კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (107)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

№6 როგორ დაუპირისპირდა ერთმანეთს ორი ქართველი დოქტორი „ცივი ომის“ დროს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ოპერაცია „ქსელი“
გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე, განსაკუთრებით გამწვავდა „ცივი ომი“ და დაპირისპირებამ, საბჭოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, პიკს მიაღწია. უკიდურესად გააქტიურდნენ ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურები: ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვა – „ცეერუ“ და საბჭოთა „კაგებე“. სამხედრო-სამრეწველო შპიონაჟის პარალელურად, ამერიკელებმა ახალი ტაქტიკა მოიფიქრეს თავიანთი მთავარი მიზნის განსახორციელებლად. ეს მიზანი კი, საბჭოთა კავშირის დაშლა გახლდათ, ამ ახალი ტაქტიკის ქვაკუთხედი კი – საბჭოეთში დისიდენტური მოძრაობის გაშლა. ამერიკული „ცეერუ“ ვარაუდობდა, რომ ქვეყნის (საბჭოთა კავშირი) შიგნიდან აფეთქება იყო შესაძლებელი და ამერიკელები ძალისხმევას არ იშურებდნენ „ანტისაბჭოელთა“ დასაფინანსებლად. ამისთვის კი „ცეერუში“ შეიქმნა სპეციალური განყოფილება. შემუშავდა ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა და ამ ოპერაციას დაარქვეს „ქსელი“. ანუ, უნდა შექმნილიყო ანტისაბჭოურად განწყობილი ადამიანების ჯგუფები. ეს ჯგუფები უნდა მოდებოდნენ მთელ საბჭოთა ტერიტორიას და ჩამოყალიბებულიყო ერთმანეთთან დაკავშირებული მძლავრი ქსელი, რომელიც საბჭოეთს იდეოლოგიურ-პოლიტიკურად შეარყევდა. ოპერაციის პირველ ეტაპზე ამ ჯგუფებს უნდა გაევრცელებიათ ანტისაბჭოური შინაარსის აკრძალული ლიტერატურა. დაებეჭდათ ეგრეთ წოდებული თვითგამოცემები, სადაც უნდა დამხობილიყო საბჭოთა წყობა. შემდეგ კი, ყოველივე ამას უნდა მოჰყოლოდა მძლავრი ანტისაბჭოური, საყოველთაო გამოსვლები და ეგრეთ წოდებული, თვითგამოცემები, სადაც უნდა დაგმობილიყო საბჭოთა წყობა. ეგრეთ წოდებულ, დისიდენტებს უკვე ოფიციალური დასავლეთი დაუჭერდა მხარს. მთელი ამ გეგმის შემოქმედი ვარლამ გოცირიძე გახლდათ. ისტორიის დოქტორი, რომელსაც იელის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ქართველი ემიგრანტების შვილი იყო. მისი მშობლები 1921 წელს საფრანგეთში გაიქცნენ. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და ვარლამი 1924 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ქართველი დოქტორის გეგმა თვით პრეზიდენტმა  ჯონსონმა მოიწონა და ოპერაცია „ქსელის“ დასაფინანსებლად, 10 მილიონი დოლარი გამოყვეს, რაც იმ პერიოდში, მნიშვნელოვანი თანხა იყო.
საპასუხი ოპერაცია
ოპერაცია „ქსელი“ 1967 წელს დაიწყო და თავდაპირველად, საკმაოდ წარმატებულადაც ვითარდებოდა. მაისიდან მოყოლებული, საბჭოეთის დედაქალაქი ანტისაბჭოური პროკლამაციების ტალღამ ლამის წალეკა. „კაგებე“ ვერ აუდიოდა მათ ჩამოხევა-განადგურებას, მაგრამ გამავრცელებლებს ვერ აგნებდა. თუმცა, მოგვიანებით, ორი სტუდენტი – 21 წლის ივანე კოშკინი და 22 წლის იულია კეჩემინა დააპატიმრეს. მათ თავიანთი თანამზრახველები გასცეს. კიდევ 6 ადამიანი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის ციხეებში გამოამწყვდიეს. მიუხედავად ამისა, ანტისაბჭოური პროკლამაციები უკვე მთელი საბჭოეთის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. მართალია, „კაგებე“ მათ გამკვრელ-გამვრცელებლებს აპატიმრებდა, მაგრამ საბჭოთა უშიშროებას ხელში მხოლოდ „ლიფსიტები“ უვარდებოდათ, მსხვილ თევზს კი, ვერ იხელთებდნენ. ჯაჭვი ყოველთვის წყდებოდა. მთავარი ის გახლდათ, რომ ქვეყანაში არსებობდა მძლავრი პოლიგრაფიული ქსელი, სადაც ამ ლიტერატურას ბეჭდავდნენ და აშკარად, ის მინი-მოწყობილობები საბჭოეთში არალეგალურად იყო შემოსული. „კაგებეს“ ექსპერტების ვარაუდით, საბჭოთა კავშირში 60-70 ასეთი მინი-სტამბა ფუნქციონირებდა და ჯერჯერობით, ერთიც კი არ იყო აღმოჩენილი. 1967 წელს შეიცვალა „სუკის“ („კაგებე“) ხელმძღვანელობა და ამ უწყებას სათავეში იური ანდროპოვი ჩაუდგა. ანდროპოვმა დისიდენტებთან ბრძოლის განყოფილებაში ახალი ხალხი მოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ პეტრე მოსიძე. ის „კაგებეს“ ჩეკისტი არ ყოფილა – ფილოსოფიის დოქტორი იყო. ანდროპოვის მეგობარი გახლდათ და „კაგებეს“ ახალმა შეფმა სწორედ მას დაავალა ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავება ოპერაცია „ქსელის“ წინააღმდეგ, რომლის შესახებაც უკვე ჰქონდათ ცნობები ლენგლიდან („ცეერუს“ შტაბ-ბინა) და მის შემოქმედ, ვარლამ გოცირიძესაც კარგად იცნობდნენ.
– ქართველს ქართველი თუ დაამარცხებს, პეტრე, – უთხრა ანდროპოვმა მოსიძეს, როდესაც მისი დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.
ფილოსოფიის დოქტორმა არ გააწბილა თავისი მეგობარი და  „კაგებეს“ მომავალი მრისხანე შეფი – სულ მალე საპასუხო ოპერაციის დეტალური გეგმა წარმოუდგინა, რომელსაც „ანტიქსელი“ ეწოდებოდა.

