოეულ კაპიკს მათ ახარჯავდა. სამ შვილს მარტო ზრდიდა კაცი. წარმოიდგინეთ, აბა, როგორია, ერთ დღეს 14 წლის საღსალამათი შვილი რომ გამოგეცლება ხელიდან. მათ ოჯახში ახლა წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს. მეც დამეღუპა ახალგაზრდა ახლობლები, მაგრამ ასეთი უბედურება ცხოვრებაში არ მინახავს. მამამისს, მარიამის გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავს გარდაცვლილი. კაცი განადგურებულია. ჩვენ კი ყველანაირად დავუდგებით გვერდით, მაგრამ 14 წლის შვილს ვინ გაუცოცხლებს? შვილი ხელში ჩააკვდა, მაგრამ თავი რომ მოიკლას ეშველება იმ ბავშვს?
ლელა ბრეგაძე (სოფელ როხის ექიმი): მარიამი პატარაობიდანვე ჩემს თვალწინ იზრდებოდა. სერიოზული დაავადება არასდროს ჰქონია. ვირუსის და გრიპის გარდა, არაფერს შეუწუხებია. ყველანაირად ჯანმრთელი ბავშვი იყო. მე მის სკოლაშიც ვმუშაობ ექიმად და იქაც ძალიან ხშირად ვხვდებოდი. გონებრივადაც გამორჩეული ბავშვი იყო და გარეგნულად ხომ საოცრად ლამაზი. ძალიან სპორტული და აქტიური გოგონა გახლდათ. მომხდარის ახსნა არ შემიძლია.
– როგორც ექიმს, არ გაქვთ ვარაუდი, რა შეიძლებოდა, გამხდარიყო 14 წლის ბავშვის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი?
– ძალიან რთულია ამის თქმა. მთავარია, რას იტყვის ექსპერტიზა. ზუსტად იმ დღეს სკოლის დერეფანში შემხვდა და ჩვეულ ფორმაში იყო. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით. მარიამს დედა არ ჰყავდა და ამიტომ, ხშირად ვარიგებდი ხოლმე: მარი, ჯერ არ გათხოვდე. ძალიან კარგი გოგო ხარ და წინ დიდი მომავალი გაქვს-მეთქი. თუ რამე აწუხებდა, აუცილებლად მეტყოდა, მაგრამ იმ დღეს მსგავსი არაფერი უთქვამს. ხელი გადამხვია, მაკოცა და მისთვის ჩვეული, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ახლა მთელი სოფელი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მარიამის მამა იმდენად ყურადღებიანი იყო, რამე რომ წამოსტკივდებოდა რომელიმე შვილს, მაშინვე მოჰყავდა. ელემენტარულ პრობლემას არ ტოვებდა უყურადღებოდ და რამეზე რომ ჰქონოდა ეჭვი, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას. კიდეც ვუთხარი, ცუდად თუ იყო წუხელ, რატომ არ გამაგებინე-მეთქი?! უნდა დამერეკა, მაგრამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან და დაიშალა, ამიტომ ვეღარ გაგაგებინეო. თუმცა, ვინ იცოდა, რომ მუცლის ტკივილი ასეთი საშინელებით შეიძლებოდა, დასრულებულიყო. შეიძლება, კისტა ჰქონდა საკვერცხეებზე და გაუსკდა ან აორტის ანევრიზმა გაუსკდა მუცელში. არ ვიცი, მეტი რა ვიფიქრო 14 წლის საღსალამათ გოგოზე, რომელსაც არაფერი აწუხებდა.
მარიამი პატარა, საყვარელი გოგონა იყო. მხატვრულ კითხვაზე გიჟდებოდა და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. სულ სახე უბრწყინავდა და ძალიან თბილი იყო. ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა. მსგავსი სიღარიბე დღევანდელ დღეს შეიძლება, არც ენახოს ადამიანს. ამას ისიც ემატებოდა, რომ დედამისი წლების წინ სახლიდან წავიდა. სულ ვეუბნებოდი, მარიამ, აპატიე დედას, რომ დაგტოვა. რაც არ უნდა იყოს, დედა მაინც დედაა და უნდა გიყვარდეს-მეთქი. მერე მითხრა, მე ახლა უკვე დავდივარ დედასთან და ტანსაცმელსაც მყიდულობსო. ერთ დღეს ძალიან გახარებული მოვიდა, დედამ ჯინსის ქურთუკი გამომიგზავნაო. ძალიან უხაროდა, რომ დედასთან ურთიერთობა აღადგინა.
– ძალიან პატარას მოუწევდა დედის წასვლასთან შეგუება...
– კი, თუმცა, არასდროს უთქვამს, მე დედამ დამტოვაო. სხვათა შორის, ძალიან ობიექტური იყო. ცუდად ლაპარაკს არავის აპატიებდა. მეგობარს რომ სხვა მეგობრისთვის ეთქვა, დედის შესახებ რამე ცუდად, ალბათ, თვალებს ამოჭამდა. არავის არაფერს აპატიებდა. პირადად მისთვის არაფერი უთქვამთ დედამისზე, მაგრამ ქვეცნობიერად შეიძლება, ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არაფერი გაებედათ.
– დაქორწინებას აპირებდა მალეო, თქვეს.
– ჩემთვის მსგავსი რამ არ უთქვამს. ხომ გითხარით, ვეუბნებოდი, მარი ჯერ არ გათხოვდე-მეთქი და სულ მპასუხობდა: არა, მე ჯერ უნდა ვისწავლო და ნახეთ, როგორი გოგო ვიქნებიო. მეც გავიგე ეს ამბავი, თითქოს გათხოვებას აპირებდა და საქმროც ჰყავდაო, მაგრამ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს.
მარიამის მშობლებს კიდევ ორი შვილი ჰყავთ გარდაცვლილი. პირველი შვილი თვეების ლოგინიდან გადმოვარდნილა და დაღუპულა. მეორე, დაახლოებით, რვა თვის იყო და მოულოდნელად გარდაეცვალათ. რომ მივედი, ბავშვი გარდაცვლილი დამხვდა, თუმცა მიზეზს ვერ გეტყვით.
– მარიამის დედას ახლა სხვა ოჯახი აქვს?
– დიახ. ჩვენს სოფელში მათი სახლის წინ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. იმ ოჯახის მამაკაცთან გააბა ურთიერთობა. მერე ცოლად გაჰყვა და სოფლიდან საერთოდ წავიდნენ. დედა ოჯახიდან რომ წავიდა და მარიამის მამა მარტო დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კაცია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვებს. ახლა რომ ის კაცი დღეშია, ისეთს მტერსაც არ ვუსურვებ. მკვდარი შვილის სახეს ეფერება, მისი თავი ხელში უჭირავს და დასტირის: ჩემო ლამაზო შვილო, ჩემი სიგლახე შენი სიკარგით გადაფარე და ეს რა დამემართა, როგორ გამიმწარე სიცოცხლე, მთელი გეგმები და იმედები წყალში ჩამიყარეო. როგორც ქალი ისე ტირის მთელი ხმით, გამწარებული კაცი.
скачать dle 11.3