დიდი აბლაბუდა

ორი ქართველი დოქტორის, ვარლამ გოცირიძისა და პეტრე მოსიძის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო, აზარტული გამოდგა, რომლის განუსაჯაროებელი მასალების ასეულობით ტომებს დღემდე ინახავს რუსეთის საიდუმლო არქივები. ქართველი ფილოსოფოსის სქემა „ქსელთან“ ბრძოლაში საკმაოდ მარტივი იყო. „კაგებეში“ შეიქმნა ამ უწყების ოფიცერთა ცრუ ანტისაბჭოური ჯგუფები, რომლებიც ვითომდა მოპარულ საბეჭდ მანქანებზე ავრცელებდნენ ანტისაბჭოურ ლიტერატურასა და თვითგამოცემებს. ააწყვეს რამდენიმე რადიოსადგური და ეთერშიც კი გავიდნენ. ამ ყოველივეს მაშინვე „ჩაავლო“ „ცეერუმ“ და პირველ ეტაპზე ჯერ თვალყურს ადევნებდნენ ჯგუფებს. შემდეგ კი, ნელ-ნელა მათთან კავშირიც დაამყარეს და უკვე „მზამზარეულ“ „დისიდენტებთან“ დაიწყეს მუშაობა. მათ ფარულად აფინანსებდნენ, მოწყობილობებით ამარაგებდნენ და მთელი ეს ინფორმაცია (ფოტო და კინომასალითურთ) საბჭოთა კონტრდაზვერვაში გროვდებოდა. „ანტიქსელის“ ეგიდით ჩამოყალიბდა 46 ცრუ ანტისაბჭოთა ჯგუფი, რომელიც თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა. 1967-1970 წლებში საბჭოთა კონტრდაზვერვამ, უკვე გამოავლინა 16 ამერიკელი ჯაშუში საბჭოეთის მოქალაქე, რომლებიც არა მხოლოდ დისიდენტებს ეხმარებოდნენ, არამედ საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდნენ „ცეერუს“. მოგვიანებით, მათ კონტრდაზვერვა დეზინფორმაციას აჩეჩებდა ხელში.
1970-1972 წლებში საბჭოთა კონტრდაზვერვას უკვე 41 საბჭოთა ჯაშუში ჰყავდა გამოვლენილი, მაგრამ მათ ჯერაც არ ახლებდნენ ხელს და „აძოვებდნენ“. ამასობაში კი ერთი მხრივ, „ცეერუში“ საიდუმლო დეზინფორმაცია დაგროვდა, მეორე მხრივ კი, ოპერაცია „ანტიქსელის“ მეშვეობით, უზარმაზარი აბლაბუდა მოქსოვა „კაგებემ“ – გამოვლინდა 5 ათასი აქტიური ანტისაბჭოელი, მიაგნეს 75 არალეგალურ პოლიგრაფიულ დანადგარს და რაც მთავარია, გაიშიფრა საბჭოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი, ჯაშუშთა 47-კაციანი ქსელი, რომელიც „ცეერუზე“ მუშაობდა... 1972 წლის 26 ნოემბერს ჩატარდა ფართომასშტაბიანი ოპერაცია და ოპერაცია „ქსელს“ წერტილი დაესვა. 47 ჯაშუში გაასამართლეს. 14 მათგანი სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენები ციხეში ჩასვეს, თან გადაიბირეს. პეტრე მოსიძეს კი, საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს.
скачать dle 11.3